„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016039
  • Word
5
28/06/2012
ვებგვერდი, 29/06/2012
300380000.16.009.016039
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება № 5

2012 წლის 28 ივნისი

. ქუთაისი

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის 12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგრებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის 12 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში (სსმ, III, 16.07.2009, 87, მუხ. 933) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-19 მუხლის მე-17 პუნქტის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. წესებს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

    „მუხლი 191. ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთების წესი

1. ამ მუხლის მიზნებისთვის გაზიფიცირებულ ქსელად ითვლება ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის საცხოვრებელ ადგილამდე მიყვანილი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი.

2. განაწილების ლიცენზიატმა ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთება, მათ შორის, ტექნიკური პირობის მომზადება და ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად ბუნებრივი გაზით მომარაგება, უნდა განახორციელოს ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შესაბამისი განაცხადის მიღებიდან არა უმეტეს 15 სამუშაო დღისა.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთებისათვის საჭირო ყველა სამუშაო და ხარჯი, მათ შორის, ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძისა და ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის საცხოვრებელ სადგომში ბუნებრივი გაზის მიღების ერთი წერტილის მოწყობა ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მითითებულ ადგილზე. ბუნებრივი გაზის მიღების ერთზე მეტი წერტილის მოწყობა ამ მუხლით არ რეგულირდება და ამ შემთხვევაში მათი მოწყობის საფასური განისაზღვრება ხარჯთაღრიცხვით და იგი გადაიხდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით.

4. ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთების ხარჯთაღიცხვა.

5. მას შემდეგ, რაც გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთებული ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ბუნებრივი გაზის მიღების ერთ წერტილში მიიღებს ბუნებრივ გაზს, იგი ვალდებულია, თავისი არჩევანით გადაიხადოს მიერთების საფასური (დღგ-ს ჩათვლით) შემდეგი წესით:

ა) ფაქტობრვი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით; ან

ბ) არა უმეტეს 600 ლარისა ერთჯერადად ნ ყოველთვიურად 25 ლარი 24 თვის განმავლობაში.

6. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთებული ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში დადოს მასთან ხელშეკრულება ამ მუხლის მე-5 პუნქტის ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის განწილვადების შესახებ ყოველთვიურად არა უმეტეს 25 ლარისა.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

თავმჯდომარე             გ. ჩალაგაშვილი

კომისიის წევრი              მ. ნადირაძე

                                  ზ. გაბელაია