დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის №09.01.331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16.05.580 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 20/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016118 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №16.05.580
2012 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის №09.01.331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
მუხლი 1 . შეტანილ იქნეს ცვლილება „ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის №09.01.331 დადგენილებაში (ვებგვერდი, 110419011, 27/04/2011) და დადგენილების მე -2 პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
დანართი
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის წესდება (დებულება)
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გუდაურის განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ფონდის სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გუდაურის განვითარების ფონდი”. ფონდი უფლებამოსილია გამოიყენოს ფონდის შემოკლებული დასახელება: სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდი”.
3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით ( დებულებით) .
4. ფონდი ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.
5. ფონდი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
6. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
მუხლი 2. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის სფერო
1. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანია:
ა) ტურისტული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, ფიზიკური თუ იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების) რეაბილიტაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებებისა და სამუშაოების გატარება;
ბ ) ინფრასტრუქტურის, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება;
გ ) სამთო-სათხილამურო და საბაგირო გზების განვითარება და მოვლა-პატრონობა;
დ ) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ეფექტური სისტემის დანერგვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ე ) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე ოპერატიულად რეაგირების უზრუნველყოფა;
ვ ) გუდაურის სარეკრეაციო ზონის ბიზნეს და სამშენებლო განვითარების პროექტების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების მომსახურებით;
ზ ) ინვესტიციების მოზიდვისათვის საერთაშორისო ან ადგილობრივ სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან საქმიანი კავშირების დამყარება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
თ ) გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობა;
ი ) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ქონების პრივატიზება;
კ ) ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს დავალებით გუდაურის სარეკრეაციო ზონაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების წინმსწრები განხილვა, ორგანიზება და ქ. თბილისის მთავრობისთვის წარდგენა;
ლ ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, უძრავი ქონების აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოების წარმოება; საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ქალაქგეგმარებითი შესწავლა;
მ ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საპრივატიზებო უძრავი ქონების ანალიზი და ბიზნეს-გეგმების შემუშავება;
ნ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქონების სარგებლობის უფლებით გაცემა;
ო ) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების, ცალკეული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და ქ. თბილისის მთავრობისათვის წარდგენა;
პ ) კანონმდებლობის შესაბამისად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და რეალიზაცია;
ჟ ) გაწეულ საქმიანობაზე ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
რ ) შემოსულ კორესპონდენციათა კანონმდებლობის შესაბამისად განხილვა;
ს ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ფონდი უფლებამოსილია, ამ წესდებით ( დებულებით) განსაზღვრულ საქმიანობასთან ერთად, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ასევე განახორციელოს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
3. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ეფექტური განხორციელების მიზნით, ფონდი უზრუნველყოფს თანამშრომლობას ქ. თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან.
მუხლი 3. ფონდის ხელმძღვანელობა
1. ფონდს ხელმძღვანელობს ფონდის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა.
2 . ფონდის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომლ ებ საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის უფროსი.
3 . ფონდის მოადგილის /მოადგილეების უფლებამოსილება და საკურატორო სფეროები განისაზღვრება ფონდის უფროსის ბრძანებით.
4 . ფონდის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, ფონდის უფროსის ბრძანებით, ახორციელებს უფროსის მოადგილე.
მუხლი 4. ფონდის უფროსი
1. ფონდის უფროსი:
ა) წარმოადგენს ფონდს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ფონდის საქმიანობას;
გ) ქალაქ თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანება ს;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ზ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;
თ) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ი) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
კ) ქალაქ თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის ბიუჯეტის პროექტს;
ლ) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ფონდის ამოცანების შესასრულებლად;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს ფონდის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ფონდის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) ფონდის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
ო) ქალაქ თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
პ) ხელს აწერს ფონდის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ჟ) წარმოადგენს ფონდს (ან ანიჭებს ფონდი ს წარმომადგენლობას თანამშრომლებს) და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
რ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ს) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, ფონდის უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს უფროსის მოადგილეს.
მუხლი 5. ფონდის სტრუქტურა
1. ფონდი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ფონდის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) იურდიული სამსახური;
გ) საფინანსო სამსახური;
დ) შესყიდვების სამსახური
ე) მარკეტინგის სამსახური;
ვ )ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
ზ ) სა ინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური;
თ) მთის მართვის დეპარტამენტი, რომელიც შედგება შემდეგი სამსახურებისაგან:
თ.ა) საბაგირო ტექნიკური სამსახური;
თ.ბ) სამაშველო სამსახური;
თ.გ) სასრიალო გზების ტკეპნის სამსახური;
თ.დ) ღონისძიებების მართვის სამსახური.
3. ადმინისტრაციულ სამსახურს მიეკუთვნება მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება .
4. ფონდის სტრუქტურაში შედის აგრეთვე თანაშემწე, რომელიც ექვემდებარება უშუალოდ ფონდის უფროსს და ასრულებს მის დავალებებს.
მუხლი 6. ადმინისტრაციული სამსახური
ადმინისტრაციული სამსახური:
ა ) შეიმუშავებს ფონდის შინაგანაწესს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის უფროსს ;
ბ) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
გ ) უზრუნველყოფს ფონდზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დასაწყობებას და დაცვას;
დ ) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას;
ე ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;
ვ ) ორგანიზებას უწევს ფონდის ბალანსზე რიცხული აქტივების კაპიტალისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ზ ) უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას ;
თ) ფონდის უფლებამოსილების ფარგლებში ამზადებს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ფონდის უფროსის ბრძანებების პროექტებს;
ი ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ცნობებს;
კ ) ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, ამზადებს შრომითი ხელშეკრულებების პროექტებს;
ლ ) უზრუნველყოფს ფონდში შემოსული დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას;
მ ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირება);
ნ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას;
ო) ფონდის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ს;
პ ) უზრუნველყოფს ფონდის თანამშრომლებზე ფონდის უფროსის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესის გაცნობას და აკონტროლებს მის შესრულებას;
ჟ) ასრულებს ფონდის უფროსის მიერ მიცემულ დავალებებს;
რ ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 7. იურდიული სამსახური
იურდიული სამსახური:
ა) უზრუნველყოფს ფონდის სამართლებრივ მომსახურებ ას;
ბ) მონაწილეობს ფონდის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში, ახდენს მათ ვიზირებას და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
გ) ახორციელებს დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას;
დ) უზრუნველყოფს ფონდის წარმომადგენლობას სასამართლოსა და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებში;
ე) ასრულებს ფონდის უფროსის მიერ მიცემულ დავალებებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას;
ზ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 8. საფინანსო სამსახური
საფინანსო სამსახური:
ა) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს ფონდის საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას:
ბ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, ბალანსების და ანგარიშების მომზადებას, წარადგენს ანგარიშს ფონდის უფროსთან;
გ) შეიმუშავებს ფონდის ბიუჯეტსა და ხარჯთანუსხის პროექტებს;
დ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციების დადგენილ ვადებში წარდგენას;
ე ) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;
ვ ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფონდის თანამშრომლებზე ახდენს ხელფასების, პრემიების და სხვა განაცემების დარიცხვას;
თ ) ატარებს შიდა აუდიტს;
ი) მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად უზრუნველყოფს სალაროების მოწყობასა და ბილეთისა და აბონემენტის რეალიზებას ;
კ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას;
ლ ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 9. შესყიდვების სამსახური
შესყიდვების სამსახური:
ა) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას;
ბ) ხელშეკრულების მომზადების ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას;
ე) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 10. მარკეტინგის სამსახური
მარკეტინგი სამსახური:
ა) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით, ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ბ ) ამზადებს ფონდის ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკურ მონაცემებს;
გ) ინოვაციური პროგრამების განხორციელებისათვის დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივ ასოციაციებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
დ ) ხელს უწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას;
ვ ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 11. ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური:
ა) უზრუნველყოფს გუდაურის გრგ-ის (განაშენიანების რეგულირების გეგმა) განხორციელებას და მასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგს/შესრულებას;
ბ ) უზრუნველყოფს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი/მოძრავი ქონების (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა) აღრიცხვა-რეგისტრაციას და გამიჯვნა-გაერთიანებას;
გ ) ახორციელებს უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოებს;
დ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგვისთვის ამზადებს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას;
ე ) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით, ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას;
ზ ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 12. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური
საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური:
ა) ახორციელებს ფონდის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებას;
ბ) უზრუნველყოფს ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას;
გ) უზრუნველყოფს ქსელის უსაფრხოების დაცვას;
დ) ახორციელებს ფონდის სერვერული ცენტრის ადმინისტრირებას;
ე) ასწორებს ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზაში არსებულ შეცდომებს და სრულყოფს ბაზებს;
ვ) ახორციელებს ცენტრალიზებული ბაზის კონტროლს;
ზ) უზრუნველყოფს სხვა სახის კომუნიკაციების გამართულ მუშაობას;
თ) ამუშავებს და ანალიზს უკეთებს სტატისტიკურ მონაცემებს;
ი) ამზადებს ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს და ანალიზს უკეთებს ფონდის საქმიანობას;
კ) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ფონდის უფროსის ურთიერთობის კოორდინირებას;
ლ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
მ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას;
ნ ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 13. მთის მართვის დეპარტამენტი
მთის მართვის დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს საბაგიროების ტექნიკური მომსახურებას და მისი გამართულად ფუნქციონირებას;
ბ) შესაძლო ტექნიკური ან სხვა ტიპის საფრთხეების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღმოფხვრის უწესივრობებს;
გ) უზრუნველყოფს დამსვენებელთა ტრავმირების შემთხვევაში მათ დახმარებას;
დ) ნარჩენებისაგან წმენდს სასრიალო გზებს;
ე) საბაგიროებისა და სავაჭრო ობიექტების მიმდებარედ უზრუნველყოფს სისუფთავეს;
ვ) უზრუნველყოფს სათხილამურო გზების სასრიალოდ ვარგისიანობას;
ზ) წმენდს სპეციალურად გამოყოფილ პარკირების ადგილებს და ორგანიზებას უწევს ამ ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებას;
თ) უზრუნველყოფს სპორტული ღონისძიებების მოწყობის ორგანიზებას;
ი) ასრულებს ფონდის უფროსის მიერ მიცემულ დავალებებს;
კ) ახორციელებს ამ წესდებითა (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 14. ფონდის ქონება
1. ფონდს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია ფონდის მიერ.
2. ფონდის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 15. ფონდის ფინანსები
ფონდის დაფინანსების წყაროებია:
ა) ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ფონდის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 16. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
ქ. თბილისის მთავრობის თანხმობით ფონდ მა უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ფონდ ის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 17. ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18. სახელმწიფო კონტროლი
ფონდის მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
მუხლი 19. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ფონდის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 20. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები