დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 561 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 11/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210040.08.002.016549 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №561
2012 წლის 11 ივ ლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულების:
ა) მე-3 მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტში სიტყვები: „ საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით.“ შეიცვალოს სიტყვებით: „ადმინისტრაციის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.“;
ა.ბ) მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, რომელთაც ( ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეების გარდა) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები