„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5855-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.016635
  • Word
5855-Iს
16/03/2012
ვებგვერდი, 28/03/2012
040090000.05.001.016635
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 191  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 131  პუნქტი:

„131 . ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად შესაძლებელია მოხდეს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა). ქონების ღირებულება დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე.“;

ბ) მე-19 და მე-20 პუნქტები:

„19. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების სახელმწიფოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

20. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აქციები და წილები შეიძლება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს. მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მთავრობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.“.

2. 195  მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებ თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 16 მარტი.

№5855 Iს