„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 23/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016047
  • Word
13
23/08/2012
ვებგვერდი, 27/08/2012
300280000.16.009.016047
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება 13

2012 წლის 23 აგვისტო

. ქუთაისი

  ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ (სსმ III, 22.09. 2008, №140, მუხ.1385) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.

 ბ) დაემტოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ გამანაწილებელი ქსელ ის ერთ წერტილში მიერთებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე 1 კვტ -ზე ნაკლებია, მხარეები უფლებამოსილი არიან, შეთანხმდნენ ელექტროენერგიის მოხმარებაზე მრიცხველის გარეშე. ასეთ შემთხვევაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრება ქსელზე მიერთებული ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრისა და მუშა საათების გათვალისწინებით.“ ;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. თუ 0,220 კვ ძაბვის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ფლობს 0,380 კვ ძაბვის ელექტროდანადგარს, რომელიც მიერთებული იყო გამანაწილებელ ქსელზე, ამასთან, მომხმარებლის ჯამური მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 10 კვტ-ს, მომხმარებელი უფლებამოსილია, 0,220 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის ნაცვლად მოითხოვოს 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ერთ -ერთი შემდეგი წესით:

ა) მომხმარებელმა განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს და თავად უზრუნველყოს 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა. ამ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში;

ბ) განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია , უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის შეცვლა, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, აანაზღაუროს აღრიცხვის კვანძის შეცვლა -მოწყობაზე გაწეული ხარჯი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს დღგ-ს ჩათვლით.“

2. მე-9 მუხლის:

ა) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.“ ;

გ) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არანაკლებ 3 სამუშაო დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, მოხდება ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.“ ;

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ყოველთვიურად შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.“

3. 26 -ე მუხლის:

ა) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესები და მოთხოვნები (წესების 26 და 261 მუხლები) ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და არ ხდებოდა მისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად – რეგისტრაციის მოთხოვნა.“ ;

ბ) მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის, ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა (გარდა გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად – რეგისტრაციის მოთხოვნისა) მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სეზონური ობიექტების (კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 6 თვის ვადით) 0,4 კვ. ძაბვითა და არა უმეტეს 30 კვტ. სიმძლავრით ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული ელექტროდანადგარებისა თუ ობიექტების მომარაგებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთება და არსებული მომხმარებლის (აბონენტის) მიერ ალტერნატიული (სარეზერვო) კვებით უზრუნველყოფის შემთხვევა.“ ;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თუ ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად – საყოფაცხოვრებო მომხმარებლად რეგისტრაციის მოთხოვნა, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, აბონენტად რეგისტრაციისთვის მომხმარებელს დაარიცხოს მხოლოდ აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი, მაგრამ არა უმეტეს 100 ლარისა დღგ-ს ჩათვლით (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი).“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი     ზ. გაბელაია

კომისიის წევრი                                       მ. ნადირაძე

კომისიის წევრი                                                  ს. მესხი

კომისიის წევრი                                       გ. შონია