„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016292
  • Word
78
17/05/2012
ვებგვერდი, 17/05/2012
040030000.22.027.016292
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №78

2012 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის № 220 ბრძანებით (სსმ III, 2008წ., 143, მუხ. 1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს და გადაწყვეტილებებს;“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს „თ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ3“ ქვეპუნქტი:

„თ3) გამარტივებული წარმოების სამსახური;“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის პირის მიმართვის საფუძველზე შეფასების მომსახურებას;“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ საქმეთა სპეციალური სამსახური, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან/და გირავნობით, უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა იძულებით აღსრულებას;

ბ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან აღსასრულებელ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა იძულებით აღსრულებას;

გ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტიდან აღსასრულებელ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა იძულებით აღსრულებას;

დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.“;

გ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

,,14. გამარტივებული წარმოების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების განხორციელებას;

ბ) გამარტივებული წარმოებიდან გამომდინარე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადებას;

გ) აპლიკანტის განცხადების და თანდართული დოკუმენტების შესწავლას, ხარვეზის დადგენას, განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნებას, რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარებას, მორიგების პირობების დასამტკიცებლად შესაბამისი მასალების მომზადებას, მორიგების შესრულების მონიტორინგს, ანგარიშსწორების განხორციელებას;

დ) გამარტივებული წარმოებისას რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებაზე ყადაღის დადებას და ყადაღის გაუქმებას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით;

ე) გამარტივებული წარმოების მხარეთათვის უფლებათა განმარტებას და მორიგების ხელშეწყობას;

ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევას;

ზ) გამარტივებული წარმოებიდან გამომდინარე სხვა ფუნქციების განხორციელებას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი