„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში” ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016050
  • Word
16
26/09/2012
ვებგვერდი, 28/09/2012
300280000.16.009.016050
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში” ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში” ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №16

2012 წლის 26 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის  №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ (სსმ III, 22.09. 2008, №140, მუხ.1385) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -3 მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განაწილების ლიცენზიატმა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული წერილობითი პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.“

2. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელი (სახელწოდება), ან სხვა პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება , იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;

3. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), მაგრამ არა უმეტეს 50 მეტრის დაშორებით იმ საცხოვრებელი ბინიდან, საწარმოდან ან სხვა ობიექტიდან,  სადაც ხდება ელექტროენერგიის მოხმარება, თუ ტექნიკური რეგლამენტითა ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.“

4. მე -8 მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განაწილების ლიცენზიატის მიერ დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.“

5. მე-10 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„5. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე.  თუ განაწილების ლიცენზიატმა არ  გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას და არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს არანაკლებ ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან.”

ბ)    დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. კომისიაში განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი დავის განხილვის შემთხვევაში კომისია განსაზღვრავს დავალიანების გადანაწილების ვადას.“

6. 261 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში კომისია  უფლებამოსილია, ლიცენზიატის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.“

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე                                                                გ. ჩალაგაშვილი

კომისიის წევრი                                           ზ. გაბელაია

კომისიის წევრი                                           მ. ნადირაძე

კომისიის წევრი                                          გ. შონია