დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 258 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360110010.22.023.016115 |
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №258
2012 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №16 ბრძანებით (სსმ , 16.05.11წ. , ვებპორტალი , 110511012) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.“ ;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი;
გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსის სამსახურში არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობებს;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების საკითხებს;
გ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ამოწმებს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტებს;
ე) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით მინიჭებულ ვალდებულებათა განხორციელებაში.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე“.
დ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ახორციელებს მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ . ზედგინიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები