დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1585 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.22.024.016198 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1585
2012 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნ ქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 12/07/2012. 330130000.22.024.016188) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება 2012 წლის 1 ივლისამდე აღიარებულ სამშენებლო სამუშაოებზე , ასევე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის უცხო ქვეყნის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით (მათ შორის, კრედიტის სახით) განხორციელებულ ან განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.“.
2. ბრძანებას დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„4. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე .“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები