საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47(54), 09/12/1999
სარეგისტრაციო კოდი 210020000.05.01.000706
61
09/12/1999
სსმ, 47(54), 09/12/1999
210020000.05.01.000706
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) საგადასახადო შემოსავლების;“.

2. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს სიტყვების „ტრანსპორტის დეპარტამენტის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის,“.

3. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები.

II. საქართველოს ყველა საკანონმდებლო აქტში სიტყვები „სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი“, ხოლო სიტყვები „სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი" შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი“.

III. ძალაში დარჩეს „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელთა მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტები. ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით.

IV. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 დეკემბერი.

61Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.