დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6567-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130030000.05.001.016854 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის პრეამბულაში სიტყვა „უშიშროებისა“ შეიცვალოს სიტყვით „უსაფრთხოებისა“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვა „უშიშროების“ შეიცვალოს სიტყვით „უსაფრთხოების“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საორგანიზაციო ღონისძიებებს;
ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს;
გ) აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას.“.
3. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“;
გ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“.
4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „მფლობელსა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციას“ შეიცვალოს სიტყვებით „მესაკუთრესა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს“.
5. II თავის სათაურში სიტყვა „ინფორმაციის“ შეიცვალოს სიტყვით „ცნობების“.
6. მე-7 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ცნობები, რომლებიც მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას“;
ბ) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი სახის ცნობები:“;
გ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ოქროს საერთო მარაგში შემავალი მონეტარული ჯგუფის − ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და სხვა ფასეულობათა − სახელმწიფო მარაგების კონკრეტულ სახეობათა შესახებ, ფულის ნიშნების, ფასიანი ქაღალდებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების, შენახვის, დაცვისა და გაყალბების თავიდან აცილებასთან, მათ მიმოქცევასთან, გაცვლასთან ან მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების თაობაზე.“;
დ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“;
ე) მე-4 პუნქტის:
ე.ა) პირველ წინადადებაში სიტყვა „უშიშროებისა“ შეიცვალოს სიტყვით „უსაფრთხოებისა“;
ე.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი საფრთხეებისა და მათი თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;
ვ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის, ასევე სამინისტროების და სხვა უწყებების მიერ განსახორციელებელი გეგმებისა და ღონისძიებების შესახებ, რომელთა წინასწარი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.“.
7. მე-8 მუხლის:
ა) სათაურში სიტყვები „ინფორმაცია, რომელიც“ შეიცვალოს სიტყვებით „ცნობები, რომლებიც“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნორმატიული აქტები, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, გარდა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა, ასევე საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისა, რომლებიც აწესრიგებს მათ შიგა საქმიანობას თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით.“;
გ) მე-4 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვა „ინფორმაცია“ შეიცვალოს სიტყვით „ცნობები“.
8. მე-10 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება, ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა და საიდუმლო ინფორმაციის განადგურება
1. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებისა და ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლის უფლება აქვს ინფორმაციის დასაიდუმლოების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს ან მის ზემდგომ თანამდებობის პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოტივირებული მითითებით. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების უფლება აქვს ასევე სასამართლოს.
2. დოკუმენტი ან სხვა მატერიალური საგანი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციას შეიცავს, შეიძლება განადგურდეს მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პროცედურის შესაბამისად.“.
10. მე-13 მუხლის:
ა) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში სიტყვის „უსაფრთხოების,“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „მართლწესრიგის,“;
ბ) 51 პუნქტში სიტყვის „უსაფრთხოებაზე,“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „მართლწესრიგზე,“;
გ) მე-9 პუნქტში სიტყვები „საიდუმლოობის ხარისხის დადაბლების“ შეიცვალოს სიტყვებით „საიდუმლოობის ხარისხის შეცვლის“.
11. მე-15 მუხლის:
ა) სათაურში სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინფორმაციის დასაიდუმლოების, ე. ი. დოკუმენტებზე და სხვა მატერიალურ ობიექტებზე საიდუმლოობის გრიფის დაწესების, საფუძველია მათი შესაბამისობა იმ ცნობების ნუსხასთან, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.
2. თუ შეუძლებელია მიღებული (შემუშავებული) ინფორმაციის მოქმედ ნუსხაში შეტანილ ცნობებთან იდენტიფიკაცია, სახელმწიფო ორგანოს, დაწესებულების, უწყებისა და საწარმოს ხელმძღვანელები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მიღებული ინფორმაციის წინასწარი დასაიდუმლოება საიდუმლოობის მოსალოდნელი ხარისხის გათვალისწინებით და 1 კვირის ვადაში გაუგზავნონ ეროვნული უშიშროების საბჭოს თავიანთი წინადადებები. ეროვნული უშიშროების საბჭო 1 თვის ვადაში ატარებს მიღებული წინადადების საექსპერტო შეფასებას და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას მოქმედ ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ.“.
12. მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) პირველ წინადადებაში სიტყვა „ცნობებისათვის“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციისათვის“;
ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „ცნობები, რომლებიც ადრე სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდნენ“ შეიცვალოს სიტყვებით „ინფორმაცია, რომელიც ადრე სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა“;
ა.გ) „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ცნობები, რომლებიც“ შეიცვალოს სიტყვებით „ინფორმაცია, რომელიც“;
ბ) მე-2 პუნქტის მთელ ტექსტში სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“.
13. მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არა უგვიანეს იმ ვადისა, რა ვადითაც დასაიდუმლოებულ იქნა ის. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოებას ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინფორმაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანიზაცია ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ეროვნული არქივი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას მინიჭებული აქვს სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი ორგანიზაციის ან მისი სამართალმემკვიდრის მიერ. თუ აღნიშნული უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ეროვნულ არქივს მინიჭებული არ აქვს ან/და ეს ორგანიზაცია გაუქმდა, სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის ამ პუნქტის საფუძველზე განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ თავად აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს ინფორმაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანიზაცია ან მისი სამართალმემკვიდრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი ორგანიზაცია აღარ არსებობს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების წინადადებით. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის ამ პუნქტის საფუძველზე განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ თავად აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები.“;
გ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32 . ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის განსაიდუმლოებაზე პასუხს გასცემს შესაბამისი წინადადებით მიმართვიდან არა უგვიანეს 1 თვისა. თუ პასუხის მოსამზადებლად მეტი დროა საჭირო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია აღნიშნული ვადა 2 თვემდე გააგრძელოს, რის თაობაზედაც წერილობით უნდა აცნობოს შესაბამის უწყებას ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე. აღნიშნული ვადების გაშვების შემთხვევაში საკითხი შეთანხმებულად ჩაითვლება.“.
14. მე-19 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „- სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციას“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს“;
ბ) მე-4 პუნქტის მთელ ტექსტში სიტყვა „ცნობის“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“;
გ) მე-5 პუნქტში სიტყვა „ცნობის“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“.
15. V თავის სათაურში სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“.
16. 21-ე მუხლის:
ა) სათაურში სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“;
ბ) პირველ პუნქტში სიტყვა „ცნობებს“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციას“;
გ) მე-2 პუნქტში:
გ.ა) სიტყვა „ცნობებს“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციას“;
გ.ბ) სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“;
დ) მე-3 პუნქტში სიტყვა „ცნობების“ შეიცვალოს სიტყვით „ინფორმაციის“.
17. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებული ცნობების შემცველები“ შეიცვალოს სიტყვებით „ასეთი ინფორმაცია“.
18. 27-ე მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „განსაზღვრავს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია“ შეიცვალოს სიტყვებით „განსაზღვრავენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები“.
19. 31-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებული ცნობების შემცველები“ შეიცვალოს სიტყვებით „ასეთი ინფორმაცია“.
20. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 28 ივნისი.
№6567-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები