დაფინანსების ხელშეკრულების მე-2 დამატება სპეციალური ღონისძიება საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად: 2009 (ნაწილი III)

  • Word
დაფინანსების ხელშეკრულების მე-2 დამატება სპეციალური ღონისძიება საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად: 2009 (ნაწილი III)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2012
ძალაში შესვლის თარიღი 04/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016101
  • Word
0
04/05/2012
ვებგვერდი, 27/06/2012
480610000.03.030.016101
დაფინანსების ხელშეკრულების მე-2 დამატება სპეციალური ღონისძიება საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად: 2009 (ნაწილი III)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

დაფინანსების ხელშეკრულების მე-2 დამატება

 

სპეციალური ღონისძიება საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად: 2009 (ნაწილი III)

 

ENPI/2009/21783

განსაკუთრებული პირობები 

 

ევროკავშირი, შემდგომში წოდებული „EU”, რომელიც წარმოდგენილია ევროკავშირის კომისიის სახით და შემდგომში მოიხსენება, როგორც „კომისია”,

ერთი მხრივ, და

საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით შემდგომში მოხსენებული, როგორც “ბენეფიციარი”,

მეორე მხრივ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

დაფინასნების ხელშეკრულების სპეციალური ღონისძიება საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად: 2009 (ნაწილი III) ENPI/2009/21783 ხელმოწერილი 13/07/2010 და შეცვლილი პირველი დამატებით 01/04/2011 შემდეგი პირობები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

 

მუხლი 1

დანართი II: ტექნიკური და ადმინისტრაციული ღონისძიებების ახალი ვერსია თანდართულია დამატებაზე.

დაფინანსების ხელშეკრულების და მისი წინა დამატების ყველა სხვა პირობები რჩება უცვლელი.

დამატება ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც მას ბოლო მხარე მოაწერს ხელს.

შესრულებულია 2 ეგზემპლარად, ინგლისურ ენაზე, აქედან 1 პირი გადაეცემა კომისიას და ერთი – ბენეფიციარს.

 

კომისიის სახელით                                            ბენეფიციარის სახელით

მარკუს კორნარო                                                დიმიტრი გვინდაძე

დირექტორი                                                   საქართველოს ფინანსთა მინისტრი

                                                                        საქართველოს მთავრობა

ევროპის დახმარების

თანამშრომლობის ოფისი

ევროპის კომისია

თარიღი                                                                          თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაფინანსების ხელშეკრულების დანართი II

(დაფინანსების ხელშეკრულების მე-2 ცვლილების შესაბამისად)

 

ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები

 

ბენიფიცარი

საქართველო

მომთხოვი უწყება

 

საბიუჯეტო ხაზი

19.080103

სათაური

სპეციალური ღონისძიებ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად: 2009 (ნაწილი III)

საერთო რაოდენობა

43.5 მილიონი ევრო

დახმარების ტიპი/მართვის სახეობა

ცენტრალიზებული მენეჯმენტი: მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარება და ტქნიკური მხარდაჭერა

code dac

73010

სექტორი

ღეკონსტრუქცია, დახმარება და რეაბილიტაცია

 

 

1. მონაწილეობა

1.1. ამოცანები

შემოთავაზებული პროგრამის ძირითად ამოცანები შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის ხედვასთან, რომელიც მიზნად ისახავს i) პირობების შექმნას იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის, და ii) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და მათი ადგილობრივი გაერთიანებებისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისა და მათი საზოგადოებრივი მონაწილეობის მხარდაჭერას.

პროგრამის სპეციფი ურ ამოცანებს წარმოადგენს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას გააუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ხანგრძლივი საცხოვრებელი პირობების შექმნაში და ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაში.

 

1.2. მოსალოდნელი შედეგები და ძირითადი ღონისძიებები

მოსალოდნელი შედეგები

აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მთავრობის შესაძლებლობების გააძლიერებას განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, რათა მოახდინოს 1990-იანი წლების იძულებით გადაადგილებულ პირთა, ასევე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ღია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია, განსახლება, სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.

მოქმედებები:

ა) 2010-2011 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით (ან შესაბამისად შემდეგი წლების ბიუჯეტით) გამოყოფილი თანხებით 1990-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ხანგრძლივი საცხოვრებელი და განსახლების პირობების შექმნა (კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, პრივატიზაციის და ახალი ბინების/სახლების გამოყოფის ჩათვლით) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მიხედვით;

ბ) მთავრობის მიერ სამართლიანი და გამჭვირვალე წესით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კოლექტიური ცენტების შერჩევის, განაწილების და გადაცემის განხორციელება (და/ან საჭიროებისამებრ სხვა რეაბილიტირებული ან ახალი აშენებული ბინების/სახლების გადაცემა), 1990-იანი წლების იძულებით გადაადგილებულ პირთა ყველა კატეგორიისათვის. საცხოვრებელი სტანდარტები, რომელიც აღიარებულია იძულებით დაგაადგილებულ პირთა საკითხებზე M RA სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან 2009 წლის ოქტომბერში მუდმივად უნდა იყოს გამოყენებული;

გ) ადგილობრივი მმართველობების მიერ წარმოდგენილი 1990-ანი წლების და 2008 წლის კონფლიქტებით დაზარალებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მთავრობის მიერ სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის გამიზნული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება.

 

2.1. ბიუჯეტი და ვადები

წინამდებარე ევროპის სამეზობლო პარტნიორობის ინსტრუმენტის პროგრამა განხორციელებული იქნება მიზნობრივი საბიუჯეტო მხარდაჭერის მოდალობების მიხედვით. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს €43.5 მილიონს, აქედან €2 მილიონი გამოყენებული იქნება ტექნიკური დახმარებისთვის. €41.5 მილიონამდე თანხა ჩაირიცხება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უცხოურ სავალუტო ანგარიშზე შეთანხმებული და გაწეული აუდიტირებული ხარჯების შესაბამისად.

€41.5 მილიონიდან €33[1] მილიონი გამოყოფილია იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სახლების მშენებლობის დასაფინანსებლად, €8.5 მილიონი გამოყოფილი იქნება იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებულ რეგიონებში ინფრასტუქტურის პროექტების განსახორციელებლად.

მონიტორინგი, შეფასება და თვალსაჩინოება, ისევე როგორც გაწეული ხარჯების აუდიტი დაფინანსებული იქნება პროგრამის ტექნიკური დახმარების კომპონენტიდან და დაკონტრაქტებული და მართული იქნება კომისიის მიერ პროგრამის საჭიროების და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების შესაბამისად.

საბიუჯეტო დახმარება გადმორიცხული იქნება სამ ტრანშად, იმ პირობით, რომ დადებითად შეფასდება გარე და დამოუკიდებელი აუდიტის მიერ ნებადართული დანახარჯები და დაკმაყოფილდება ზოგადი პირობები (იხილეთ ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართის ნაწილი 3), საქართველოს მთავრობის მიერ გადახდის მოთხოვნის მიღების შემდეგ.

 

2.2. ბიუჯეტის მხარდაჭერის მოდალობები

ცენტრალიზებულად მართული პირდაპირი მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების პროგრამა.

საბიუჯეტო მხარდაჭერა იქნება მიზნობრივი და როგორც ასეთი, პირდაპირ იქნება მიმართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე შეთანხმებული და გაწეული აუდიტირებული ხარჯების შესაბამისად. გადარიცხვის შემდეგ თანხა გამოყენებული იქნება როგორც მთავრობის ნებისმიერი სხვა ჩვეულებრივი საბიუჯეტო რესურსი და მისი მართვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად.

 

2.3. შესრულების მონიტორინგი და გადმორიცხვის კრიტერიუმები

იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მოსალოდნელი შედეგები, პროგრამა აანაზღაურებს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ აუდიტირებულ ხარჯებს, რომელიც გაწეული იქნება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2009 წლიდან. ყველა ხარჯი უნდა გამომდინარეობდეს იმ ღონისძიებებიდან, რომელიც აღწერილია 2.1 პუნქტში, რათა მოხდეს თანხის ანაზღაურება.

2.3.1. პროგრამაზე ზედამხედველობა

პროგრამის ზედამხედველობის განხორციელება ევალება სამეთვალყურეო კომიტეტს, რომლის თავმჯდომარეა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

სამეთვალყურეო კომიტეტის წევრები არიან წინამდებარე პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა სამინისტოსა და უწყებების წარმომადგენლები და ასევე წარმომადგენლები საქართველოში ევროგაერთიანების დელეგაციიდან:

– რეგიონალური განვითარების ა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, თავმჯდომარე;

– რეგიონალური განვითარების ა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ;

– ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი;

– ფინანსთა მინისტრი;

– სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;

– სახელმწიფო ბიუჯეტზე პასუხისმგებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

– სახაზინო სამსახურის უფროსი;

– მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;

– საქართველოს რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მმართველები;

– ევროგაერთიანების დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში.

სამეთვალყურეო კომიტეტი შეიკრიბება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე: ევროგაერთიანების დელეგაცია, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ლტოლვილთა და განსახლების ან ფინანსთა სამინისტროები; და შეიკრიბებიან მინიმუმ ერთხელ თითოეული ტრანშის გამოყოფამდე და განიხილავს პროგრესს და იმსჯელებს პორგრამასთან დაკავშირებულ ყველანაირ შემოთავაზებულ ცვლილებაზე და პროგრამის განხორციელებაზე.

სხვა საკითხებთან ერთად თავმჯდომარე უზრუნველყოფს სამეთვალყურეო კომიტეტის სამდივნოს მიერ გეგმისა და სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრების საოქმო ჩანაწერების მომზადებას.

კომიტეტი უზრუნველყოფს გამჭვირვალობის გარანტიას იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებაზე და MDF-ის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით ჩატარებული წინა აუდიტის რეკომენდაციების MDF-ის მიერ შესაბამისად გათვალისწინებას. სამეთვალყურეო კომიტეტის სამდივნო მოამზადებს შემაჯამებელ ანგარიშგებას აღნიშნულ საკითხზე და ასევე რეკომენდაციებზე, რომლებიც მიღებული იქნება მონიტორინგის პროცესში ჩართული მონაწილეების მიერ.

პროგრამის უნაკლოდ განსახორციელებლად სამეთვალყურეო კომიტეტი უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულოს შემდეგი ვალდებულებები:

1. განახორციელოს და რეგულარულად განაახლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგია და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა (ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წერილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომელიც თანდართულია ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 2008-2010 წლებში ფინანსური დახმარების გაზრდას).

2. უზრუნველყოფს დონორთა კოორდინაციას და ევროკომისიის ჩართავს მთავრობის და დონორების ყველა განხილვაში და ინსტიტუციონალურ ღონისძიებაში, რომელიც გამიზნული იქნება: ეკონომიკური განვითარების, სიღარიბის დაძლევის და სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმასთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან;

3. უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილე სამინისტროების და ინსტიტუტების სტრუქტურის და/ან დებულების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ევროგაერთიანების დელეგაციისათვის;

4. უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს და ყველა მხარდაჭერილი სამინისტროს და ინსტიტუტის 2010 წლის ბიუჯეტის (შესაბამისად) და 2011 წლის წლიური ბიუჯეტის კანონპროექტის ევროგაერთიანების დელეგაციისათვის ხელმისაწვდომობას ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე.

კომიტეტი აგრეთვე უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობა მიაწვდის ევროგაერთიანების დელეგაციას (ევროგაერთიანების დელეგაცია, აუდიტორთა ჯგუფი, მოკლევადიანი ან სხვა მისიები) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) საბანკო ამონაწერები, რომელიც ეხება წინამდებარე ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების 2.1 პუნქტში აღნიშნულ ტრანშებს;

ბ) პროგრამის შესაბამისი ხარჯების ამონაწერებს (ხაზინა), რომლებიც დაკავშირებულია პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებეთან;

გ) მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) და ადგილობრივი მმართველობების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აღნიშნულ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით;

დ) შერჩეული მუნიციპალიტეტების მიერ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აღნიშნულ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით;

ე) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მიღებული ან პროექტის სახით არსებული კანონები, სამთავრობო აქტები, სხვა საკანონმდებლო აქტები და ადმინისტრაციული დებულებები;

ვ) Betton Woods- ის დაწესებულებებთან დაკავშირებული ანგარიშები და შეთანხმებები;

ზ) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მთავრობისა და სხვა დონორთა დოკუმენტები და ანგარიშები და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგია, როგორც პროექტის, ისე დამტკიცებული ფორმით;

თ) სახელმწიფო შეყიდვების სააგენტოს დოკუმენტაცია; და

ი) კონტროლის პალატის ანგარიშგება.

 

2.3.2. პროგრამის ზედამხედველობის მექანიზმი

მთლიანი პროგრამის ზედამხედველობა ეკისრება სამეთვალყურეო კომიტეტს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თავმჯდომარეობით. (პუნქტი 2.3.1).

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო, პრემიერ მინისტრის თავმჯდომარეობით იმოქმედებს, როგორც ზედამხედველობის მექანიზმი პროგრამის 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ გ) და დ) შესრულებულ ღონისძიებებზე.

პროგრამის სამეთვალყურეო კომიტეტის წევრები მოწვეულნი იქნებიან, როგორც დამკვირვებლები, რათა დაესწრონ სამეთვალყურეო საბჭოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ შეხვედრას.

 

2.3.3. სახლების მშენებლობის და ინფრასტუქტურის კომპონენტების განხორციელების კრიტერიუმები

სახლების მშენებლობის კომპონენტი საბოლოო გადაწყვეტილება სახლების მშენებლობის პროექტის წინადადებების დამტკიცება დამოკიდებულია სამეთვალყურეო კომიტეტზე. საქართველოს მთავრობამ უნდა ურუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სამეთვალყურეო კომიტეტისათვის, რათა ყველა გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული. თითოეული წინადადება შესაბამისობაში უნდა იყოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახლების მშენებლობის სტრატეგიასთან.

ინფრასტუქტურის კომპონენტი ყველა პროექტი და ღონისძიება უნდა იყოს განხორციელებული ადგილობრივი მმართველობების და/ან არასახელმწიფო აქტორების, როგორც მონაწილეების წინადადების საფუძველზე. ინფრასტრუქტურის პროექტების შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები შემუშავებული იქნება MDF-ის მიერ ლტოლვილთა და განსახლებისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროებთან, ევროგაერთიანების დელეგაციასთან და ტექნიკურ დახმარებასთან მჭიდრო კავშირში. ღონისძიებების განხორციელების დაწყებამდე, შერჩევის კრიტერიუმები დამოწმებული უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ღონისძიებების დაწყებამდე.

MDF-ი შეარჩევს განსახორციელებელ პროექტებს და უზრუნველყოფს შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებული დამხმარე მტკიცებულებების ხელმისაწვდომობას ევროკომისიისათვის და დამოუკიდებელი აუდიტორისათვის (პუნქტი 3.2). დამოუკიდებელი აუდიტორი ასევე გადაამოწმებს ზემოაღნიშნული შერჩევის კრიტერიუმების გამოყენებას და ეს დაამოწმებს შერჩევის პროცედურების სწორ გამოყენებას.

 

 

2.3.4 პროგრამის ფარგლებში ტრანშის გამოყოფის პირობები

პროგრამის ფარგლებში ტრანშის გამოყოფისათვის საჭიროა ზოგადი პირობების შესრულება, რომელიც ითვალისწინებს: მდგრად მაკრო-ეკონომიკურ ჩარჩოს, სახელმწიფო ფინანსების მართვას და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგიის განხორციელებას, სამოქმედო გეგმას და ნორმატიულ აქტებს. გარდა ამისა ტრანშის გამოყოფა დამოკიდებული იქნება, ევროგაერთიანების დელეგაციის მიერ დაქირავებული გარე აუდიტორის მიერ ხარჯების მიზანშეწონილობის დამოუკიდებელ შეფასებაზე და შემფასებელი მისიის ზოგადი პირობების შესრულების შემოწმებაზე (როგორც ეს მოცემულია ტექნიკური და ადმინისტრაციული პირობების დანართში, პუნქტი 3).

 

2.4. შესყიდვები და ფინანსური პროცედურები

 

2.4.1. პროგრამის ფარგლებში ტექნიკური დახმარებისთვის შესყიდვების პროცედურები

ყველა კონტრაქტი უნდა დაიდოს და განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულების მიხედვით და ევროგაერთიანების დელეგაციის მიერ მიღებული და გამოქვეყნებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, რათა განხორციელდეს საგარეო მოქმედებები რომელიც ძალაში შევა საკითხის პროცედურების დაწყებისთანავე. საქართველო იმყოფება გადამწყვეტ მომენტში, როგორც ეს განსაზღვრულია ფინანსური რეგულაციების შესრულების წესების 168(2)-ე მუხლში. აქედან გამომდინარე შესყიდვების კონტრაქტების ან პირდაპირი კონტრაქტების შეთანხმებული პროცედურები გამოყენებული იქნება შესაბამისი დებულებების თანახმად.

 

2.4.2. გადახდა

ევროგაერთიანების დელეგაიციის მიერ ყველა გადარიცხვა უნდა განხორციელდეს დელეგაციის მიერ დაფინანსების ხელშეკრულების მიხედვით და ევროგაერთიანების დელეგაციის მიერ მიღებული და გამოქვეყნებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, რათა განხორციელდეს საგარეო მოქმედებები, რომელიც ძალაში შევა საკითხის პროცედურების დაწყებისთანავე.

 

3. შეფასება და აუდიტი

 

3.1. მიმოხილვა

პროგრამა განხილული იქნება, რათა შეფასდეს ტრანშების გამოყოფის პირობების ზოგად პირობებთან შესაბამისობა, როგორც ეს დეტალურად მოცემულია ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართში.

იმ შემთხვევაში, თუ პირობების ან მაჩვენებლის შესრულება ვერ მოხერხდება ფორს- მაჟორული სიტუაციის გამო, შესაძლოა მოცემული ზოგადი პირობის გაბათილება და იგი აღარ იქნება შესაბამისობის მაჩვენებელი.

 

3.2. აუდიტი

საბიუჯეტო დახმარება იქნება მიზნობრივი და მიმართული იქნება პირდაპირ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე შეთანხმებული და გაწეული აუდიტირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. თანხების გადმორიცხვა დამოკიდებული იქნება ზოგადი პირობების შესრულებაზე (ტექნიკური და ადმინისტრაციული პირობების დანართი, პუნქტი 3) და გაწეული ხარჯების გარე და დამოუკიდებელი აუდიტის დადებითი შეფასებაზე.

პროგრამის ფარგლებში აუდიტის მიზანია შეამოწმოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, რომელიც მოიცავს პუნქტ 1.2-ში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას და რომელიც განკუთვნილია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.

ჩატარებული აუდიტი ჩაითვლება თანხის ჩამორიცხვის პირობად. აუდიტი დაფარავს MDF-ის მიერ 2009 წლიდან გაწეულ ხარჯებს (შესყიდვების ჩათვლით), შემდეგი მიზნებისათვის :

ა) დადასტურდეს მიზნობრიობა (მატერიალური, იურიდიული და მარეგულირებელი კუთხით) ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების, რომელიც ანაზღაურებული ან რეფინანსირებული იქნება ევროკომისიის მიერ მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების სახით;

ბ) ჩატარდეს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტურობის შეფასება, რომლის მიხედით ხდება საბიუჯეტო ხარჯების ევროკომისიის მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარებით ანაზღაურება ან რეფინანსირება (საჭიროებისამებრ) ;

გ) გასცეს ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელიც სასარგებლო იქნება ევროკომისიის მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების სათანადო განხორციელებისათვის მიზნობრივ სექტორებზე ;

დ) განხილულ იქნეს MDF-ის (ან სხვა აუდიტირებული ინსტიტუტების და/ან სააგენტოების ) მიერ წინა აუდიტის რეკომენდაციების განხორციელება და დასრულება.

3.3. ტექნიკური დახმარება

ტექნიკური დახმარება გამოყოფილი იქნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით და მასთან შეთანხმებით პროგრამის განხორციელებისათვის. ევროგაერთიანების დელეგაცია პროგრამის სამეთვალყურეო კომიტეტთან კონსულტაციების შედეგად გაუწევს ადმინისტრირებას და გააფორმებს კონტრაქტებს პროგრამისთვის გამოყოფილ ტექნიკური დახმარების თანხებზე და განსაზღვრავს ტექნიკურ დავალებას ( TOR) ამ დახმარებისათვის.

პროგრამით გათვალისწინებული ნებისმიერი ტექნიკური დახმარების ჯგუფის სტატუსი წინასწარ შეთანხმდება საქართველოს მთავრობასთან და დარეგულირდება დაფინანსების ხელშეკრულების მიმართ გამოსაყენებელი ჩარჩო შეთანხმებით.

ტექნიკური დახმარების კომპონენტით ასევე დაფინანსდება მონიტორინგი, შეფასება, აუდიტი და მიმოხილვის მისიები და აქტივობები.

 

4. კომუნიკაცია და გამჭვირვალობა

 

კომუნიკაცია და თვალსაჩინოება უზრუნველყოფილი იქნება ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ნფრასტრუქტურისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებთან თანამშრომლობით, ევროგაერთიანების გამჭვირვალობის სახელმძღვანელოების მიხედვით.

პროგრამის შესრულებისას ევროგაერთიანების დელეგაცია საქართველოში ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და უნფრასტრუქტურისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებთან კოორდინაციით, მოაწყობს შესაბამის სახალხო ღონისძიებებს, რათა საქმის კურსში ჩააყენოს საზოგადოება პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

 

 

დანართი

თანხის გადახდის პირობები და ვადები

 

დანართი: თანხის გადახდის პირობები და ვადები

ეს დანართი მოიცავს სამ ძირითად სფეროს: (1) პასუხისმგებლობები; (2) თანხის ჩამორიცხვის ინდიკატური ვადები; (3) თითოეული ტრანშის ჩამორიცხვის ზოგადი პირობები.

1. პასუხისმგებლობები

დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ჩამორიცხვის პირობების საფუძველზე, ბენეფიციარი ევროგაერთიანების დელეგაციას საქართველოში გაუგზავნის ოფიციალურ მოთხოვნას ყოველი ტრანშის ჩამორიცხვაზე ქვემოთ გათვალისწინებულ ვადებში. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს თანხის გადახდის დასაბუთებას, თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტებით.

2. თანხის გადახდის მოდალობა

ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების 2.3.4 პუნქტის და წინამდებარე დაფინანსების შეთახმების ორივე მხარის ხელმოწერის შესაბამისად, ევროგაერთიანების დელეგაცია საქართველოში გამოყოფს თითოეულ ტრანშს შემდეგი პირობებით:

● რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაგან ოფიციალური მოთხოვნის მიღება თანხის გამოყოფაზე და დამადასტურებელი დოკუმენტაცია ზოგადი პირობების შესრულებაზე;

დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაკეთებული დასკვნის მიღება იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით გაწეული დანახარჯების მიზანშეწონილობაზე ;

შეფასების მიღება, რომელიც დაადასტურებს, რომ შერჩეული კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც შემუშავდა ინფრასტრუქტურის კომპონენტისათვის, გათვალისწინებულ იქნა.

შესაბამისობა ზოგად დებულებებთან, რომელიც განსაზღვრულია შეფასების მისიის მიერ და მოცემულია ქვემოთ მე-3 პუნქტში (პუნქტი 3.1);

MDF-ის წინა აუდიტის ანგარიშში2 გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშის მომზადება და შესრულება საქართველოში ევროგაერთიანების დელაგაციისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ყველა ტრანში გამოყოფილი იქნება პროგრამის განხორციელების დადებითად შეფასების და მისი საქართველოში ევროგაერთიანების დელეგაციის მიერ დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს მთავრობა გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე გააკეთებს მოთხოვნას სამ ტრანშად, შემდეგი ინდიკატური ოდენობით და პერიოდულობით:

(1) 10 მლნ ევრო – 2010 წლის მე-3 კვარტალი; (2) 15.5 მლნ ევრო - 2011 წლის პირველ კვარტალში; (3) 16 მლნ ევრო – 2011 წლის მე-3 კვარტალი ან შემდეგ კვარტალში შესაბამისად.

 

3. ყველა ტრანშის ჩამორიცხვის ზოგადი პირობები

(ა) ცხრილში მოცემული ზოგად პირობები გამოყენებული იქნება ტრანშის ჩამორიცხვაზე, ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ტრანშის გამოყოფის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები.

ცხრილი (ა) : ყველა ტრანშის გამოყოფის ზოგადი პირობები

 

პირობა

კრიტერიუმი

შესრულების წყარო

ა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა

სტაბილური მაკროეკონომიკური ჩარჩო

მთავრობის მაკროეკონომიკური პოლიტიკის დადებითი შეფასება IMF-თან ერთად განხორციელებული მაკროეკონომიკური პროგრამისა

WB-ის და EU ანგარიშები

SBA-ის ფარგლებში IMF-ის შეფასების ანგარიში

ბ. სახელმწიფო ფინანსების მართვა

სტაბილური სახელმწიფო ფინანსები და ფისკალური მენეჯმენტი.

განახლებული PFM-ის სტრატეგიული ხედვის და მასთან დაკავშირებული ამოქმედო გეგმის განხორციელების დამაკმაყოფილებელი პროგრესი

ხელმისაწვდომი ანგარიშები/ოქმები

ანგარიშები PFM-ის სტრატეგიული ხედვის და მასთან დაკავშირებული ამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით

გ. იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, ნორმატიული აქტები

1) იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო სტრატეგიის ამოქმედო გეგმის განახლება და მონიტორინგ

 

 

 

 

 

 

 

 

2) გადაცემა-პრივატიზაციის პროცესი - დათმობის/შერიგების მექანიზმი

 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების შემდგომი მონიტორინგისა და ანგარშგების სისტების გაძლიერება

 

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლება სულ მცირე წელიწადში ერთხელ ადგილობრივ მმართველობებთან, დონორებთან და საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად;

დეტალური, და პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად (მშენებლობის სტრატეგია) დამტკიცებულია მთავრობის მიერ და ხდება მისი რეგულარული განახლება და ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში (ან ბიუჯეტის კანონპროექტში, შესაბამისად)

იძულებით გადაადგილებულ პირთა შერჩევისა და მათთვის საცხოვრებელი ფართების მფლობელობაში გადაცემის შემდგომი პროგრესი გამჭვირვალე და გავრცელებული გადაწყვეტილებების საფუძველზე

 

რეგულარული (სულ მცირე კვარტალური) ანგარიშები, რომელიც მოიცავს აშკარა საჭიროებებს, ფინანსური საჭიროებებს და პროგრესის დეტალური ინფორმაცია შემდეგზე:

- სარეაბილიტაციო და/ან სამშენებლო სამუშაოები

- პრივატიზაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება

- ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დაგეგმარება

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ინფორმაციის რეგულარული გაცვლა და საკოორდინაციო საბჭოს ჩანაწერები ხანგრძლივი საცხოვრებელი პირობების შექმნასთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგაციასთან დაკავშირებით

იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმა განახლებულია:

- მონიტორინგის სისტემის (ლტოლვილთაA და განსახლების სამინისტრო და სხვა), აუდიტის და შეფასებებიდან გამომდინარე ინფორმაციის გათვალისწინება

- მოიცავს პრიორიტეტულ და ყოვლისმომცველ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების სტრატეგია მოიცავს კოლექტიური ცენტრების კატეგორიებად დაყოფას რისკის დონისა და დეტალურად გათვლილი ხარჯების სამოქმედო გეგმის მიხედვით

 

მკაფიო კრიტერიუმები და პროცედურები, სახლების გადაცემისთვის მიღებულია და შესრულებულია გამჭვირვალედ და იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობით

დათმობის ან შერიგების მექანიზმი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და MDF- თან მიღებულია ბრძანებით და მოქმედებს

ინფორმაცია პრივატიზაციის პროცესზე, რომელიც მოიცავს შერჩევას/პრივატიზაციას/შერიგების მექანიზმს, არის საჯარო

 

 

 



[1] აღნიშნული ცვლილებით მოთხოვნილი 5 მილიონის გარდა, 33 მილიონი მოიცავს 1.5 მილიონს, რომელიც გადმოტანილ იქნა ინფრასტრუქტურის კომპონენტიდან სახლების მშენებლობის კომპონენტში საწყის ეტაპზე, ურთიერთგაგების მემორანდუმით, რომელიც გაფორმდა 2011 წლის 7 თებერვალს ევროკავშირის დელეგაციასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს შორის.