საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 240
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 13/04/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.000.753
  • Word
240
24/03/2000
სსმ, 13, 13/04/2000
230.000.000.05.001.000.753
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31 დეკემბერი, 1997 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

2. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. საბაჟო საწყობის შექმნა და გაუქმება

საბაჟო საწყობის შექმნისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით“.

3. 37-ე მუხლში სიტყვები „საბაჟო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

4. 42-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ საქონლის ნუსხა, რომელთა დროებით შემოტანა ან/და გატანა აკრძალულია, მტკიცდება საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

5. 43-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

6. 44-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

7. 77-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“, ხოლო მე-3 ნაწილში სიტყვები „საბაჟო დეპარტამენტს“ –სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

8. 86-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საბაჟო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

9. 95-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია“.

10. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 981 მუხლი:

     „მუხლი 981. სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია

სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.

11. 125-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საბაჟო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

12. 153-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „მას“ შეიცვალოს სიტყვებით „მისი წარდგინებით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“.

13. 155-ე მუხლის სათაურში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დამატებითი უფლებამოსილებანი“ შეიცვალოს სიტყვებით „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებანი“, ხოლო პირველ და მე-2 ნაწილებში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი“ – სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო“.

14. 156-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

15. 158-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 158. საქართველოს საბაჟო ორგანოები

1. საქართველოს საბაჟო ორგანოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ როგორც სამართალდამცავი ორგანოს სტატუსის მქონე საბაჟო ორგანოები, რომლებიც შედიან საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში.

2. საქართველოს საბაჟო ორგანოების სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კოდექსით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

3. საქართველოს საბაჟო ორგანოებში სახელმწიფო მოხელეების სამსახურის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულებით“.

16. 159-ე მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საბაჟო დეპარტამენტის", ხოლო პირველ და მე-2 ნაწილებში სიტყვები „საბაჟო დეპარტამენტს“ შესაბამისად  შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“ და „საბაჟო ორგანოს”.

17. 160-ე მუხლში სიტყვები „საბაჟო დეპარტამენტის” შეიცვალოს სიტყვით „შესაბამისი”.

18. 161-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებასთან ერთად“.

19. 169-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 169. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საბაჟო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლების მიხედვით ბიუჯეტებსა და სახელმწიფო სპეციალურ ფონდებში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 3 პროცენტი, აგრეთვე ბიუჯეტებისა და სპეციალური ფონდების სასარგებლოდ  დამატებით დარიცხული და ჩარიცხული თანხების 50 პროცენტი ირიცხება ხაზინაში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე. ამ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა ხდება ბიუჯეტებსა და სახელმწიფო სპეციალურ ფონდებში ჩარიცხული თანხების პროპორციულად საბანკო დაწესებულებების მიერ.

2. საბაჟო მოსაკრებლების სახით ამოღებული თანხები მთლიანად მიიმართება საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური სტიმულირებისა და ამ ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიზნობრივად დაფინანსებისათვის. 

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრების ხარჯვის წესს ადგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.“.

20. 176-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) იმპორტიორი ვალდებულია სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით ექსპორტიორ ქვეყანაში მოახდინოს ინსპექტირებას დაქვემდებარებული იმ საქონლის გადაზიდვამდე სავალდებულო ინსპექტირება, რომლის ღირებულებაც აღემატება  5 000 აშშ დოლარს. სავალდებულო ინსპექტირების განუხორციელებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. ადმინისტრაციული სახდელი იმპორტიორს არ ათავისუფლებს სავალდებულო ინსპექტირებისაგან, რომელიც ადმინისტრაციული სახდელების გადახდის შემდეგ ხორციელდება ადგილზე. სავალდებულო ინსპექტირების მომსახურებისათვის გადაიხდევინება მომსახურების საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 24 მარტი.

№240-II