საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6145-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.016706
  • Word
6145-Iს
08/05/2012
ვებგვერდი, 17/05/2012
060000000.05.001.016706
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;“.

2. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1 “ ქვეპუნქტი:

„გ1 ) სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები;“.

3. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  ნაწილი:

„21 . სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი საფასურების შესაბამისად იმ პირის მიერ, რომლის შუამდგომლობითაც გამოიტანა სასამართლომ დავალება ადგილზე დათვალიერების შესახებ ფაქტების კონსტატაციის მიზნით, ხოლო სასამართლოს ინიციატივით განხორციელებული ფაქტების კონსტატაციის შემთხვევაში – მხარეების მიერ თანაბრად.“.

4. 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.“.

5. 122-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 122. ადგილზე დათვალიერების ჩატარება

ადგილზე დათვალიერებას აწარმოებს საქმის განმხილველი მოსამართლე. თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავს, ადგილზე დათვალიერების მოვალეობა, ამ სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაეკისროს მის ერთ-ერთ წევრს. ფაქტების კონსტატაციის მიზნით ადგილზე დათვალიერების ჩატარება სასამართლომ შეიძლება დაავალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“.

6. 186-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2 “ ქვეპუნქტი:

„ბ2 ) არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით;“.

7. XXXIV თავი ამოღებულ იქნეს.

  მუხლი 2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები

ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება), უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის II1  კარით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომ – გადაწყვეტილება):

ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;

გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ;

ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;

თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

კ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, სავალდებულოა საქართველოსათვის;

ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ;

მ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;

ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ;

ო) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე.“.

2. მე-3 მუხლის 13  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13 . აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია პირის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს შეფასების მომსახურება. ასეთი მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

3. 146  მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“, „დ“ და „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან და დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებასთან (თუ გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტმა მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება) დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი − 14  პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, III1  თავისა, 152  მუხლისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 181  მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, 25-ე მუხლის მე-4, 41  და მე-13 პუნქტებისა, 281   მუხლისა, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 50-ე და 62-ე მუხლებისა, 69-ე მუხლის პირველი 12 პუნქტებისა, 75-ე, 76-ე, 771   და 772   მუხლებისა, 823  მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 901  და 903 –91-ე მუხლებისა, XVI2  თავისა, 113-ე მუხლის პირველი მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 1132  მუხლისა.“.

4. 183   მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581  მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებისა და დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლოს განჩინება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან ისეთი განჩინების საფუძველზე, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.“.

6. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581  მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებით – სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცებულა. თუ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101  პუნქტი:

„101 . ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებისას მოვალის ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას განმეორებით არ დაადებს, თუ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაედო ამ კანონის XVI1  თავით გათვალისწინებული ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას.“.

7. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71  პუნქტი:

„71 . ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყებისას აღსრულების წინასწარი საფასური ჩაითვლება კრედიტორის მიერ გადახდილად, თუ გამარტივებული წარმოებისას მან აღნიშნული საფასური საგარანტიო თანხის სახით სრულად შეიტანა აღსრულების ეროვნულ ბიუროში.“.

8. მე-40 მუხლის 61  და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401  მუხლი:

     „მუხლი 401 . მოვალის მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

1. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოვალის მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. თუ ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გირავნობა (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) სხვა პირის/პირების სასარგებლოდ, ამ მუხლით დადგენილი წესით ყადაღის მოხსნის მიუხედავად, გირავნობა უცვლელი რჩება.

2. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ყადაღადადებული მოძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებაზე არ არის რეგისტრირებული გირავნობის უფლება სხვა მოგირავნის/მოგირავნეების სასარგებლოდ და მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოვალის განცხადების საფუძველზე მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. მოვალე უფლებამოსილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ განცხადებას დაურთოს სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში გაცემული კომპეტენტური პირის ან ორგანოს დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, რომლის დასაშვებობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული წესებით მოვალის მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შემთხვევებში ამ ქონებაზე ამავე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულება არ დაიშვება, ხოლო მოვალის მიერ გადახდილი ქონების საბაზრო ღირებულება ჩაითვლება აღსასრულებელი მოთხოვნის შესრულებულ ნაწილად.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მოძრავ ქონებაზე, როგორც გირავნობის საგანზე, ყადაღის გაუქმება იწვევს აღნიშნულ ქონებაზე ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობის გაუქმებას.

6. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე კრედიტორის განცხადების საფუძველზე ყადაღადადებული ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.

7. არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.“.

10. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი.“.

11. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  პუნქტი:

„21 . ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების აღსრულების რიგითობის განსაზღვრის მიზნებისათვის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების იძულებითი აღსრულებისას მოვალის ქონებაზე ყადაღა აღმასრულებლის მიერ დადებულად ითვლება აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტიდან.“.

12. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13  პუნქტი:

„13 . თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და მოვალის რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე საკუთრების უფლება დაუდგენელია, აღსრულების ეროვნული ბიურო მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის საფუძველზედაც აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ქონების რეგისტრაციის შესახებ, მათ შორის, დაუზუსტებელი მახასიათებლებით.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI1  და XVI2  თავები:

„თავი XVI1

გამარტივებული წარმოება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით

    მუხლი 912 . ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების ზოგადი პრინციპები

1. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

2. გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო ვალდებულებაზე.

3. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის არბიტრაჟის მიერ განხილვა.

    მუხლი 913 . მხარეები გამარტივებულ წარმოებაში

1. მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი.

2. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა.

3. გამარტივებულ წარმოებაში დაიშვება მხარეთა თანამონაწილეობა და წარმომადგენლობა.

    მუხლი 914 . განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ

1. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.

2. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს;

ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს;

გ) აპლიკანტის მოთხოვნას;

დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას;

ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას;

ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა;

ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას;

თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას;

ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

3. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში მითითებული მტკიცებულებების შესაბამისი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს დედნის ან/და დამოწმებული ასლების სახით.

4. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განცხადება წარმომადგენელს შეაქვს.

5. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების შეტანისას აპლიკანტი იხდის სააპლიკაციო საფასურს. აპლიკანტი სააპლიკაციო საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სააპლიკაციო საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

6. თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას, აპლიკანტმა საგარანტიო თანხის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს ამ კანონით გათვალისწინებული აღსრულების წინასწარი საფასური. აღნიშნული საფასურის გადახდაზე არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები.

7. თუ აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას, მან უნდა მიუთითოს რესპონდენტის ქონება, ქონების საიდენტიფიკაციო მაჩვენებლები და გადაიხადოს ასეთი ღონისძიებისათვის განსაზღვრული საფასური.

    მუხლი 915 . ხარვეზის დადგენა

1. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება.

2. დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენამდე გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ვადის დინება ჩერდება. იგი განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე.

3. აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.

4. აპლიკანტის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში მითითებული მოთხოვნის ოდენობა მიიჩნევა დავალიანების იმ ოდენობად, რომლის რესპონდენტისათვის გადახდევინებასაც ითხოვს აპლიკანტი.

    მუხლი 916 . დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების დაბრუნება

1. აღსრულების ეროვნული ბიურო დაუბრუნებს აპლიკანტს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას, თუ:

ა) სასამართლოს წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საქმესთან დაკავშირებით, ასევე გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

გ) არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე ან გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით;

დ) აპლიკანტმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი;

ე) განცხადება შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა;

ვ) განცხადება შეიტანა ქმედუუნარო პირმა.

2. განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნება იწვევს გამარტივებული წარმოების დასრულებას.

3. განცხადების დაბრუნების შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება მის მიერ საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასური და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასური.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების, ასევე ხარვეზის შემდგომ გამოსწორების შემთხვევაში აპლიკანტი უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროში ხელახლა შეიტანოს განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

    მუხლი 917 . შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ

1. აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ.

2. გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) გამარტივებული წარმოების ნომერს;

ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს;

გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი:

გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;

გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას;

გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს;

გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;

გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ;

დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას;

ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რესპონდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეიცავდეს:

ა) რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს;

ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს, აპლიკანტის დასახელებას;

გ) პროტესტის შემთხვევაში – მოთხოვნის სრულ უარყოფას (თუ რესპონდენტის წინააღმდეგ მიმართულია რამდენიმე აპლიკანტის მოთხოვნა − აღნიშვნას იმის შესახებ, თუ რომელ მოთხოვნას უარყოფს რესპონდენტი); მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაში – მითითებას მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ; მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაში – მითითებას იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობს რესპონდენტი;

დ) რესპონდენტის (უფლებამოსილი პირის) ხელმოწერას.

4. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე;

ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე;

გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე;

დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.

5. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.

6. აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე:

ა) თუ რესპონდენტი წარადგენს პროტესტს მოთხოვნაზე – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის სრულ ოდენობაზე;

ბ) თუ რესპონდენტი დაფარავს დავალიანების ნაწილს – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან მიმართებით;

გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან მიმართებით.

7. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება ეცნობება აპლიკანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

8. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება შემდგომ გამორიცხავს გამარტივებულ წარმოებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

9. აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე არ ართმევს აპლიკანტს უფლებას, რესპონდენტის წინააღმდეგ აღძრას სარჩელი სასამართლოში საერთო წესით.

10. გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

    მუხლი 918 . განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ

1. რესპონდენტი უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. რესპონდენტის მხრიდან მორიგების შეთავაზებად ითვლება შემთხვევა, როდესაც რესპონდენტი მართებულად მიიჩნევს დავალიანების ოდენობას ან მის ნაწილს, მაგრამ ითხოვს დავალიანების ან მისი ნაწილის დაფარვის ვადის გაზრდას ან განაწილვადებას.

2. მორიგების შეთავაზების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, აპლიკანტის დასახელებას, გამარტივებული წარმოების ნომერს, აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნის სრულ ოდენობას, დავალიანების იმ ოდენობას, რომელსაც ეთანხმება რესპონდენტი, მისი დაფარვის ვადას, ხოლო განაწილვადების მოთხოვნის შემთხვევაში − გადახდის გრაფიკს.

3. აღსრულების ეროვნული ბიურო რესპონდენტის განცხადებას მორიგების შეთავაზების შესახებ უგზავნის აპლიკანტს და განუსაზღვრავს ვადას, რათა მან მორიგებაზე თანხმობა ან უარი განაცხადოს. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, აპლიკანტის თხოვნით, განსაზღვრული ვადა არა უმეტეს 30 დღით გაზარდოს. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს რესპონდენტის პროტესტის შემთხვევაში გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს. რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა დავალიანების იმ ოდენობაზე, რომელსაც ცნობს რესპონდენტი, ხოლო მოთხოვნის ნაწილზე, რომელიც რესპონდენტმა არ აღიარა, მიიღება გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, რაც არ ართმევს აპლიკანტს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ვადის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ დავალიანების სხვა ოდენობაზე და მისი დაფარვის პირობებზე. მხარეთა შეთანხმება წერილობით ფორმდება.

5. დავალიანების ოდენობისა და მისი დაფარვის პირობების შესახებ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო ამტკიცებს მხარეთა მორიგების პირობებს. მორიგება არ უნდა შეიცავდეს აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულების პირობას.

6. რესპონდენტის მიერ მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის განცხადების საფუძველზე გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.

7. მორიგების პირობების დარღვევის გამო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასურის ის ნაწილი, რომელიც აღემატება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში აღნიშნულ დავალიანების ოდენობას. თუ რესპონდენტი ჯეროვნად შეასრულებს მორიგების პირობებს, რაც გამორიცხავს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას, აპლიკანტს დაუბრუნდება საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასური.

    მუხლი 919 . დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება

1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება უნდა შეიცავდეს:

ა) ბრძანების ნომერს და გამოცემის ადგილს;

ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს;

გ) ბრძანების გამოცემის თარიღს;

დ) მხარეების დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს;

ე) დავალიანების ოდენობას;

ვ) აპლიკანტის მიერ გამარტივებული წარმოებისას გაწეული ხარჯის ოდენობას;

ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

2. აპლიკანტის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში მიეთითება და გადაიხდევინება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.

3. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა.

4. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აპლიკანტსა და რესპონდენტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

5. თუ აპლიკანტი არ ითხოვს დაუყოვნებლივ აღსრულებას, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა აპლიკანტს. მისი აღსასრულებლად წარდგენის ვადაა გამოცემიდან 5 წელი.

    მუხლი 9110 . მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიება

1. აპლიკანტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო მარეგისტრირებელ ორგანოში რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებას დაადებს ყადაღას ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში:

ა) აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით რესპონდენტის ქონებაზე ყადაღის დადებას;

ბ) აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი თანხა აკმაყოფილებს აღსრულების წინასწარი საფასურისათვის გათვალისწინებულ ოდენობას;

გ) აპლიკანტი თავად მიუთითებს, თუ რესპონდენტის რომელ ქონებაზე უნდა იქნეს გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება;

დ) აპლიკანტს გადახდილი აქვს ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასური.

2. მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონებაზე ყადაღის დადებისათვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3. ყადაღა გაუქმდება, თუ:

ა) აპლიკანტს დაუბრუნდება განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ;

ბ) აპლიკანტი გაიხმობს განცხადებას დავალიანების გადახდევინების შესახებ;

გ) აპლიკანტი მოითხოვს ყადაღის გაუქმებას;

დ) რესპონდენტი სრულად დაფარავს დავალიანებას ამ თავით დადგენილი წესით.

4. თუ რესპონდენტი დადგენილ ვადაში წარადგენს პროტესტს აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ ან დაფარავს დავალიანების ნაწილს, გამარტივებული წარმოებისას რესპონდენტის ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმდება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების აპლიკანტისათვის ჩაბარებიდან 1 თვის შემდეგ, თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეცნობა იმავე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

5. მხარეთა მორიგების პირობების დამტკიცების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო გააუქმებს ყადაღას, თუ ამას აპლიკანტი მოითხოვს.

6. აპლიკანტი პასუხისმგებელია რესპონდენტისთვის მიყენებული ზიანისათვის, თუ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღა გაუმართლებელი გამოდგა.

    მუხლი 9111 . გამარტივებული წარმოების საფასური

1. გამარტივებული წარმოების საფასური არის გამარტივებული წარმოებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადაიხდევინება დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში. გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

2. გამარტივებული წარმოების საფასურს იხდის რესპონდენტი მის მიერ დავალიანების ან დავალიანების ნაწილის დაფარვის დროს.

3. გამარტივებული წარმოებისას მხარეებს შორის ანგარიშსწორება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ იგი აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით წარმოებს.

4. აღსრულების ეროვნული ბიურო მის ანგარიშზე რესპონდენტის მიერ შეტანილ თანხას წარმართავს აპლიკანტის საბანკო ანგარიშზე, გამარტივებული წარმოების საფასურის გამოკლებით. პერიოდულად შეტანილ თანხას გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა პროპორციულად გამოაკლდება.

5. რესპონდენტის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის შეტანის დღე ითვლება მის მიერ აპლიკანტისათვის გადახდის დღედ.

    მუხლი 9112 . განცხადების გახმობა

1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ან მორიგების პირობების დამტკიცებამდე აპლიკანტს უფლება აქვს, გაიხმოს თავისი განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი განცხადებით.

2. რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარების შემდეგ განცხადების გახმობის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხის ნახევარი, ხოლო რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარებამდე განცხადების გახმობის შემთხვევაში აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხა.

3. განცხადების გახმობის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასური, თუ ამ დროისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში არ განხორციელებულა ყადაღის რეგისტრაცია.

თავი XVI2

ფაქტების კონსტატაცია

    მუხლი 9113 . ფაქტების კონსტატაციის ზოგადი პრინციპები

1. აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას დაინტერესებული მხარის მიმართვის ან სასამართლო დავალების საფუძველზე.

2. ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობის ასახვას ამ თავით დადგენილი წესით.

3. ფაქტების კონსტატაცია გამოიყენება ისეთ გარემოებებთან მიმართებით, რომელთა აღქმა და აღწერა შესაძლებელია.

4. ფაქტების კონსტატაცია დასაშვებია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

5. ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებული აღმასრულებლის ქმედება არ საჩივრდება.

    მუხლი 9114 . ფაქტების კონსტატაციის საფუძველი

1. ფაქტების კონსტატაციის საფუძველია ფაქტების კონსტატაციის მოთხოვნით დაინტერესებული მხარის მიმართვა.

2. დაინტერესებული მხარე, რომლის მიმართვის საფუძველზედაც აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას, შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, ადმინისტრაციული ორგანო.

3. დაინტერესებული მხარის მიმართვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაინტერესებული მხარის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მისამართის, დასადგენი გარემოების, ადგილმდებარეობის, სადაც უნდა განხორციელდეს ფაქტების კონსტატაცია, ქონების მფლობელის, რომლის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში უნდა განხორციელდეს ფაქტების კონსტატაცია, შესახებ.

4. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ან/და ხელს შეუწყობს ფაქტების კონსტატაციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის საფუძველია.

    მუხლი 9115 . ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოებები

1. ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოებებია ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეუძლებელია მტკიცებულებების შეგროვება.

2. ფაქტების კონსტატაცია იმ პირის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დაინტერესებული მხარე, დაიშვება მისი თანხმობით. თანხმობა შესაძლებელია იყოს წერილობითი ან აღბეჭდილი ტექნიკური საშუალებით.

3. თუ პირი უარს აცხადებს თავის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ფაქტების კონსტატაციის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის დაშვებაზე, გამოიყენება ამ კანონის 9117  მუხლის მე-2 პუნქტი.

    მუხლი 9116 . ფაქტების კონსტატაცია საჯარო ადგილებში

აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია თანხმობის გარეშე განახორციელოს ფაქტების კონსტატაცია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე კერძო საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც საჯარო მოხმარების ობიექტია.

    მუხლი 9117 . ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ

1. ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი უნდა შეიცავდეს:

ა) ოქმის შედგენის თარიღსა და დროს;

ბ) ფაქტების კონსტატაციის საფუძველს;

გ) დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში − დაინტერესებული მხარის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს;

დ) მითითებას ადგილმდებარეობაზე, სადაც განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია, ხოლო კერძო საკუთრების ან/და კანონიერი მფლობელობის შემთხვევაში − პირის დასახელებას, რომლის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია;

ე) მითითებას გარემოებაზე, რომლის დადგენაც იყო მოთხოვნილი;

ვ) ფაქტობრივი გარემოების ზუსტ აღწერას;

ზ) მითითებას ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომლებიც იქნა გამოყენებული, და თანდართული მასალების ჩამონათვალს;

თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის, რომელმაც განახორციელა ფაქტების კონსტატაცია, ვინაობასა და ხელმოწერას.

2. ფაქტების კონსტატაციის შეუძლებლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ადგენს ოქმს და მიუთითებს გარემოებებზე, რომლებმაც ხელი შეუშალა ფაქტების კონსტატაციას.

    მუხლი 9118 . ანაზღაურება

1. ფაქტების კონსტატაცია არის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანაზღაურებადი საქმიანობა.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებული მხარის ან სასამართლოს თხოვნით უზრუნველყოფს ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვას.

3. ფაქტების კონსტატაციის საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები, ასევე ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვის ვადა, საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

  მუხლი 3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 239-ე მუხლის მე-9 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1 “ ქვეპუნქტი:

„დ1 ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401  მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“.

 მუხლი 4

1. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV თავით განსაზღვრული საქმეები დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6145Iს