,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.016038
  • Word
4
22/03/2012
ვებგვერდი, 27/03/2012
400020010.16.009.016038
,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება № 4

2012 წლის 22 მარტი

. ქუთაისი

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7 1 პუნქტი:

„71. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).“ ;

ბ) მე-13 მუხლის:

ბ.ა)    მე-2 პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წყალმომარაგებისა და მომსახურე­ბის ერთიანი რეესტრი ასახავს ამ წესებითა და შესაბა­მისი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებელთა წყალმომარაგების შესახებ წერილობით, ელექტრონულ, ზეპირ და ტელე­ფონით განცხადებაზე რეაგირებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციას.“ ;

ბ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შესაბამის ჟურნალში ინფორმაციის შეტანის საფუძველს ასევე წარმოადგენს მომხმარებლის წერილო­ბითი, ელექტრონული, სატელეფონო ან ზეპირი განცხადება. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის გან­ცხა­დებას მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ჟურნალში ჩანაწერის რიგითობის განსაზღვრა. განცხადების საიდენ­ტიფიკაციო ნომერი განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, განცხადების მიღებისთანავე.“ ;

გ) მე -18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება

1. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებისას, მიერთების საფასური გადაიხდება მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. მიერთების საფასური ერთჯერადი გადასახდელია. ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მიერთების საფასურის საავანსო და ეტაპობრივი გადახდის წესზეც.

2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს.

3. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესები და მოთხოვნები (წესების მე -18 და 181 მუხლები) ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული წყალმომარაგების სისტემასთან და არ ხდებოდა მისთვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად.

4. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები (წესების მე -18 და 181 მუხლები) არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგებაზე , რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა, ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისი წყალმომარაგება.

5. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული დანადგარებისა თუ ობიექტებისათვის სასმელი წყლის მიწოდების ან/და წყალარინების მიზნით წყალმომარაგების სისტემაზე დროებით მიერთება.

6. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური დგინდება შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №3).

7. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედების განხორციელება.

8. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ. წყალმომარაგების ლიცენზიატი უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, წყალმომარაგების სისტემის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებულ თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და წყალმომარაგების დაწყების ჩათვლით), რაც დაკავშირებულია წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფასა და წყალმომარაგებასთან.

9. დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და წყალმომარაგების სისტემაზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის, ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული წყალმომარაგების ლიცენზიატს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს წყალმომარაგების დაწყებას. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცესში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

10. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის ნაწილის გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს     იმ დასახლებათა (ქალაქი, დაბა, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს წყალმომარაგების საქმიანობას.

11. ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. მიერთების მსურველს (ახალი მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს):

ა) მისაერთებელი მილის დიამეტრი და წარმადობა შეთავაზებული პაკეტის მიხედვით;

ბ) მიერთების ტიპი, მათ შორის, სრული (სასმელი წყალი და წყალარინება), მხოლოდ სასმელი წყალი ან მხოლოდ წყალარინება.

12. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე სამი ან სამზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით) განსაზღვრულ უნდა იქნეს ამ ობიექტის (ან ობიექტების) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული (დადგენილი) მისაერთებელი წარმადობის ოდენობის შესაბამისად.

13. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

14. წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.;

) 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 181. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები

1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ წესების მე -18 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად), პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს (ელექტრონული ან წერილობით ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების მე -18 და 181 მუხლების საფუძველზე და წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.

2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20   დღის განმავლობაში;

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10   დღის განმავლობაში.

3. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე წყალმომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.

4. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან წერილობით ფორმით, მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს. ამასთან, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი მიღებულად ჩაითვლება.

5. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია დაადგინოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად. აღნიშნულ განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს: თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით) ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.

6. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.

7. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ წყალმომარაგების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა ცნობოს განმცხადებელს მისი გამოაშკარავებისთანავე მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით (წერილობით ან ელექტრონულად), რათა მოხდეს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერება. ვადის დინება არ შეჩერდება , თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა გამოწვეული წყალმომარაგების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

8. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (წყალმომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში, ახალი მოხმარებლის მიერთების საფასური შემცირდება 50%-ით ხოლო წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მიერთების მსურველის (განმცხადებლის) „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნულ მიერთებაზე გავრცელდეს, განსაზღვრულ ვადაში წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მოხმარებლის მიერთების 50%-ით შემცირებული საფასური (ამ შემთხვევაზე გადაწყვეტილება იღებს კომისი მიერთების მსურველის სათანადო მოთხოვნის საფუძველზე). შესაბამისად, თუ ახალი მოხმარებლის მიერთების საფასური პირს უკვე გადახდილი აქვს, ზედმეტად გადახდილი თანხა წყალმომარაგების ლიცენზიატმა უნდა დაუბრუნგანმცხადებელს ამ გარემოების დადგენიდან 10 დღის განმავლობაში.

9. თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში (არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში) მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მიერთების წერტილს;

ბ) მისაერთებელი მილის დიამეტრს;

გ) მისაერთებელ წარმადობას (პროექტის შესაბამისად).

10. წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე -9 მუხლის შესაბამისად.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტ დაემატოს შემდეგი შინაარსის „“ ქვეპუნქტ:

„გ) „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური“ (დანართი №3).“.

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე მიერთების მსურველს წერილობით ფორმით მოთხოვნილი ჰქონდა წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება ან მის მიერ გადახდილ იქნა ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური (ან წერილობითი ფორმით ურთიერთშეთანხმებულ იქნა მიერთების საფასურის საავანსო ან/და ეტაპობრივი გადახდის პირობები), დადებული იყო წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ხელშეკრულება მიერთების მსურველს (განმცხადებელს) და წყალმომარაგების ლიცენზიატს შორის, ან წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ გაცემული იყო მიერთების ტექნიკური პირობა მის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ. აღნიშნულ შემთხვევებზე ახალი მომმხარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება (მათ შორის ანგარიშსწორება) უნდა განხორციელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული წესებითა და პირობებით.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე          გ. ჩალაგაშვილი

კომისიის წევრებ:       მ. ნადირაძე

                               ზ. გაბელაია

                               ს. მესხი

                               გ. შონია


დანართი №3

ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური

1. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის (წყალმომარაგების განსაზღვრულ ვადაში დაწყების) შემთხვევაში:

 

სასმელი წყლის მილის დიამეტრი , მმ

წყალარი

ნების მილის დიამეტრი მმ

სასმელი წყლის წარმადობა , 3 /დღეღამეში

მილის მაქსიმა

ლური მისაერთებელი სიგრძე , მეტრი

მაქსიმალური მიერთების პერიოდი , დღე

წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ღირებულება დღგ - ჩათვლით , მათ შორის

სასმელი წყლის წყალმომა

რაგების სისტემაზე მიერთების ღირებუ

ლება დღგ - ჩათვლით , ლარი

წყალარინე

ბის ქსელზე მიერთების ღირებუ

ლება დღგ - ჩათვლით , ლარი

სულ

15

100

0-15

40

30

500

1000

1500

20

16-30

40

30

550

1550

25

31-48

40

30

600

1600

32

49-87

40

30

650

1650

40

50

150

88-108

109-182

100

100

40

40

3200

3300

11500

14700

14800

63

183-302

100

40

3400

14900

75

303-432

100

40

3500

15000

90

200

432-579

150

50

5500

20500

26000

110

150

580-732

733-1616

150

150

50

50

5700

6000

26200

26500

 

) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) დაუსრულებლობის (წყალმომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში ახალი მოხმარებლის მიერთების საფასური შეადგენს ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოცემული მიერთების საფასურის 50% -ს (შეთავაზებული პაკეტების მიხედვით).