დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016352 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №124
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10, №172, მუხლი 2549) დამტკიცებულ ინსტრუქციის მე-18 მუხლის:
1. პირველი პუნქტის „დ.დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ.დ.ა) ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54;“.
2.მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ პორტალი – ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №52 .“.
3. მე-6 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა №32 (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი”);“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5 (გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს ქუთაისის განყოფილება);“;
გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი ”).“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 19 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი პ . პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები