„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 05/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016042
  • Word
8
05/07/2012
ვებგვერდი, 13/07/2012
300380000.16.009.016042
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №8

2012 წლის 5 ივლისი

ქ. ქუთაისი

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის 12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგლრებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის 12 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში (სსმ, III, 16.07.2009, 87, მუხ. 933) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის მე-14 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთების შესახებ, მათ შორის, მიერთების ტექნიკური პირობის გაცემის, მიერთებისათვის საჭირო საშუალების (მილსადენის) მშენებლობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობის (სხვადასხვა სახის მრიცხველის ღირებულების), ამ სამუშაოების ფაქტობრივად შესრულების ვადებისა და საფასურის შესახებ.“.

2.მე-19 მუხლის:

ა) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის ან/და გაზიფიცირების სურვილის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას (გარდა ამ წესების 191 მუხლით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ ობიექტის გაზიფიცირება ან/და არსებულ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალების (მილსადენის) მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თვითონ უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით).

11. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების კუთვნილი ობიექტის გაზიფიცირება ან/და არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრის სამუშაოები უნდა შესრულდეს განაწილების ლიცენზიატის მიერ. ამასთან, არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველი ვალდებულია, განაწილების ლიცენზიატს გადაუხადოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის საფასური (მრიცხველის განაწილების ლიცენზიატისგან შეძენის შემთხვევაში), ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაწილების ქსელზე მიერთების მსურველს შესთავაზოს სხვადასხვა სახისა და კლასის მრიცხველი (მის მიერ წინასწარ საჯაროდ გამოცხადებული ფასით). შეუთანხმებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს თვითონ მოიძიოს სასურველი მრიცხველი (რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტითა და სტანდარტით განსაზღვრულ პირობებს) და მიაწოდოს განაწილების ლიცენზიატს დასამონტაჟებლად. თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია, აღნიშნული მრიცხველის დამოწმება, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ მრიცხველის მიწოდებისთანავე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განახორციელოს ამ წესებში მოცემული მრიცხველის შემოწმებაზე გაწერილი პროცედურები – მრიცხველის ვარგისიანობის დადგენასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მიერთების მსურველი.“;

ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. არსებულ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ან მომხმარებელთა (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ობიექტის) გაზიფიცირებისას, მათ შორის, მიერთებისათვის საჭირო საშუალების (მილსადენის) სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიერთების მსურველმა უნდა აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ.“;

გ) 161, მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. ამ მუხლის გამოყენება და მის საფუძველზე რაიმე ხარჯის ან საფასურის დაკისრება დაუშვებელია, თუ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება განხორციელდა (ან ხორციელდება) იმ მიერთების მსურველის (საცალო მომხმარებლის) სათანადო განაცხადის გარეშე, რომელმაც ამ მიერთების შედეგად უნდა მოიხმაროს ბუნებრივი გაზი; ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით რაიმე ხარჯის ან საფასურის დაკისრება ასევე დაუშვებელია იმ განმცხადებლის მიმართ, რომლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვისაც საჭირო არ არის არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების ჩატარება და განაწილების ლიცენზიატის მიერ ქსელის ან სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა, დამონტაჟება.“;

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:

„23. თუ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების საშუალებების მშენებლობა განხორციელებს განაწილების ლიცენზიატი, მომხმარებლის მხრიდან მიერთების საფასური შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-10 მუხლის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე             გ. ჩალაგაშვილი

კომისიის წევრები       :         მ. ნადირაძე

                                    ზ. გაბელაია

                                         გ. შონია