„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016383
  • Word
220
06/07/2012
ვებგვერდი, 06/07/2012
200090000.22.033.016383
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №220

2012 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

 „16. სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის არამატერიალური ფორმით ნიშანდების შეუძლებლობის შემთხვევაში, მწარმოებლის მიმართვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით , საქონლის სავალდებულო ნიშანდება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული ვადით შესაძლოა განხორციელდეს მატერიალური ფორმით.“.

2. 781 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების შეუძლებლობის შემთხვევაში, მწარმოებლის მიმართვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, საქონლის სავალდებულო მარკირება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული ვადით შესაძლოა განხორციელდეს მატერიალური ფორმით.“.

3. 812 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

 1) საწარმოო ხაზებზე დამონტაჟებული დანადგარების მზადყოფნის შესახებ შერჩეული პირის მიერ დასტურის მიღების შემდეგ, უზრუნველყოს მხოლოდ შერჩეული პირის მიერ ნიშანდებული/მარკირებული პროდუქციის სარეალიზაციოდ გატანა;“ ;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

 ზ) წერილობითი ან ელექტრონული ფორმით აცნობოს შემოსავლების სამსახურსა და მწარმოებელს საწარმოო ხაზებზე დამონტაჟებული დანადგარების მზადყოფნის შესახებ;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე