„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/08/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.151.016105
  • Word
29
06/08/2012
ვებგვერდი, 08/08/2012
010250020.35.151.016105
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2012 წლის 6 აგვისტო

აბა სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორის 2012 წლის 18.07. 472 წერილის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის 23 დადგენილებაში (სსმ 04.07.2012 წ. , 010250020.35.151.016099) შეტანილ იქნს შემდეგი სახის ცვლილება:

 1. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის (ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი) მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

1. „აუქციონი ცხადდება და სანებართვო პირობები დგინდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით“.

2. „გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადას განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა“.

3. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეუძლია აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები შეასრულოს უშუალოდ ან იმოქმედოს წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მინიჭებული ექნება სათანადო უფლებამოსილება“.

 2. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი 2-ის (,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის პირობები“) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,აუქციონზე გამოტანილი ლოტის საწყისი ფასი განისაზღვროს ნებართვის მფლობელის მიერ, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ასევე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე არსებული საბაზრო ფასიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლები ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით არსებული ნორმატიული ფასისა.“

 3. დადგენილების მე–5 მუხლით დამტკიცებული დანართი 4-ის (,,ნებართვის გამცემის მიერ სანებართვო მოწმობის შევსებისა და მისი გადაცემის წესი“) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უფლებამოსილ სამსახურს შესაბამისი მონაცემები “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შეაქვს ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრში“.

 4. დადგენილების მე-6 მუხლით დამტკიცებული დანართი 5-ის (სანებართვო მოწმობის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულია.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმ დომარე დ. ხუციშვილი