დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 295 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/05/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 12/05/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ეკონომიკის“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის;“;
ბ) „რ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ტრანსპორტის“ შეიცვალოს სიტყვებით „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების;“.
2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „დ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტები.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 კარი:
„კარი IV1
განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრები
მუხლი 311. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის სტატუსი და საქმიანობის უზრუნველყოფა
1. მთავრობის შემადგენლობაშია განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ფარგლებში უზრუნველყოფს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეების მოწესრიგებას, თუ ისინი არ მიეკუთვნება რომელიმე სამთავრობო დაწესებულების კომპეტენციას.
2. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
3. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი.
4. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის კომპეტენცია და საქმიანობის წესი, აგრეთვე მისი აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”.
II. საქართველოს საკანონმდებლო აქტებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სიტყვები „ეკონომიკის სამინისტრო“ და „მრეწველობის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო“.
2. სიტყვები „ტრანსპორტის სამინისტრო“ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო“.
3. სიტყვები „ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთი-ერთობების სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საგარეო საქმეთა სამინისტრო“, თუ საკითხი ეხება საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხოლო სხვა შემთხვევაში სიტყვებით – „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო“.
4. სიტყვები „ეკონომიკის მინისტრი“ და „მრეწველობის მინისტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი“.
5. სიტყვები „ტრანსპორტის მინისტრი“ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი“.
6. სიტყვები „ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „საგარეო საქმეთა მინისტრი“, თუ საკითხი ეხება საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხოლო სხვა შემთხვევაში სიტყვებით – „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი“.
III. ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების, კავშირგაბმულობისა და ფოსტის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ტრანსპორტის მინისტრების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებები და დამატებები შეტანილ იქნეს:
ა) ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის ბრძანებაში – საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით, თუ საკითხი ეხება საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს;
ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრების ბრძანებებში – ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით;
გ) ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრების ბრძანებებში – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანებით.
IV. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამინისტროებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებების დამტკიცებამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
V. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 11 მაისი.
№295-რს
დოკუმენტის კომენტარები