„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 534
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016539
  • Word
534
05/07/2012
ვებგვერდი, 05/07/2012
010340000.08.002.016539
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №534

2012 წლის 5 ივისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №56, მუხ. 610) შეტანილ იქნეს  ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის:

ა) მე-6 მუხლი 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს უგზავნის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს, პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) ან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით თუ შესაბამისი სახელმწიფო ჯილდოსათვის გათვალისწინებულია ერთდროული ფულადი პრემიის გაცემა, ხოლო სიკვდილის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შემთხვევაში აგრეთვე სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს.“;

ბ) 81 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაჯილდოებული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს;

გ) დაჯილდოებული პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) ან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მ. სააკაშვილი