საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6627-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240060.05.001.016853
  • Word
6627-რს
05/07/2012
ვებგვერდი, 09/07/2012
010240060.05.001.016853
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ. 81) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას კოორდინაციას უწევს და მასზე საერთო ზედამხედვე­ლობას ახორციელებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.

3. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავის­უფლებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით იქმნება სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 3 წევრისაგან, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით.

6. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტოს უფლება აქვს, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმო­ბით:

ა) შეიძინოს, გაასხვისოს ან დატვირთოს თავის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება;

ბ) აიღოს სესხი;

გ) დადგეს თავდებად;

დ) განსაზღვროს სააგენტოს საშტატო განრიგი.“;

დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81  პუნქტი:

„81 . სააგენტოს ბიუჯეტი უნდა შეთანხმდეს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან.“;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

2. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ. 198) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და სააგენტოს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით სააგენტო ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. სააგენტო აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ანაზღაურებად საწყისებზე, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელების შემთხვევისა. მომსახურების საფასური განისაზღვრება სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება განსაკუთ­რებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელება.“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი    მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 5 ივლისი.

№6627-რს