საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6156-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016734
  • Word
6156-Iს
08/05/2012
ვებგვერდი, 25/05/2012
020000000.05.001.016734
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 97-ე და 98-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

2. 981  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 981 . პასუხისმგებლობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით .

2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების , დაფასოების , შეფუთვისა და მარკირების წესების დარღვევა

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით .

3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასა და მიმოქ ევასთან დაკავშირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.“.

3. 982 , მე-100, 102-ე−1024 , 105-ე, 1054 , 1543 , 1592  და 1593 მუხლები ამოღებულ იქნეს.

4. 1598   და 1599 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1598 . კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის ადმინისტრაციული წესით განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1599 . კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების  სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი  ინფორმაციის მიწოდება

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“.

5. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421  და 422  მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443 , 445 , 447 –4410 , 45-ე, 46-ე, 461 , 48-ე−49-ე, 501 –554 , 56-ე, 57-ე–59-ე, 592 , 593 , მე-60, 603 , 61-ე, 611 , 63-ე, 631 , 64-ე, 641 , 65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 721 –78-ე, 791 –822 , 84-ე–86-ე, 88-ე–893 , 912 , 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001 , 1002 , 1031 , 104-ე და 1051  მუხლებით, 1271  მუხლის მე-5 ნაწილით, 1281 –1285 , 143-ე, 144-ე, 14410 , 145-ე, 1461 , 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522 –1531  და 1533 1535   მუხლებით , 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−1542 , 1551 –156-ე, 1571 –1581 , 159-ე 1591 , 1594 –1599 , 163-ე, 164-ე, 1644 , 1651 –1653 , 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711 , 1724 , 1725 , 173-ე, 1734 , 1736 , 1737 , 1739 , 17312 , 1741 , 1751 , 1752 , 1778 , 1779 , 17711 , 178-ე, 1791 , 1792 , 1793 , 180-ე –183-ე, 187-ე–1872 , 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11  ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962 –1966   და 1971  მუხლებით.“.

6. 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 223. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 981 , 1794  და 1795   მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“.

7 . 239- ე მუხლის:

ა) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16. ამ კოდექსის 153-ე, 1531 , 1541 , 1542 , 1551 , 158-ე, 1581 , 1594 , 163-ე, 1653  და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები ან საქართველოს კონტროლის პალატის ორგანოების უფლებამოსილი პირები.“;

ბ) 25-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „37. ამ კოდექსის 1595 –1599  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებ ს ადგენენ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და კონტროლის პალატის ორგანოები.“;

დ) 391  და 49-ე ნაწილები ამოღებულ ქნ.

8. 242-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 981  მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე, 130-ე მუხლებით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 1794  და 1795   მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება დაჯარიმება და ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი არ შედგება.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებულ ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, გარდა ამ კოდექსის 981 , 1794  და 1795   მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა.“;

გ) 32  ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

32 .    ამ კოდექსის 981 , 1794  და 1795   მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“.

9. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ კოდექსის 421 , 422 , 45-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 173-ე და 1752   მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ამ კოდექსის 142-ე, 1533 , 154-ე, 1741  და 1742  მუხლებით გათვალისწინებულთა – სამი დღის ვადაში , ხოლო ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 501 , 51-ე− 56-ე, 57-ე–59-ე, 592 მე-60, 603 611 , 63-ე 65-ე, 66-ე−69-ე, 694 , 695 , 71-ე, 721 –78-ე, 791 –822 , 84-ე–86-ე, 88-ე–893 , 912 , 921 , 94-ე, 95-ე, 961 , 962 , 964 , 981 , 99-ე, 1001 1002 , 103-ე–104-ე , 1051 , 1071 , 141-ე, 143-ე−1441 , 1443 −1445 , 14410 , 145-ე, 1461 , 1462 , 148-ე−152-ე, 1522 −153-ე , 1541 , 1542 , 156-ე 1581 , 159-ე, 1591 , 1595 –1599 , 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე, 1771 , 1791 , 180-ე–1831 , 185-ე–1852 , 187-ე− 1872 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 1962 –1966  და 1971  მუხლებ ით გათვალისწინებულთა – შვიდი დღის ვადაში.“ .

10. 314-ე მუხლის მე-9 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი          . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6156- I