„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 406
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016467
  • Word
406
19/09/2012
ვებგვერდი, 21/09/2012
200090000.22.033.016467
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №406

2012 წლის 1 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 78. აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება

1. აქციზური მარკა შესაძლებელია იყოს მატერიალური და არამატერიალური ფორმის. შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ პირს (შემდგომში – შერჩეული პირი) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების მომსახურებას ახორციელებს შერჩეული პირი.

2. მატერიალური ფორმის აქციზური მარკის დაკვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი სახის წებო, რომელიც საქონლიდან აქციზური მარკის დაზიანების გარეშე აძრობის საშუალებას არ იძლევა.

3. აქციზურ საქონელზე მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება განხორციელებულ უნდა იქნეს ისეთი სახით და იმდაგვარად, რომ მატერიალური ფორმის აქციზური მარკის მოხსნამ ან/და საქონლის გამოყენებამ გამოიწვიოს აქციზური მარკის დაზიანება.

4. მატერიალური ფორმით სავალდებულო ნიშანდება უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმით, რომ აქციზურ მარკაზე ადვილად იდენტიფიცირებადი იყოს მასზე დატანილი საიდენტიფიკაციო აღმნიშვნელები.

5. შერჩეული პირის მიერ ალკოჰოლიანი სასმელის სავალდებულო ნიშანდებისთვის გაცემული მატერიალური ფორმის აქციზური მარკა დატანილი უნდა იყოს ისეთი ფორმით, რომ მარკაზე აღნიშნული გერბი მთლიანად განთავსდეს ტარის ზევიდან (თავსახურზე).

6. თამბაქოს ნაწარმის მატერიალური ფორმის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება არსებულ შეფუთვაზე, პოლიეთილენის საფარველის შიგნიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. ლუდზე, რომელიც ჩამოსხმულია ბოთლებში, ქილაში და კასრში, მატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხორციელდება თავსახურზე, ხოლო არამატერიალური ფორმის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება ხდება ბოთლის, ქილის თავსახურზე ან არსებული ტარის ძირზე.

8. არამატერიალური ფორმის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება მწარმოებლის მიერ ექსპორტისათვის განკუთვნილი და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი ადგილობრივი წარმოების ის საქონელი, რომლის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება შერჩეული პირის მიერ ხორციელდება არამატერიალური ფორმის აქციზური მარკით.

9. იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული პირის მიერ დამონტაჟებული დანადგარების დაზიანების გამო, შერჩეული პირის შეტყობინებიდან 3 საათის განმავლობაში, შეუძლებელია სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის არამატერიალური ფორმით ნიშანდება, მწარმოებლისა და შერჩეული პირის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ოქმის საფუძველზე, საქონლის სავალდებულო ნიშანდება შესაძლოა განხორციელდეს მატერიალური ფორმით შერჩეული პირის მიერ დაზიანებული დანადგარის შეკეთებამდე.“.

2. 781 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის თავსახურზე ან ტარის ძირზე. მატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირება უნდა განხორციელდეს ისეთი სახით და იმგვარად, რომ მატერიალური ფორმის მარკის მოხსნამ ან/და საქონლის გამოყენებამ გამოიწვიოს მარკის დაზიანება.

8. იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული პირის მიერ დამონტაჟებული დანადგარების დაზიანების გამო, შერჩეული პირის შეტყობინებიდან 3 საათის განმავლობაში, შეუძლებელია სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირება, მწარმოებლისა და შერჩეული პირის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ოქმის საფუძველზე, საქონლის სავალდებულო მარკირება შესაძლოა განხორციელდეს მატერიალური ფორმით შერჩეული პირის მიერ დაზიანებული დანადგარის შეკეთებამდე.“.

3. 801 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ განაცხადი ელექტრონული ფორმით წარედგინება შერჩეულ პირს.“.

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აქციზური ან არააქციზური საქონლის დანიშნულება (წარმოშობა, სახეობა);“.

4. 802 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად მეწარმე სუბიექტი შერჩეულ პირს წარუდგენს ინფორმაციას არამატერიალური ფორმის მარკების წლიური საპროგნოზო მოთხოვნის თაობაზე.“.

ბ) მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელების მიზნით, განაცხადი ელექტრონული ფორმით წარედგინება შერჩეულ პირს.“.

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განმცხადებლის მიერ გაგზავნილი განაცხადი 2 სამუშაო დღის განმავლობაში დასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ. დადასტურებიდან 1 სამუშაო დღეში შერჩეული პირი განმცხადებელს უგზავნის ინვოისს გადასახდელი ნომინალური ღირებულების თანხისა და ანგარიშის რეკვიზიტის მითითებით. არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდებას/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებას შერჩეული პირი უზრუნველყოფს გადამხდელის მიერ ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადახდიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.“.

5. 812 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს შემოსავლების სამსახურს პროდუქციის ფორმებში/დიზაინში შესატანი ცვლილებების შესახებ (ახალი შეფუთვის დამატება და ა.შ), რომლის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს წინასწარ წარედგინება ახალი პროდუქტის პარამეტრები და ფორმის/დიზაინის (მათ შორის, თავსახური) არანაკლებ 5 ნიმუში;“.

ა. ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არანაკლებ 3 თვით ადრე აცნობოს შერჩეულ პირს ახალი წარმოების დაწყების, ბრენდის დამატების, ხაზების დამონტაჟების შესახებ, რომელიც მოახდენს ცვლილებას წარმოების მოცულობაში;“.

ა.გ) „ზ“ და ზ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოს მხოლოდ ამ ბრძანებით დადგენილი წესით ნიშანდებული/მარკირებული პროდუქციის სარეალიზაციოდ გატანა; ამასთან, ნიშანდებულად/მარკირებულად ითვლება ის პროდუქტიც, რომელზეც ვერ ხერხდება შერჩეული პირის მიერ დატანილი არამატერიალური ფორმის აქციზური მარკის სრული ან ნაწილობრივი წაკითხვა/ამოცნობა;

1) საწარმოო ხაზებზე დამონტაჟებული დანადგარების მზადყოფნის შესახებ შერჩეული პირის მიერ დასტურის მიღების შემდეგ, პროდუქციის სავალდებულო ნიშანდება/მარკირება უზრუნველყოს მხოლოდ შერჩეული პირის მიერ, გარდა ამ ბრძანების 78-ე მუხლის მე-9 პუნქტითა და 781 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

ა. დ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და “ნ“ ქვეპუნქტები:

„მ) 1 სამუშაო დღეში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია იმ პროდუქციის თაობაზე, რომლის ნიშანდებისას/მარკირებისას მონაცემთა ბაზაში აისახა არასწორი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ (დასახელება, მოცულობა და ა.შ), მონაცემთა ბაზაში არასწორად ასახული ინფორმაცის მითითებით. ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ასეთი პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მწარმოებელზე გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები;

ნ) ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოს შერჩეული პირის წარმომადგენელთან მონაცემთა ბაზაში არასწორად ასახული პროდუქციის თაობაზე შესაბამისი ოქმის შედგენა, რომელიც ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად წარედგინება შემოსავლების სამსახურს.“.

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) უზრუნველყოს ნიშანდებული/მარკირებული პროდუქციის შესახებ მონაცემთა ბაზაში არასწორად ასახული ინფორმაციის თაობაზე მწარმოებელთან ერთად შესაბამისი ოქმის შედგენა და შემოსავლების სამსახურის დასტურის შემდეგ, ბაზაში ინფორმაციის გასწორება.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის მარკებით პროდუქციის ნიშანდებას/მარკირებას უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხეთაგური