„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38(45), 04/08/1999
სარეგისტრაციო კოდი 140.100.000.05.001.000.643
  • Word
2265
22/07/1999
სსმ, 38(45), 04/08/1999
140.100.000.05.001.000.643
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი მუხ.61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „შინაგან საქმეთა და“ შეიცვალოს სიტყვებით „შინაგან საქმეთა,“ ხოლო სიტყვების „სახელმწიფო უშიშროების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და იუსტიციის “.

2. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურს“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივლისი.

№2265–რს