„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის №186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის №186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016114
  • Word
254
11/09/2012
ვებგვერდი, 17/09/2012
360050000.22.023.016114
„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის №186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება 254

2012 წლის 11 სექტემბერი

. თბილისი

„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის 186 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

მუხლი 1. „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის 186 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 25/07/2012, 360050000.22.023.016106) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის" 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. დაცული ტერიტორიების თითოეულ კატეგორიაში და ზონაში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალი

1. ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიება;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა და გარემოს მონიტორინგი;

გ) ბიოტექნიკური ღონისძიებები;

დ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა).

2. ბორჯომის-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაშვებული ქმედებები :

ა) მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა.ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიებისა;

ა.ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგისა;

ა.გ) ბიოტექნიკური ღონისძიებებისა (სამარილეების, საკვებურების მოწყობა და სხვა);

ა.დ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა).

ბ) ვიზიტორთა ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ბ.ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ.ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა;

ბ.გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

ბ.დ) სამეცნიერო კვლევა;

ბ.ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ბ.ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ბ.ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ბ.თ) მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება;

ბ.ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ბ.კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;

ბ.ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და სარგებლობა;

ბ.მ) გადაადგილება ფეხით და ცხენით, ნაწილობრივ სახეშეცვლილი ბუნების ტერიტორიაზე, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

ბ.ნ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა).

ბ.ო) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

) ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

გ.ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

გ.ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ.გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვა და მონიტორინგი; დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

გ.დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

გ.ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ.ვ) ადგილობრივი მოსახელობისათვის ამ მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილება გამყოლის/გიდის თანხლებით, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

გ.ზ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

გ.თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

გ.ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

გ.კ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

გ.ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა;

გ.მ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა.

გ.ნ) საფუტკრეების მოწყობა;

გ.ო) ტრადიციულ საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისთვის და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობა;

გ.პ) გადასარეკი ტრასების მოწყობა მირე ინფრასტრუქტურით (დასარწყულებელი, დასასვენებელი) და სხვა;

გ.ჟ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა;

გ.რ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და სარგებლობა;

გ.ს) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა).

გ.ტ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.

დ) ადმინისტრაციულ ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ადმინისტრაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის და ვიზიტორებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოვლა-პატრონობა.

3. ნეძვის აღკვეთილში დაშვებული ქმედებები:

ა) მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა.ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ა.ბ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ა.გ) საკადასტრო სამუშაოების წარმოება;

ა.დ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ა.ე) ეკოტურისტული საქმიანობა;

ა.ვ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

ა.ზ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა).

ბ) ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ბ.ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;

ბ.ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;

ბ.გ) ეკოტურიზმი და ეკოგანათლებისა;

ბ.დ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებისა;

ბ.ე) ადგილობრივი მოსახელობისათვის ამ მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილება გამყოლის/გიდის თანხლებით, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ბ.ვ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ბ.ზ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ბ.თ) ტრადიციული გამოყენების ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;

ბ.ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება;

ბ.კ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

ბ.ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე საშეშე მერქანი), ყოველწლიურად ადგილობრივი მოსახლეობისათვის 800 მ3 I ხარისხის მერქნით სარგებლობა, ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა;

ბ.მ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა.

ბ.ნ) სააღრიცხვო სამუშაოების განხორციელება;

ბ.ო) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა;

ბ.პ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა (გარდა სოჭის გირჩისა);

ბ.ჟ) ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა;

ბ.რ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით სარგებლობა;

ბ.ს) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება (კოშკურების, პირსების მოწყობა და სხვა).

ბ.ტ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ზედგინიძ