„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6054-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.016687
  • Word
6054-Iს
24/04/2012
ვებგვერდი, 27/04/2012
300310000.05.001.016687
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371  პუნქტი:

„371 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.“.

2. 34-ე მუხლის:

ა) 41  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41 . თუ ნებართვის მფლობელმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371   მუხლის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.“;

ბ) 41  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42  პუნქტი:

„42 . სამორინეს მოწყობის ნებართვის/სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გაცემული აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 24 აპრილი.

№6054-I