დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №189 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 273 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470200000.10.003.016946 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №273
2012 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
„ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №189 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №189 დადგენილებაში (სსმ, 22.10. 2009 წ. ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. „ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების (დანართი №1) მე-2 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 . დეკლარანტი ვალდებულია საბაჟო დეკლარაციასთან ერთად ელექტრონული ფორმით წარადგინოს ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმა , შევსებული ქართულ ენაზე , სადაც სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი ინფორმაცია :
ა ) გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის (იმპორტი ან ექსპორტი ) დასახელება , იმპორტიორის ან ექსპორტიორის დასახელება და ფარმაცევტული პროდუქტის განთავსების მისამართი;
ბ ) ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება , ფორმა , დოზა , საჭიროების შემთხვევაში კონცენტრაცია , შეფუთვაში პრეპარატის რაოდენობა;
გ ) მწარმოებელი კომპანია და მწარმოებელი ქვეყანა;
დ ) რაოდენობა სერიების მიხედვით;
ე ) ერთეულის ფასი და ჯამური თანხა;
ვ ) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი;
ზ ) საქონლის დანიშნულება (კომერციული , ჰუმანიტარული ან „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა );
თ ) იმპორტის შემთხვევაში – მომწოდებელი (მისამართი ) და მომწოდებელი ქვეყანა, ექსპორტის შემთხვევაში – მიმღები (მისამართი ) და მიმღები ქვეყანა.
2 . ფარმაცევტული პროდუქტის მიმართ იმპორტის ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველია საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა ), ფალსიფიცირებული , წუნდებული , გაუვარგისებული , ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის (ტერიტორიიდან გატანის ) მცდელობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობა . ასეთ შემთხვევაში ფარმაცევტული პროდუქტ (ებ)ი შენახვის პირობების სავალდებულო უზრუნველყოფით ინახება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, საკითხის გარკვევამდე.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6 . ფარმაცევტული პროდუქტის მიმართ იმპორტის ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენების მიზნით დეკლარანტი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე წარადგენს ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმას , რომელსაც ადასტურებს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი , საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის A ნომრის (ფორმა №4 -ის შემთხვევაში – რეგისტრაციის ნომრის ) მითითებით . დადასტურებული ფორმების განთავსების გვერდი ონლაინ რეჟიმში ხელმისაწვდომია სააგენტოს უფლებამოსილი პირებისათვის .“.
2. „ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების წესის“ (დანართი №3) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5 . გრაფაში „გაფორმების ადგილი“ – მიეთითება შემოსავლების სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის ან გაფორმების სხვა ადგილის დასახელება , სადაც მოხდება საბაჟო დეკლარაციის გაფორმება .“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები