დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016127 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2012 წლის 3 სექტემბერი
ქ. მცხეთა
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის , „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 03.09.№5423 მომართვის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 დეკემბრის №55 დადგენილებაში (სსმ, 010260020.35.153.016024, 21.12.2010), კერძოდ:
1. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი.
„ი) განახორციელოს „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 513, 533, 55-ე, 552, 150-ე მუხლებით და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გ . ატაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები