„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.016888
  • Word
216
18/06/2012
ვებგვერდი, 19/06/2012
330130000.10.003.016888
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 216

2012 წლის 18 ივნისი

. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილებაში ( სსმ III, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე‑3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 821 პუნქტი:

„821. შენობა- ნაგებობის ნაწილ( ებ) ის ( ნაწილობრივ) ექსპლუატაციაში მიღება უფლებამოსილი ორგანოს მიერ შენობა ნაგებობის სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ ნაწილ( ებ) ზე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.“.

2. 62‑ ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) II კლასს მიკუთვნებულ ობიექტებზე თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 100 2 - მდე ფართობზე 2.0 2 სიზუსტით, III და IV კლასებს მიკუთვნებულ ობიექტებზე თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 200 2 - მდე ფართობზე 1.0 2   სიზუსტით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა- ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება;“.

3. 62‑ ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სართულის სიმაღლის ცვლილება მაქსიმუმ 0.2 მეტრით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა- ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება, ტექნიკური სართულის გადაქცევა არასრულ სართულად და არასრული სართულის გადაქცევა სრულ სართულად;“.

4. 62‑ ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „) ექსტერიერის გაბარიტების ცვლილება არა უმეტეს 0.4 მეტრისა;“.

5. 62‑ ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 6. 62‑ ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „) შენობა- ნაგებობების ცალკეული ლოკალური საინჟინრო- კომუნალური სისტემების შეცვლა, დამატება ან მოკლება;“.

 7. 62‑ ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) შენობა- ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის ვერტიკალური ცვლილება აბსოლუტურ ნულთან მიმართებაში არა უმეტეს 0.4 მეტრისა, რამაც არ უნდა გამოიწვიოს მიწისქვეშა სართულის მიწისპირა ან მიწისზედა სართულად გადაქცევა;“.

8. 62‑ ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

) . თბილისში ( გარდა V კლასის შენობა ნაგებობებისა) თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, თუმცა სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დამკვეთს უარი ეთქვა შენობა ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე, დამკვეთის მიერ ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის შემდეგ აღნიშნული ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის გარეშე უკვე განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობასა და მისი დასაშვებობის დადასტურებაზე. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტისაგან განსხვავებით, ნაწარმოები მშენებლობის დადასტურება ხდება წერილობითი ფორმით. განხორციელებული მშენებლობის გათვალისწინებით მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია. დადასტურების წერილი მშენებლობის ნებართვის განუყოფელი ნაწილია და უნდა დაერთოს ამ დადგენილებით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტის ყველა ეგზემპლარს;“.

9. 62‑ ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უკვე განხორციელებული მშენებლობის დასაშვებობის დადასტურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილების 63- ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“.

10. 63‑ ე მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, ან/ და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა ამ დადგენილების 62‑ ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.“.

11. 70‑ ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) დადგენილების 67- ე მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრულ შენობა- ნაგებობათა მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების ( გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიისა) შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი;“.

12. 70‑ ე მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს კანონით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.

13. 74‑ ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების ( გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიისა) შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი ( გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1 500 2 - მდე და მიწის ზედაპირიდან 14 - მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და სათავსებისა);“.

14. 74‑ ე მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს კანონით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.

15. 78‑ ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების ( გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიისა) შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი;“.

16. 78‑ ე მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს კანონით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.

17. 89‑ ე მუხლის მე‑4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმის შედგენის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ოქმის შემდგენელს. ოქმის შეუდგენლობა ან ოქმში არასწორი მონაცემების შეტანა გამოიწვევს საქართველოს კანონით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.

18. 94‑ ე მუხლის მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას არეგულირებს საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი.“.

19. XXII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXII

შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება

    მუხლი 95. ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა

1. განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას.

2. შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულება დამკვეთს არ ეკისრება ექსტერიერისა და ქსელების რეკონსტრუქციისა და II-III კლასების შენობა- ნაგებობის დემონტაჟისა და მზიდი ელემენტების რეკონსტრუქციის შემთხვევაში.

3. შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია, თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად შესრულდა და არ არის დარღვეული სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები.

4. შენობა- ნაგებობების კომპლექსის დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ობიექტ( ებ), რომელთა მშენებლობაც დასრულებულია სანებართვო პირობების შესაბამისად, შესაძლებელია მიღებულ იქნეს ექსპლუატაციაში.

5. . თბილისში ექსპლუატაციაში მიმღები ორგანო უფლებამოსილია ექსპლუატაციაში მიიღოს შენობა ნაგებობის ( გარდა V კლასის შენობა ნაგებობებისა) ნაწილ( ებ) ( სანებართვო პირობების შესრულების ნაწილობრივი დადასტურება), თუ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები არ არღვევს სხვა სანებართვო პირობებს და შესაძლებელია სამუშაოთა გაგრძელება მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ნაწილობრივ, ექსპლუატაციაში მიღებას ექვემდებარება შენობის მიწის ზედაპირიდან 14 მეტრ სიმაღლემდე სართულის ჭერის ნიშნულზე არსებული მიწისზედა ან/ და მიწისპირა სართულები, არსებული თანმიმდევრობით. შენობა ნაგებობის ნაწილ( ებ) ის ექსპლუატაციაში მიღების შემთხვევაში, შესაბამის შენობა ნაგებობაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს სრულად უნდა იყოს შესრულებული ამ დადგენილების 88‑ ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების სამუშაოები.

6. . თბილისში შენობა ნაგებობის ( გარდა V კლასის შენობა ნაგებობებისა) ექსპლუატაციაში მიღება აგრეთვე შესაძლებელია, თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დამკვეთს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უარი ეთქვა შენობა ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე, თუმცა ნებართვის გამცემი ორგანო წერილობით დაადასტურებს განხორციელებული მშენებლობის შესაძლებლობას.

7. III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1 500 2 - მდე და მიწის ზედაპირიდან 14 - მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და სათავსების, ასევე დადგენილების 67- ე მუხლით გათვალისწინებული შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება ხორციელდება სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისად, გარდა 67- ე მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტისა.

    მუხლი 96. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენა

1. შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის ( გარდა ამ დადგენილების 95‑ ე მუხლის მე‑6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დაუშვებელია სხვა მოთხოვნების დაწესება, გარდა სანებართვო პირობებით განსაზღვრულისა.

2. შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს შენობა- ნაგებობის შესაბამისი კლასისათვის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განსაზღვრულ ვადაში დამკვეთი მიმართავს განცხადებით.

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი შენობა- ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები, 3 ეგზემპლარად, ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნახაზების წარდგენა სავალდებულო არ არის;

) მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა- ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

) შენობა- ნაგებობებში, მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/ და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ;

) ამ მუხლის მე‑6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამკვეთმა დამატებით უნდა წარადგინოს სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის დასაშვებობის დადასტურებაზე ნებართვის გამცემი ორგანოს წერილობითი დასტური და სანებართვო პირობის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი.

4. შენობა ნაგებობის ნაწილ( ებ) ის ექსპლუატაციაში მიღების დროს განცხადებას თან უნდა დაერთოს:

) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით შედგენილი მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტი. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის ნებართვის გამცემ ორგანოსთან შეთანხმება სავალდებულო არაა;

) შენობა- ნაგებობის ნაწილ( ებ) ის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები ( მათ შორის, განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი და შესაბამისი სართულ( ებ) ის გეგმები ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლების მითითებით, 3 ეგზემპლარად და განმარტებითი ბარათი;

) შენობა- ნაგებობების ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილ ნაწილ( ებ) ში, მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/ და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ;

) საექსპერტო დასკვნა მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის, მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და განხორციელებული ღონისძიებების მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობისა და შენობა ნაგებობის ნაწილ( ებ) ის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციის ( ფუნქციონირება) მზადყოფნის შესახებ;

) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მასზე არსებული შენობა ნაგებობებით.

5. თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად წარადგენს შესაბამისი კლასისათვის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევით, განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შესაბამისი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი.

6. თუ შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენილი შენობა- ნაგებობის ( გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე II, III და IV კლასის შენობა ნაგებობებისა) მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, დამკვეთი ვალდებულია განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ.

    მუხლი 97. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება

1. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ კომპეტენციას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს შესაბამის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოს. ექსპლუატაციაში მიღება ხდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. სამშენებლო საქმიანობის შესაბამის სახელმწიფო ზედამხედველს შეუძლია მოახდინოს ობიექტის დათვალიერება ან/და აზომვა მისი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რისთვისაც დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფო ზედამხედველის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა ობიექტზე. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფო ზედამხედველი ვალდებულია მოახდინოს რეაგირება კანონმდებლობის შესაბამისად.

3. გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული II და III კლასის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის (III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 2 -მდე და მიწის ზედაპირიდან 14 -მდე სიმაღლის სათავსების შემთხვევაში – 5 დღის), ხოლო IV და V კლასის, აგრეთვე შენობანაგებობის ნაწილ(ებ)ის შემთხვევაში – 30 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებულად და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.

4. შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება სანებართვო პირობების შესრულების ან/და დასაშვები ცვლილებების დადასტურება. აქტი გამოიცემა 3 ეგზემპლარად და მას თან ერთვის აქტის გამომცემი ორგანოს მიერ სათანადოდ დამოწმებული ექსპლუატაციაში მიღებული შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები.

5. შენობა‑ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის (გარდა V კლასის შენობა‑ნაგებობებისა) ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება არ ადასტურებს სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევით ნაწარმოები ღობის სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობას ან დასაშვებ ცვლილებას და ასეთი მშენებლობა არ აფერხებს სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული შენობის ექსპლუატაციაში მიღებას. ასეთ შემთხვევაში, ექსპლუატაციაში მიმღები ორგანო უფლებამოსილია დამოუკიდებლად განიხილოს სანებართვო პირობებით განსაზღვრული შენობა‑ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, ხოლო სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევით ნაწარმოები ღობის მშენებლობასთან დაკავშირებით გატარდება საქართველოს კანონით – პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ზომები.

6. ექსპლუატაციაში მიღებული შენობა‑ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის კონსტრუქციულ მდგრადობაზე, კონსტრუქციულ საიმედოობასა და კონსტრუქციულ სიმტკიცეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს.

7. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) ამ დადგენილების 96-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასწორი დოკუმენტების წარდგენა;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო ზედამხედველისათვის შენობა-ნაგებობის დათვალიერებაზე უარის თქმა, ხელის შეშლა ან დათვალიერებისთვის სათანადო პირობების შეუქმნელობა;

გ) სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა.

8. შენობა‑ნაგებობის ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებია:

ა) 96-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო ზედამხედველისათვის შენობა-ნაგებობის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;

გ) სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა;

დ) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდების და ღონისძიებების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შეუსაბამობა წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების საბოლოო პროექტთან, უარყოფითი საექსპერტო შეფასება ან/და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა.

9. შენობა‑ნაგებობის ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო იღებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

10. შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური