„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 326
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.033.016437
  • Word
326
08/08/2012
ვებგვერდი, 14/08/2012
010040000.22.033.016437
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა  მინისტრისა და    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი   ერთობლივი  

ბრძანება №326-№612

2012 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი        

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებთ:

მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 172, 31.12.2010) დამტკიცებული წესის:

1.   მე-3 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური პირის მიერ            საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის (შემდგომში შემოსავლების სამსახური) საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს წარედგინებათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საქართველოში ყოფნის ნებართვა (საქართველოს ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან საქართველოში ლტოლვილის მოწმობა).“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას   მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის შესაბამისი მართვის მოწმობის წარმოუდგენლობის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ ინფორმაცია, სათანადო რეაგირებისათვის, დაუყოვნებლივ გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს.“.

2.   მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა (მძღოლებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მგზავრების) საპასპორტო კონტროლს და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებენ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლები, ხოლო საზღვრის გადაკვეთის სხვა შემთხვევებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში  შემავალი უფლებამოსილი ორგანო.“.

3. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6

საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ:

) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;

) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

) პირის იდენტიფიკაციის საჭიროების წარმოშობისას ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ   მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით შემოსვლა ან გასვლა,   ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების (ანულირების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებისას, ინფორმაცია მიეწოდება     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს;

)  სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

) ხორციელდება პირის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;

) ხორციელდება საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა ინფორმირება საზღვრის გადამკვეთ პირთა შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების, იძულების ღონისძიებების გატარების, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

) საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებასთან დაკავშირებით გაურკვეველი გარემოებების წარმოშობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ საზღვრის გადაკვეთაზე (გადმოკვეთაზე) გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება მათი ინფორმირება;

) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე ამ მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 7.

საბაჟო  გამშვები  პუნქტის  უფლებამოსილი  თანამშრომლების  მიერ  ამ  წესის  შესაბამისად საპასპორტო            კონტროლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის:

) მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხორციელდება სასაზღვრო გამტარი პუნქტის და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების, ან საბაჟო საწყობების უფლებამოსილი პირების დაშვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაშვების გაუქმება;

) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გამოსაყენებელი თარიღის შტამპები აღნიშვნებით: „შემოსვლა, „გასვლა.“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

ამ წესის მე-4–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის ან/და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს შორის ფუნქციური ურთიერთდახმარება.”.

6. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-11 მუხლის:

) პირველი პუნქტის − „ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი ფიზიკური პირი ავსებს დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხას (შემდგომშისაქონლის ნუსხა) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო მეორე უბრუნდება ფიზიკურ პირს;

)   თუ   სატრანსპორტო   საშუალების   სატვირთო   სათავსოს   დალუქვა   შესაძლებელია, საქონლის ნუსხით გათვალისწინებული საქონელი განთავსდება სატვირთო სათავსოში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სათავსოს ნიშანდებას (დალუქვას) და გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსოს დალუქვა შეუძლებელია, საბაჟო გამშვები პუნქტის  უფლებამოსილი თანამშრომელი საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და  ახორციელებს  ნიშანდებას  (დალუქვას),  გამოყენებული  იდენტიფიკაციის  საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;“;

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებულ ავტობუსში კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის არსებობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის  უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც:

) ახორციელებს ავტობუსის საბარგო სათავსოს ნიშანდებას (დალუქვას);

) თუ ავტობუსის საბარგო სათავსოს დალუქვა შეუძლებელია, საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს ნიშანდებას (დალუქვას);

) საქონლის ტომარაში დალუქვის შეუძლებლობისას, ფიზიკურ პირს ავსებინებს საქონლის ნუსხას;

) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ  ბაზაში ასახავს გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) ან საქონლის ნუსხის შესახებ ინფორმაციას.“.

8. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13

ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე) საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, მითითებულ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი შეცვალოს  საბაჟო დეკლარაციის წარდგენის თარიღით, ხოლო გრაფაში გამოცხადების ვადის გაგრძელება მიუთითოს: ცვლილების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს კოდი, მომსახურების გაწევისათვის (საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის   გაგრძელებისათვის) საფასურის          გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები (ნომერი და თარიღი) და სხვა დამატებითი ინფორმაცია.“.

9. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან სხვა საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული გაფორმების ადგილის  დანიშნულებით თავისი სვლით  გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

.   გვინდაძე                                      

. ახალაია