დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 63 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/12/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47(54), 09/12/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020000.05.001.000707 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები (პარლამენტის უწყებანი №17-18, 9 მაისი, 1997):
1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ჯანმრთელობის დაცვის“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის“; ხოლო „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ძალაში დარჩეს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები საქართველოს კანონმდებლობასთან ამ აქტების შესაბამისობაში მოყვანამდე, ხოლო მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მოხდეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
II. საქართველოს საკანონმდებლო აქტებში სიტყვები „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო“ და „სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“, ხოლო სიტყვები „ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი“ და „სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი“ – სიტყვებით „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი“.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 9 დეკემბერი.
№63–Iს
დოკუმენტის კომენტარები