დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 474 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/07/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 01/08/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.000.810 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საბაჟო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) 176-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვები „გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ინსპექტირებას დაუქვემდებარებელი საქონლისა“ შეიცვალოს სიტყვებით „გარდა იმ საქონლისა, რომელიც სახელმწიფოსა და მის მიერ უფლებამოსილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად არ ექვემდებარება ინსპექტირებას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის ან/და საერთაშორისო რატიფიცირებული ხელშეკრულებების საფუძველზე, საქონლის იმპორტის შემთხვევაში გათვალისწინებული ყველა გადასახადისგან გათავისუფლებული საქონლისა“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2000 წლის 13 ივლისი.
№474-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები