დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6378-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 17/09/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.04.001.016047 |
საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) 67-ე მუხლის 14 და 15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 14 . ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების შემუშავებამდე ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.) საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განკარგვის მიზნით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველის (შემდგომ – ქონების მმართველი) თანხმობით , ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15 . ქონების მმართველი უფლებამოსილია თვითმმართველ ერთეულს მისცეს ამ მუხლის 14 პუნქტით განსაზღვრული ქონების ქონების მმართველის თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან .
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 5 ივნისი.
№6378-Iს
დოკუმენტის კომენტარები