დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის №09.01.331 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19.15.723 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი |
| მიღების თარიღი | 30/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016125 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №19.15.723
2012 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის №09.01.331 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის №09.01.331 დადგენილებით დამტკიცებული წესდების (დებულების) (ვებგვერდი, 110419011, 27/04/2011) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ინფრასტრუქტურის, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება (მათ შორის სასტუმროების მშენებლობა, მოწყობა და ფუნქციონირება) და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება;“.
2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერის პირველი
მოადგილე (ვიცე-მერი) დ. ნინიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები