„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 302
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016428
  • Word
302
01/08/2012
ვებგვერდი, 03/08/2012
200090000.22.033.016428
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №302

2012 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 65. უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშება

1. უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებას (შემდგომში – გაანგარიშება) დანართი №III-19 ფორმით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს:

ა) საგადასახადო აგენტი:

ა.ა) რომელიც ახორციელებს არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს (შემდგომში – არარეზიდენტი) მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურების უკუდაბეგვრას;

ა.ბ) რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული იმ მომსახურების ან/და იმ საქონლის პროდუქტის (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და სხვა) უკუდაბეგვრას, რომელიც მიწოდებული იქნა ინტერნეტით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვაგვარი საშუალებით, გარდა იმ საქონლის პროდუქტისა, რომელიც კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს ინტეგრირებული სქემის ან სხვა სახის ინფორმაციის მატარებლის საშუალებით;

ბ) კრედიტორი, რომელსაც პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში გადაეცემა მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანი (საქონელი);

გ) პირი, რომელიც ახორციელებს საბაჟო საწყობში შეძენილი იმ უცხოური საქონლის იმპორტს, რომლის მიწოდება არ არის გათავისუფლებული დღგ-ისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში გაანგარიშების წარდგენა და დარიცხული დღგ-ის თანხის გადახდა ხდება:

ა) თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად არა უგვიანეს მომსახურების გაწევის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

ბ) თუ საგადასახადო აგენტი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად არა უგვიანეს მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგადასახადო აგენტს უფლება აქვს არ წარადგინოს გაანგარიშება, თუ არარეზიდენტი მას უწევს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში გაანგარიშების წარდგენა და დარიცხული დღგ-ის თანხის გადახდა ხდება არაუგვიანეს პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საკუთრებაში გადაცემის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, თუ კრედიტორი არ არის რეგისტრირებული დღგ–ის გადამხდელად.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუ კრედიტორი რეგისტრირებულია დღგ–ის გადამხდელად, მას პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში მიღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საბაზრო ფასზე დღგ–ის დარიცხვის და გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება არ ეკისრება. ამასთან, ითვლება, რომ მან ამ საქონელზე განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ–ის ჩათვლა.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კრედიტორს, უფლება აქვს არ წარადგინოს გაანგარიშება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში გაანგარიშების წარდგენა და უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება არა უგვიანეს იმპორტის განხორციელების თვის (კვარტლისიმ გადასახადის გადამხდელისათვის, როლისთვისაც დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კვარტალი) მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

8. დღგ-ით უკუდაბეგვრას არ ექვემდებარება:

ა) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის VI კარით გათავისუფლებულია დღგ-ისგან;

ბ) პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის გადაცემა.

 9. გაანგარიშების პირველ და მე-2 სტრიქონებზე მიეთითება საგადასახადო აგენტის/კრედიტორის/დეკლარანტის რეკვიზიტები.

10. გაანგარიშების მე-3 სტრიქონზე მიეთითება იმპორტის სასაქონლო დეკლარაციის ნომერი და თარიღი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისათვის გაანგარიშების წარმოდგენისას.

 11. გაანგარიშების უჯრებში მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან, I ნაწილის მე-6 სვეტში იწერება მომსახურების მიწოდების საბაზრო ფასი იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების კომპენსაცია ხდება სანაცვლო მომსახურებით, ან როდესაც ადგილი აქვს არარეზიდენტის მიერ უსასყიდლო მომსახურებას.

 12. გაანგარიშების II, IV და VI ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში ადგილი აქვს დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების შემთხვევებს, რომლის შედეგად საგადასახადო ორგანოში ადრე წარდგენილ გაანგარიშებაში დღგ-ის თანხა აღნიშნულია არასწორად.

 13. გაანგარიშებაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება საგადასახადო აგენტის/კრედიტორის/დეკლარანტის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.“.

2. დანართი №III-19 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 3. XIX2  თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XIX2   კომერციული ბანკებისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი“.

4. მუხლი 757  ამოღებულ იქნ ს.

5. დანართი №III-27 ამოღებულ იქნს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე

 

 

დანართი №III-19

 

უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშება

 

2012

 

 

 

 

 

წ. . . . . . . . თვის………… კვარტლის

 

1. ______________________________________________________________________________

საგადასახადო აგენტის/კრედიტორის/დეკლარანტის დასახელება

 

2. საიდენტიფიკაციო ნომერი _____________________________________________________

 

3. იმპორტის სასაქონლო დეკლარაციის

 

 

 №          

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თარიღი

 

 

უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ

 

I ნაწილი

 

ივსება საგადასახადო აგენტის მიერ, რომელიც ახორციელებს არარეზიდენტი იურიდიული ან/და ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურების უკუდაბეგვრას

 

 №

არარეზიდენტის დასახელება

გაწეული

მომსახურების სახე

ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი

მომსახურების

გაწევის მომენტი

მომსახურებისათვის გასაცემი საკომპენსაციო თანხა დღგ-ის გარეშე

დღგ

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

ჯამი

 

 

II ნაწილი

 

4

დღგ კორექტირებამდე

 

5

დღგ კორექტირების შემდეგ

 

6

კორექტირების შედეგად დამატებით გადასახდელი დღგ (სტ.5-სტ.4, როცა სტ.5> სტ.4)

 

7

კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ (სტ.4 - სტ.5, როცა სტ.4 > სტ.5)

 

8

ბიუჯეტში შესატანი დღგ (სტ.3 + სტ.6) ან (სტ.3 - სტ.7, როცა სტ.3 > სტ.7)

 

9

ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი დღგ (სტ.7 – სტ.3, როცა სტ.7 > სტ.3)

 

 

 

III ნაწილი

 

ივსება კრედიტორის მიერ, რომელსაც პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში გადაეცემა მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანი (საქონელი)

 

 

 

მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანი (საქონელი)

ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი

მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საკუთრებაში გადაცემის მომენტი

მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) ფასი დღგ–ის გარეშე

დღგ

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 ჯამი

 

 

IV ნაწილი

 

4

დღგ კორექტირებამდე

 

5

დღგ კორექტირების შემდეგ

 

6

კორექტირების შედეგად დამატებით გადასახდელი დღგ (სტ.5-სტ.4, როცა სტ.5> სტ.4)

 

7

კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ (სტ.4 - სტ.5, როცა სტ.4 > სტ.5)

 

8

ბიუჯეტში შესატანი დღგ (სტ.3 + სტ.6) ან (სტ.3 - სტ.7, როცა სტ.3 > სტ.7)

 

9

ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი დღგ (სტ.7 – სტ.3, როცა სტ.7 > სტ.3)

 

 

V ნაწილი

 

ივსება პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საბაჟო საწყობში შეძენილი უცხოური საქონლის იმპორტს

 

 

 

საქონლის დასახელება

ზომის ერთეული

რაოდენობა

საწყობში საქონლის შესყიდვის ღირებულება

საქონლის იმპორტის თანხა

გადასახდელი დღგ

(სვ.5-სვ.6)X18%

ან სვ.5X18%

ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

ჯამი

 

 

 შენიშვნა: 1. თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისაგან გათავისუფლებული სვეტი 7-ში მიეთითება დღგ-ის თანხა შემდეგი ფორმულის გამოყენებით - (სვ.5-სვ.6)X18%.

 2. თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, ხოლო მიწოდება არ არის გათავისუფლებული სვეტი 6 არ ივსება, ხოლო სვეტი 7-ში მიეთითება დღგ-ის თანხა შემდეგი ფორმულის გამოყენებით - სვ.5X18%.

 

VI ნაწილი

 

4

დღგ კორექტირებამდე

 

5

დღგ კორექტირების შემდეგ

 

6

კორექტირების შედეგად დამატებით გადასახდელი დღგ (სტ.5-სტ.4, როცა სტ.5> სტ.4)

 

7

კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ (სტ.4 - სტ.5, როცა სტ.4 > სტ.5)

 

8

ბიუჯეტში შესატანი დღგ (სტ.3 + სტ.6) ან (სტ.3 - სტ.7, როცა სტ.3 > სტ.7)

 

9

ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი დღგ (სტ.7 – სტ.3, როცა სტ.7 > სტ.3)

 

 

გაანგარიშების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

 

_____________________________________________________________

საგადასახადო აგენტი (ხელმძღვანელი)/კრედიტორი/დეკლარანტი

 

უფლებამოსილი პირი_____________________________________  ___________________

                                                          (სახელი, გვარი)                             (ხელმოწერა)

 

 

 ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ

აღნიშვნა გაანგარიშების წარმოდგენის შესახებ:

 

ელექტრონულად –– –– ფოსტით –– –– ხელზე –– ––

 

წარმოდგენის თარიღი –– –– –– –– –– –– –– –– –– –– ––

 

რეგისტრაციის ნომერი –– –– –– –– –– –– –– –– –– –– ––

 

––––––––––––––––––––––––––––––           ––––––––––––––––

           (სახელი, გვარი)                                  (ხელმოწერა)