„საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 130/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 03/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016396
  • Word
130/ნ
03/07/2012
ვებგვერდი, 03/07/2012
040030000.22.022.016396
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №130/ნ

2012 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის 229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის 229/ნ ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულება ჩამოყალიბდეს ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ.შაშკინი

დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემ ს დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა ) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. მართვის სისტემა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3 . მართვის სისტემა თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

4 . მართვის სისტემას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

5 . მართვის სისტემის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ფანჯიკიძის ქ.№1 .

თავი II

მართვის სისტემა , მართვის სისტემის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

    მუხლი 2. მართვის სისტემის მიზნები

მართვის სისტემის მიზანია:

ა) საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;

ბ) თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, მათი მონიტორინგი და შეფასება;

 დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) განხორციელება.

    მუხლი 3. მართვის სისტემის ფუნქციები და საქმიანობის საგანი

ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად მართვის სისტემა:

ა) ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარებას ;

ბ) ხელს უწყობს თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა ;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციაში გატარება ;

დ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა , აგრეთვე აწარმოებს სკო­­ლის­გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეეს­ტრს;

ე) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრ , კერძოდ: რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, მოვალეობის სხვა შემსრულებლებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

ვ) აწარმოებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრ , კერძოდ: რეგისტრაციაში ატარებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

ზ) უზრუნველყოფს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტბრუნვის ორგანიზებასა და კონტროლ ;

თ) ახორციელებს იმ პირთა აღრიცხვა , რომელთაც სასამართლოს გამამ­ტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუა­ლე­ბის მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყო­ბისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამო­ერთვათ პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებუ­ლება­ში საქმიანობის უფლება;

ი) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმა­ციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით ხელს უწყობს სამი­ნის­ტროს გამართულ ფუნქციონირებას;

კ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელე­ბულ პროექტებსა და პროგრამების შედეგების კვლევას;

ლ) იკვლევს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელე­ბუ­ლი პროგრამების შედეგებს უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით;

მ) შეიმუშავებს განათლების სისტემის ძირითად ინდიკატორებს;

ნ) ახორცილებს დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ო) ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე, მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს.

თავი III

მართვის სისტემის მართვა და სტრუქტურა

    მუხლი 4. მართვის სისტემის მართვა

1. მართვის სისტემას ხელმძღვანელობს უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. მართვის სისტემის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მართვის სისტემის უფროსი.

4. მოადგილეების კომპეტენცია განისაზღვრება მართვის სისტემის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. მართვის სისტემის უფროსის უფლება-მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 5. მართვის სისტემის უფროსის უფლება-მოვალეობები

1. მართვის სისტემის უფროსი:

ა) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს მართვის სისტემის მართვას, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციას და წარმოადგენს მართვის სისტემას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მართვის სისტემის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.

გ) მართვის სიტემის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

დ) ანაწილებს მოვალეობებს მართვის სისტემის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მართვის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) მართვის სისტემის ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ვ) აკონტროლებს მართვის სისტემის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე;

თ) „პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვის ნაწილში წინადადებებს წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს;

ი) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

კ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მართვის სისტემის საშტატო განრიგს (სასწავლო პროცესის განხორციელების ნაწილში სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით);

ლ) ამტკიცებს მართვის სისტემის შინაგანაწესსა და საქმისწარმოების წესს (სასწავლო პროცესის განხორციელების ნაწილში სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით);

მ) მინისტრს წარუდგენს მართვის სისტემის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს (სასწავლო პროცესის განხორციელების ნაწილში სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით);

ნ) შეიმუშავებს მართვის სისტემის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;

ო) ამტკიცებს სასწავლო პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს;

პ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. მართვის სისტემის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია მართვის სისტემის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების მართლზომიერად განკარგვაზე.

 მუხლი 6. მართვის სისტემის სტრუქტურა

1. მართვის სისტემა თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. მართვის სისტემის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახური;

ბ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;

გ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

დ) სასწავლო პროცესის დაგეგმვის სამსახური (ტრენინგცენტრი);

ე) სტატისტიკის სამსახური;

ვ) რეესტრის წარმოების სამსახური;

ზ) კომპიუტერული ქსელებისა და კომუნიკაციის სამსახური;

თ) კომპიუტერული სისტემების სამსახური;

ი) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სამსახური.

3 . მართვის სისტემის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრება მართვის სისტემის საშტატო განრიგით.

 მუხლი 7. სამეთვალყურეო საბჭო

1. სასწავლო პროცესის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან.

2. სასწავლო პროცესის განხორციელების ნაწილში სამეთვალყურეო საბჭო ასრულებს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

 მუხლი 8. სამეთვალყურეო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება

1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ დებულებით დადგენილი წესით სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის პირველად შეკრების შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე.

2. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

3. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს მართვის სისტემის უფროსის ან სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.

4. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს ფარული კენჭისყრით.

5. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება მართვის სისტემის რეორგანიზაციის შემთხვევაში.

6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი განცხადებით ;

ბ) თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს:

ბ.ა) მართვის სისტემის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართვის საფუძველზე, მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სამინისტროს მიერ დანიშნული პირია;

ბ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პროფესიული სტუდენტების მშობელთა ან პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელია;

გ) პროფესიული სტუდენტი, რომლის წარმომადგენლად მშობელი ითვლება, აღარ სწავლობს ამ მართვის სისტემაში ;

დ) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელსა და მართვის სისტემას შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა;

ე) სამინისტროს მიერ დანიშნული დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი აღარ არის შესაბამისი დაწესებულების თანამშრომელი;

ვ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში;

ზ) პირი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად არის აღიარებული;

თ) გარდაიცვალა.

  მუხლი 9. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.

2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს უფლებამოსილების ვადით. თუ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელია, იგი აირჩევა პროფესიული სტუდენტის სწავლის ვადით.

3. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

ა) იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;

ბ) ორგანიზებას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობას;

გ) ხმის უფლებით მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

დ) მეთვალყურეობას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.

4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) თუ ამ დებულებით დადგენილი წესით შეუწყდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება;

გ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით.

 მუხლი 10. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა/დანიშვნა

1. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა სამი წელი.

2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან.

3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

ა) დამსაქმებელთა წარმომადგენელი;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი;

გ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი;

დ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელი;

ე) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელი.

4. სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრის, დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის, დანიშვნა ხდება სამინისტროს მიერ, შესაბამისი ორგანოების ან/და ორგანიზაციების მიერ მართვის სისტემაში წარდგენილი კანდიდატურების გათვალისწინებით.

5. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლისა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება მართვის სისტემაში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, ამ დებულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

    მუხლი 11. სამინისტროს მიერ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა

1. მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს მართვის სისტემის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაციას.

2. დამსაქმებლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, სამინისტრო შეარჩევს მართვის სისტემის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, რაც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 12. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლების არჩევა

1. სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენელს ირჩევენ პროფესიული სტუდენტების სწავლის ვადით მათი მშობლები, ხოლო პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელს მართვის სისტემაში მომუშავე პროფესიული განათლების მასწავლებლები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით.

2. პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლის ან/და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევის მიზნით, კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების დღეს ნიშნავს მართვის სისტემა.

3. თითოეული პირი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.

4. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. პროფესიული სტუდენტის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენლებს აქვთ ერთი ხმა თითო პროფესიულ სტუდენტზე.

5. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი მხოლოდ მშობელს.

6. საარჩევნო კომისიის მიერ ცალ-ცალკე დაითვლება:

ა) პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის შედეგები;

ბ) პროფესიული სტუდენტების მშობელთა წარმომადგენლების შედეგები.

7. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას.

    მუხლი 13. საარჩევნო კომისია

1. პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლის არჩევნების ორგანიზების მიზნით მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საარჩევნო კომისია, რომელიც შედგება მართვის სისტემის თანამშრომლებისაგან.

2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატი მასწავლებელი;

ბ) მართვის სისტემის უფროსი ან მისი ნათესავი;

გ) მართვის სისტემის უფროსის მოადგილე ან მისი ნათესავი.

3. საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა, უფლებამოსილება და საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი IV

მართვის სისტემის ქონება და დაფინანსება, სახელმწიფო კონტროლი

    მუხლი 14. მართვის სისტემის ქონება

1. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად მართვის სისტემას აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. მართვის სისტემის ქონება აისახება მის დამოუკიდებელ ბალანსზე.

    მუხლი 15. მართვის სისტემის დაფინანსება და ანგარიშგება

1. მართვის სისტემის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) მართვის სისტემის მიერ გაწეული მომსახურების საფასური;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) საჩუქრისა და შემოწირულობის სახით მიღებული შემოსავლები;

ვ) პროფესიული სტუდენტების მიერ გადახდილი საფასური;

) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. მართვის სისტემა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

3. მართვის სისტემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

4. მართვის სისტემის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

 მუხლი 16. კონტროლი მართვის სისტემის საქმიანობაზე

მართვის სისტემის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

თავი V

მართვის სისტემის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია

    მუხლი 17. მართვის სისტემის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი, მართვის სისტემის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია

1. მართვის სისტემის დებულებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მართვის სისტემის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

1. ამ დებულების ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, პროფესიულ კოლეჯ „აიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს.

2. ამ დებულების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მართვის სისტემამ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

3. მართვის სისტემა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „აიტის“ უფლებამონაცვლეს.

4. მართვის სისტემა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლეს შემდეგ საკითხებში:

ა) განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის მონიტორინგ და შეფასება;

ბ) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომ­დინა­რე შეგროვებულ , დამუშავებულ სტატისტიკურ მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელე­ბული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის და­გეგმვა;

დ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელე­ბუ­ლი პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით კვლევა;

ე) განათლების სისტემის ძირითად ინდიკატორების კვლევა;

ვ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ზ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმა­ციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამი­ნის­ტროს სისტემის გამართულ ფუნქციონირებისათვის ხელშეწყო­ბა;

თ) საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეების, მოვალეობის სხვა შემსრულებლების, სამეურვეო საბჭოს წევრების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარება;

ი) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარებაზე და მკაცრი აღ იცხვის ფორმების შენახვა, გაცემა.