„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 371
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016457
  • Word
371
31/08/2012
ვებგვერდი, 03/09/2012
200090000.22.033.016457
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №371

2012 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  საქართველოს  ფინანსთა  მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების  შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლ ს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:    

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6  პუნქტი:

„6 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  პირს უფლება აქვს , 2014 წლის 1 იანვრამდე ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის დოკუმენტურად დადასტურების გარეშე დამატებით გამოქვითოს საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტით გატანილი   საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3001-3006 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის  რეალიზაციით მიღებული შემოსავლის  10%, თუ:

ა) ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებით გათვალისწინებული წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების მიხედვით  აღნიშნული საქონლის წარმოშობის ქვეყანა არის საქართველო ან;

ბ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული წარმოშობილია საქართველოში და  ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პროდუქციის ღირებულების სულ ცოტა 30%-ს შესაფუთი მასალების ღირებულების ჩათვლით ან;

გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საქონელი წარმოებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფარმაცევტული წარმოების ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში.“.

შენიშვნა: ამ პუნქტის მიზნებისათვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვები.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობბზე.

. ხეთაგური