დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 708 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.034.016130 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №708
2012 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამ ტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 (სსმ III, 01.02.2007 წ., №14, მუხ.153) ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. პირველ მუხლს დაემატოს 21 პუნქტი:
„21. ეს ინსტრუქცია აგრეთვე ადგენს საწყობისა და თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესსა და პირობებს.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:
ა) შიგაწვის ძრავის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია;
ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია;
გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის;
დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;“;
ბ) მე-8 პუნქტს დაემატოს 81 და 82 პუნქტები:
„81. გზავნილი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებული უფლებამოსილი პირის მიერ შექმნილი, მომზადებული ან/და გამოცემული მატერიალური ან/და ელექტრონული სახის დოკუმენტი, მათ შორის, საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, დადგენილება, გადაწყვეტილება, შეტყობინება, გაფრთხილება და სხვა.
82. ადრესატი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი ფიზიკური პირი, რომლისთვისაც განკუთვნილია (დამისამართებულია) გზავნილი.“;
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შ ემდეგი რედაქციით:
„11. ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი არ მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან ადამიანებისა და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა.“;
დ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. მსუბუქი ავტომობილი − 3 500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, რვას არ აღემატება.“;
ე) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. სატვირთო ავტომობილი − ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს. “.
3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
1. საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება:
ა) შიგაწვის ძრავის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია;
ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია;
გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის;
დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;
ე) ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა ნომრიანი აგრეგატები (თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლება, აგრეთვე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების ან სარგებლობის უფლება.
2. ამ ინსტრუქციით დადგენილი გარემოების არსებობისას სავალდებულოა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებათა დროებითი რეგისტრაცია.
3. სარეგისტრაციო სამსახურებში რეგისტრაციასა და დროებით რეგისტრაციას არ ექვემდებარება:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადით შემოტანილი, საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისაგან განსხვავებული სატრანსპორტო საშუალებები;
გ) სპორტული სატრანსპორტო საშუალებები;
დ) სათადარიგო ნაწილებისაგან აწყობილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);
ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს;
ვ) გამოცალკავებული (მოხსნილი) ნომრიანი აგრეგატები, რომლებიც არ წარმოადგენენ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემადგენელ ნაწილს.
4. ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ. ამ პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციამდე შეიძლება გაიცეს სპეციალური სანომრე ნიშნები (TEST) და დროებითი სარეგისტრაციო მოწმობა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული დიაგნოსტიკური ცენტრებისა და იმ ორგანიზაციების მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში საქმიანობა.
4. მე-5 მუხლის:
ა) „ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი1) სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებით განკარგვას დაქვემდებარებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას სხვა მონაცემებთან ერთად დამატებით განსაზღვროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება.“;
ბ) „ლ“ ქვეპუნქტს დაემატოს „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები:
„ლ1) ამ ინსტრუქციის 51 მუხლით დადგენილი წესით განა ხორციელოს სააგენტოში გამოცხადებული ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება;
ლ2) ამ ინსტრუქციის 51 მუხლით დადგენილი გარემოების არსებობისას, განახორციელოს ელექტრონული დოკუმენტის (გზავნილის) მატერიალური დოკუმენტის ფორმატში გადაყვანის დროს მისი დამოწმება ან/და დადასტურება;“
5. ამ ინსტრუქციას დაემატოს 51 მუხლი:
„მუხლი 5 1
1. სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, საფოსტო ან/და საკურიერო მომსახურების გამწევი პირის მიერ ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარების ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სააგენტომ. ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით, გზავნილის სააგენტოსათვის მიწოდებას უზრუნველყოფს საფოსტო და საკურიერო მომსახურების გამწევი პირი, ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სააგენტო ადრესატისათვის გზავნილის ჩააბარებას უზრუნველყოფს ადრესატის სააგენტოში გამოცხადების შემთხვევაში, ამ მუხლით დადგენილი წესით.
3. სააგენტომ გზავნილი ადრესატს უნდა ჩააბაროს პირადად. სააგენტოს მიერ ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს აღნიშნული პირის ხელმოწერით. გზავნილის ჩაბარების თაობაზე ინფორმაციას სააგენტო აწვდის საფოსტო ან საკურიერო მომსახურების გამწევ პირს.
4. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე სააგენტოს თანამშრომელი აკეთებს სათანადო აღნიშვნას, რომელსაც გადასცემს საფოსტო ან საკურიერო მომსახურების გამწევ პირს.
5. ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, გზავნილი, აგრეთვე მისი ადრესატისათვის ჩაბარების ან ჩაუბარებლობის თაობაზე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული, ჩაბარებული ან/და შენახული ელექტრონული დოკუმენტი, ხოლო ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შესრულებული ელექტრონული ხელმოწერა ან/და ჩანაწერი ჩაითვალება მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ან/და ჩანაწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
6. სააგენტოს მიერ ელექტრონული გზავნილის მატერიალური დოკუმენტის ფორმატში გადაყვანის დროს მისი დამოწმება ხდება სააგენტოს თანამშრომლის ხელმოწერით, ხოლო დადასტურება ხდება მატერიალურ დოკუმენტზე შემდეგი შინაარსის ჩანაწერის განხორციელებით: „სააგენტო ადასტურებს ამ დოკუმენტის ორიგინალ ელექტრონულ დოკუმენტთან იდენტურობას“. ასეთი წესით დამოწმებული ან დადასტურებული მატერიალური დოკუმენტი ითვლება ორიგინალი დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
7. ელექტრონული დოკუმენტის მატერიალურ ფორმატში გადაყვანისას სააგენტოს მიერ მისი დამოწმება ან დადასტურება სავალდებულო არ არის, თუ მისი დამოწმება ან დადასტურება ხდება ხელმომწერი უფლებამოსი ლი პირის მიერ ან/და მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდს აქვს იურიდიული ძალა.
8. ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება სააგენტოს მიერ ელექტრონულ დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის გამოყენების შემთხვევებზე.“.
6. მე-7 მუხლის „11“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში;“.
7. მე-8 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტს დაემატოს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ) სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააღრიცხვო ნომრის დასადამღად;
ზ) ამ ინსტრუქციის 92 მუხლით განსაზღვრული წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას.“;
ბ) მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის), აგრეთვე კერძო აღმასრულებლის მოთხოვნის საფუძველზე, იძულებით განკარგვის წესით სარეალიზაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებისა და საბაზრო ღირებულების დადგენას;“;
გ) მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის), აგრეთვე კერძო აღმასრულებლის გადაწყვეტილებით, იძულებით განკარგვის წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;“;
დ) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ამ ინსტ რუქციის 91 მუხლით განსაზღვრული წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისას.“.
7. ინსტრუქციას დაემატოს 83 მუხლი:
„მუხლი 8 3 .
1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ სააღრიცხვო ნომრის დადამღვა ხორციელდება სააგენტოში რეგისტრირებულ ან რეგისტრაციისათვის განკუთვნილ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე:
ა) რომელზეც ქარხანა-დამამზადებლი არ ითვალისწინებს საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი), შასის ან ძარის ნომრის დატანას;
ბ) რომელზეც ქარხანა-დამამზადებლი ითვალისწინებს შასის ან ძარის ნომრის საღებავით დატანას;
გ) რომლის შასი ან ძარა რეგის ტრირებულია როგორც „უნომრო.“
2. გადაწყვე ტილებას სააღრიცხვო ნომრის დადამღვის თაობაზე იღებს სააგენტოს დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. სააღრიცხვო ნომრის დადამღვა ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით, სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრული სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფის თანამშრომლის მიერ. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე დამღის დატანის ადგილს განისაზღვრავს დადამღვის გან მახორციელებელი პირი. დადამღული სააღრიც ხვო ნომერი უნდა შედგებოდეს 11 სიმბოლოსაგან (ლათინურ ასოთა და ციფრთა კომბინაციისაგან). სააღრიცხვო ნომრის თავში და ბოლოში დაიტანება სააგენტოს ლოგო. დადამღული სააღრიცხვო ნომე რი აისახება სარეგისტრაციო მონაცემებსა და ტრანსპორტის სარეგისტრა ციო მოწმობაში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად დაინტერესებული პირი უარს აცხადებს სააღრიცხვო ნომრის დადამღვაზე, ან წარმოდგენილი არ იქნა სააღრიცხვო ნომრის დადამღვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტები, სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის შედგენაზე ან/და რეგისტრაციაზე.
4. სააღრიცხვო ნომრის დადამღვა არ განხორციელდება, თუ:
ა) არ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოება;
ბ) არ არსებობს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება სააღრიცხვო ნომრის დადამღვის თაობაზე;
გ) მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო წინააღმდეგი არ არის სააღრიცხვო ნომრის დადამღვის განხორციელებაზე;
დ) არსებობს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება სააღრიც ხვო ნომრის დადამღვაზე უარის თქმის თაობაზე;
ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა;
ვ) წარმოდგენილი დოკუმენტები და მექანიკური სატრანსპორტო საშულება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ზ) გადახდილი არ არის სააღრიცხვო ნომრის დადამღვისათვის კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური;
თ) არსებობს ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდი) დადამღვის სამართლებრივი საფუძვ ელი;
ი) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემზღუდავი გარემოება.
5. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა, სააღრიცხვ ო ნომრის დადამღვა შეიძლება განხორციელდეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მოტხოვნით.“.
8. ინსტრუქციას დაემატოს 91 და 92 მუხლები:
„მუხლი 9 1
1. ეს მუხლი განსაზღვრავს საწყობის სასაქონლო ოპერა ციაში მოქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესსა და პირობებს.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სავაჭრო კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული პირის მიერ შეძენილი და საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (უცხოური საქონლის) რეგისტრაცია და სარეგისტაციო ნიშნების გაცემა.
3. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ შეძენილი და საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (უცხოური საქონლის) რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნე ს:
ა) რეგისტრაციის განხორციელების სურვილის შესახებ განცხადება;
ბ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;
დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი დათვალიერების აქტი;
ე) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით განხორციელებული რეგისტრაცია იურიდიულ ძალას ინარჩუნებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის ვადით. რეგისტრაციის იურიდიული ძალის დაკარგვიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში პირი ვალდებულია შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურის განხორციელების მიზნით მიმართოს სააგენტოს.
5. ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორო საშუალების მესაკუთრეს უფლება არ აქვს გაასხვისოს ან სამართლებრივად დატვირთოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:
ა) მოექცა ომპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) მოიხსნა აღრიცხვიდან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით.
მუხლი 9 2
1. ეს მუხლი ადგენს თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერა ციაში მოქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესსა და პირობებს.
2. თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნეს:
ა) განცხადება;
ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი;
გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორრ ო საშუალების მესაკუთრეს უფლება არ აქვს გაასხვისოს ან სამართლებრივად დატვირთოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება:
ა) მოექცა ომპორტის სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) მოიხსნა აღრიცხვიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მიქცევის მიზნით.“.
9. მე-18 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვისას;“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. შესაბამისი დიპლომატიური მისიის მომართვის შემთხვევაში მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია არ მოითხოვოს სანომრე ნიშნის ჩაბარება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას, რომელსაც მინიჭებული აქვს ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის „ზ“, „თ“ ან „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანომრე ნიშანი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ სანომრე ნიშანს სააგენტო ხელახლა გასცემს მხოლოდ მისი ჩაბარების შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები