“ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
“ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 17/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.05.001.000.800
  • Word
437
29/06/2000
სსმ, 27, 17/07/2000
300.280.020.05.001.000.800
“ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

I. საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №20, 1994 წ., მუხ.436) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი ახორციელებს:

ა) ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, უსაფრთხო ექსპლუატაციის, იურიდიული პირების მიერ ელექტრო- და თბოენერგიის რაციონალური გამოყენების სახელმწიფო ზედამხედველობას;

ბ) ენერგეტიკული პროდუქციის ხარისხის მართვას საქსტანდარტთან შეთანხმებით;

გ) საზედამხედველო საქმიანობას საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლის ნაწილში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე,“ ხოლო მე-5–7 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-6–8 პუნქტებად.

2. კანონს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:

    მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი

1. ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებში სტიმულირების ერთიანი წესის შემოღებამდე, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების, სპეციალისტების მატერიალური სტიმულირებისა და დეპარტამენტის საქმიანობისათვის მოწვეული სპეციალისტების ხელშეკრულებით მიღების მიზნით, დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხული თანხების 30% და სახელშეკრულებო საქმიანობითა და ფასიანი მომსახურებით მიღებული შემოსავლები, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემდეგ მთლიანად ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტისათვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის 40% გამოიყენება დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, 40% – სპეციალისტების  მატერიალური სტიმულირებისათვის და 20% – დეპარტამენტის საქმიანობისათვის მოწვეული სპეციალისტების ხელშეკრულებით მიღებისათვის. საბანკო დაწესებულების მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების პროპორციულად.

2. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, სპეციალისტების მატერიალური სტიმულირებისა და მოწვეული სპეციალისტების შრომის ანაზღაურებისათვის თანხების ხარჯვის წესებს ადგენს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 29 ივნისი.

№437-II