საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2201
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26(33), 05/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.000.626
  • Word
2201
25/06/1999
სსმ, 26(33), 05/07/1999
230.000.000.05.001.000.626
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი” ქვეპუნქტი:

,,ი) საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი _ საქონლის ხარისხის, ღირებულების, რაოდენობისა და სასაქონლო ნომენკლატურის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელსაც საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გასცემს სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირი;”;  ხოლო ,,ი” ქვეპუნქტი ჩაითვალოს ,,კ” ქვეპუნქტად.

   2. მე-80 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა ,,გადაკვეთისას” შეიცვალოს სიტყვებით ,,გადაკვეთის მომენტისათვის”; ხოლო სიტყვების ,,რაოდენობის განსაზღვრა” შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,საქონლის გადაზიდვამდე მისი რაოდენობის, ხარისხისა და ღირებულების სავალდებულო ინსპექტირების უზრუნველყოფა,”.

3. 89-ე მუხლის:

   ა) პირველ ნაწილს დაემატოს სიტყვები ,,მათ შორის, საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი.”;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვის ,,ცნობების” შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,და გადაზიდვამდე ინსპექტირებას დაუქვემდებარებელი საქონლის”.

4. 99-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ” ქვეპუნქტი:

,,გ) საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმება;”; ხოლო ,,გ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად ,,დ”, ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებად.

5. კოდექსის 169-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 ნაწილები:

   ,,2. საბაჟო ორგანოთა მატერიალური სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საბაჟო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 3%, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული და ჩარიცხული თანხების 50% ირიცხება ხაზინაში საბაჟო ორგანოებისათვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა საბანკო დაწესებულების მიერ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების პროპორციულად.

3. მატერიალური სტიმულირებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის თანხების ხარჯვის წესს ადგენს საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.”; ხოლო ამ მუხლის პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ ნაწილად.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 176-ე მუხლი:

     „მუხლი 176. გარდამავალი დებულებანი

2000 წლის 31 დეკემბრამდე:

ა) საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-8 მუხლის ,,დ”_”ლ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბაჟო რეჟიმები. ამასთან, ამ საქონლის რეექსპორტი დასაშვებია მხოლოდ ერთი თვის ვადით;

ბ) ამ მუხლის ,,ა” ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის იმპორტის გარდა, სხვა საბაჟო რეჟიმებში მოსაქცევად (რომელთა შედეგად ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები გადმოკვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ტრანზიტის ჩათვლით) საბაჟო ორგანოებში წარმოდგენილი იქნება საბანკო გარანტია ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, ან იდება ფულადი დეპოზიტი იმ თანხის ოდენობით, რაც გადაიხდებოდა იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში. საქართველოდან აღნიშნული საქონლის გატანისას უქმდება საბანკო გარანტია ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, ან ბრუნდება ფულადი დეპოზიტი გატანილი საქონლის ოდენობის შესაბამისად.”.

II. ეს კანონი, გარდა I მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს 1999 წლის 1 აგვისტოდან.

III. ამ კანონის I მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 25 ივნისი.

№2201-II