„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 224/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016490
224/ნ
11/10/2012
ვებგვერდი, 12/10/2012
430210000.22.022.016490
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 224/ნ

2012 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანების (ვებპორტალი, 18.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016076) პირველი მუხლით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) შესავალი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება ზოგადი განათლების სისტემისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის N84 დადგენილებას, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ.   

ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანაა, შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები. ამ მიზნიდან გამომდინარე, იგი ირჩევს პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას. ამ კონცეფციის  აღმავლობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ხელი შეუწყო 70-იანი წლებიდან სხვადასხვა სამეცნიერო დარგში (კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, ნეირო მეცნიერებებში, განათლების მეცნიერებებში, ფსიქოლინგვისტიკაში, ენების დიდაქტიკაში და სხვ.) მიმდინარე ინტენსიურმა კვლევებმა, რომლებმაც მეცნიერულად დაასაბუთეს მისი უპირატესობა მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებისათვის, შესაბამისად, ისეთი მოქალაქის აღზრდისათვის, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და  მოთხოვნებს უპასუხებს.

 პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას.

  სწორედ ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით. ეს არსებითი მოთხოვნა აისახება საგნობრივი პროგრამების სამნაწილიან სტრუქტურაში:

 

 

 

საგნობრივი პროგრამების ზოგადი ნაწილი განსაზღვრავს საგნის სწავლების ამოცანებს და იმ ძირითად ორიენტირებს, რომლებიც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარეობს. 

 საგნობრივი სტანდარტი განსაზღვრავს კონკრეტულ საგნობრივ კომპეტენციებს, რომელთაც უნდა დაეუფლონ მოსწავლეები დასახული მიზნების მისაღწევად. საგნობრივ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციები მოიცავს სამი კატეგორიის ცოდნას: ა) დეკლარატიულს, ანუ  სტატიკური ხასიათის ცოდნას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ცოდნის პროცედურულად გამოყენებას. დეკლარატიულია მოსწავლის ცოდნა, თუ მან იცის კონკრეტული მათემატიკური ოპერაციის წარმოების წესი, თუმცა ვერ იყენებს მას; ბ) პროცედურულს ანუ დინამიურ ცოდნას, რომელიც ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას იძლევა; პროცედურულია მოსწავლის ცოდნა, თუ ის ასრულებს მათემატიკურ ოპერაციას. პროცედურული ცოდნის ათვისება მრავალჯერადი  გავარჯიშების გზით ხდება და გ) პირობისეულ ცოდნას, ანუ ფუნქციურ ცოდნას, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას. პირობისეულია მოსწავლის ცოდნა, თუ მას შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად შეარჩიოს სათანადო მათემატიკური ოპერაცია.

 

   ცოდნის სამი კატეგორია

 

საგნობრივი პროგრამების ძირითადი ნაწილის - სტანდარტის  ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება. მასში სწავლების მიზნები ჩამოყალიბებულია კონკრეტული შედეგების სახით, ანუ იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების სახით, რომლებიც უნდა წარმოაჩინოს მოსწავლემ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. სტანდარტით განსაზღვრული შედეგებისა და ინდიკატორების სახით მასწავლებელს ეძლევა კონკრეტული მითითება იმის შესახებ, თუ როგორ და რა კუთხით უნდა დაამუშავებინოს მოსწავლეებს ჩამონათვალში მოცემული შინაარსობრივი საკითხები. ის ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც მიუთითებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს სასწავლო პროცესი, რათა მოსწავლეებმა ცოდნა გააზრებულად და საფუძვლიანად შეიძინონ.

პროგრამის შინაარსი წარმოადგენს სავალდებულო და სარეკომენდაციო სასწავლო საკითხების ჩამონათვალს.

ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, განკუთვნილია ზოგადი განათლების სფეროში მოღვაწე თუ მონაწილე ყველა სუბიექტისათვის.“

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. ზოგადი განათლების საფეხურები       

1. სრული ზოგადი განათლება მოიცავს სამ საფეხურს და გულისხმობს თორმეტწლიან სწავლებას. 

2. სრული ზოგადი განათლების საფეხურებია:

ა) დაწყებითი - I-VI კლასები;

ბ) საბაზო - VII-IX  კლასები;

გ) საშუალო - X-XII კლასები.

3. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

4. სრული ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში.“

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) შესაძლებლობის ფარგლებში, რეკომენდებულია, საკლასო გარემო დაიყოს რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან მინიმუმ ერთი დასვენებასა და თავისუფალ აქტივობას დაეთმობა.“

დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 30 მოსწავლით. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის  წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის  №448 ბრძანების №4 და №6 დანართებით დამტკიცებულ სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.“

ე) მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განმსაზღვრელი წესი ეხება 2005–2006 სასწავლო წელს სკოლაში პირველ კლასში შესულ მოსწავლეებს და ყოველ შემდგომ თაობას.  უფრო მაღალ კლასებში სკოლებმა შეიძლება შემოიღონ ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოქმედება არ გამოიწვევს მოსწავლეების სკოლიდან ამორიცხვას.

5. კლასის გაყოფა დასაშვებია ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. ამასთან, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, ხოლო უცხოურ ენებში იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით.“

ვ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

,,61. ქართულ, როგორც მეორე ენაში შესაძლებელია ერთი საფეხურის ფარგლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები დაჯგუფდნენ  ენის ფლობის დონეების მიხედვით.“

ზ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი.“

თ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) V-XII კლასებისთვის წელიწადში მინიმუმ ერთხელ (სასწავლო წლის ბოლოს) გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; დახასიათებაში ასევე  გაანალიზებული უნდა იყოს ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია (ან არსებითია)  მოსწავლის კოგნიტური (შემეცნებითი), ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. ეს ინფორმაცია ყოვეწლიურად უნდა მიეწოდოს მშობელს კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (პირადი შეხვედრისას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით და სხვ.).

ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.“

ი) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;

ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური  ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;

გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;

დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.

ე) საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში  - სამინისტრო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.“

კ) მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სკოლა ვალდებულია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებული იქნება საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ (მაგ., მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების); აგრეთვე შესაძლებელია სკოლამ შექმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.

2. კათედრების ფუნქციებია:

ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;

ბ) თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები;

გ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

დ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;

ე) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);

ვ) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;

ზ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.

თ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.

3. კათედრების მოწყობა:

ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.

ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“

ლ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.“

მ)  მე-10 მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

,,8. სახელმძღვანელოს არჩევისას მასწავლებლებს შეუძლიათ გაეცნონ რესურსცენტრებში განთავსებულ სახელმძღვანელოების ეგზემპლარებს.

9. სკოლამ არჩეული სახელმძღვანელოების სია უნდა გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას სასწავლო წლის დაწყებამდე  მინიმუმ ერთი კვირით ადრე.

10. მასწავლებელს უფლება აქვს, სწავლებისას მხოლოდ დამხმარე/დამატებითი მასალის სახით, გამოიყენოს ნებისმიერი სასწავლო მასალა. ამასთან, საჯარო სკოლის მასწავლებელს/სკოლას  ეკრძალება, მოსთხოვოს მოსწავლეს არაგრიფირებული სახელმძღვანელოების/სხვა სასწავლო მასალის შეძენა.“

ნ)  მე-10 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ო) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კერძო სკოლებს და საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლებს უფლება აქვთ, დაადგინონ კლასის დაძლევის ბარიერი, მაგრამ არანაკლებ ამ გეგმის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ბარიერისა.“

პ) მე-19 მუხლის ,,დ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს. 

ჟ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,დ) თუ მოსწავლეს,  სკოლიდან სკოლაში  სემეტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამო,  მოუხდება განსხვავებული საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს ამ გეგმის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება). ამასთან, მიმღები სკოლა ვალდებულია შეაფასოს მოსწავლე  ახალ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე.

ე) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო, მიმღებ სკოლაში განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ. თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად - გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა - გერმანული ენის წლიურ ქულად).“

რ) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ს) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;“

ტ) 21-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 21. კლასისა და საფეხურის  დაძლევა

,,1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა მე-17 მუხლის მე-4 და მე-51 პუნქტებით განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.

2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს  მას  საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.

3. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს  მას საბაზო განათლების ატესტატის  აღების ან/და საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.

4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს  საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე  გასვლის უფლებას.“

უ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,მუხლი 22. გაცდენები

1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მათ შორის, აბიტურის საათის და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გაცდენები. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი.

2. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

3. სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.

4. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე;“

ფ) 23-ე მუხლის პირველი  პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

,,დ) ექსტერნატის გამოცდა;“

ქ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ღ) 23-ე მუხლის მე-12  და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან საბაზო/საშუალო განათლების ატესტატის მიღების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომლებზედაც ვრცელდება 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

13. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - სრული ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად მოსწავლემ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე უნდა მიიღოს დადებითი შეფასება;“

ყ) 25-ე პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. წარჩინებული მოსწავლეების წახალისების წესს, სურვილისამებრ, განსაზღვრავს სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით.

2. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.

3. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.“

შ) 28-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. ისგ ჯგუფმა სასწავლო წლის ბოლოს სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს სსსმ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად მოსწავლის შესახებ წარმოებული სრული დოკუმენტაცია (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები და სხვ.).“

ჩ) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის საერთო ქულების გამოანგარიშება ხდება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის, ამ გეგმის მე-20 მუხლის შესაბამისად.“

ც) 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები

1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. პრიოტიტეტული გამჭოლი კომპეტენციები მოიცავს იმ ძირითად ცოდნასა და უნარებს, რომელთა გამომუშავებასა და განვითარებას ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლება სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად.

2. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან ერთ რომელიმე საგანში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს.

3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციებია:

ა) წიგნიერება. ტრადიციული გაგებით, სიტყვა "წიგნიერება" გულისხმობს კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის მიზნით ენის გამოყენების უნარს. დღეს ამ ცნების შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს; თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს;

ბ) მედიაწიგნიერება. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, თანამედროვე სამყაროში, ტრადიციულ ტექსტებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მულტიმედიურმა ტექსტებმა – ტექსტებმა, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს. გარდა ამისა, თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას;

გ) ციფრული წიგნიერება (იგივეა, რაც კომპიუტერული წიგნიერება). თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაც, რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში;

დ) რაოდენობრივი წიგნიერება. რაოდენობრივი წიგნიერება არის იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელთა დაუფლება მოსწავლეს უადვილებს რიცხვის არსის გააზრებას, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, რიცხვებს შორის მიმართებების გაგებას, რაოდენობათა შედარებას. ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა საგნების შესასწავლადაც;

ე) ეკოლოგიური წიგნიერება. ეკოლოგიური წიგნიერება გულისხმობს  გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში;  

ვ) მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია. მრავალენობრივი კომპეტენცია არის ადამიანის შინაგანი უნარი, დაეუფლოს და გამოიყენოს ენა/ენები.  ნებისმიერ საგანში ცოდნასა და უნარებს მოსწავლე ენობრივი აქტივობების საშუალებით იძენს. შესაბამისად, ყველა საგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს  მოსწავლის მრავალენობრივი კომპეტენციის განვითარებაში;

ზ) სემიოტიკური კომპეტენცია.  სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის  (მაგ. სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების, სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა და ა.შ.) უნარი;

თ) სწავლის სწავლა. სწავლის სწავლა არის სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი. მასწავლებელმა უნდა მიმართოს მოსწავლის ყურადღება სწავლის პროცესზე, მის მიმდინარეობაზე; დაეხმაროს მოსწავლეს იმ ფაქტორებისა და პირობების გაცნობიერებაში, რომლებიც აფერხებს ან ხელს უწყობს სასწავლო პროცესის მსვლელობას; აღმოაჩენინოს ის ხერხები და მიდგომები, რომლებიც აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და გამოუმუშავოს სწავლის სტრატეგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარი;

ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.“

ძ) 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) VIII კლასი: სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება ისწავლება II სემესტრში, ჯამურად 12 საათი; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ისწავლება I სემესტრში კვირაში 2 საათი და II სემესტრში - კვირაში 1 საათი; მუსიკა ისწავლება I სემესტრში კვირაში 1 საათი და II სემესტრში - კვირაში 2 საათი;

ბ) IX კლასი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ისწავლება I სემესტრში კვირაში 1 საათი და II სემესტრში - კვირაში 2 საათი; მუსიკა ისწავლება I სემესტრში კვირაში 2 საათი და II სემესტრში - კვირაში 1 საათი.“

წ ) 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) VIII კლასი: სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება ისწავლება II სემესტრში, ჯამურად 12 საათი; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ისწავლება I სემესტრში კვირაში 2 საათი და II სემესტრში - კვირაში 1 საათი; მუსიკა ისწავლება I სემესტრში კვირაში 1 საათი და II სემესტრში - კვირაში 2 საათი;

გ) IX კლასი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ისწავლება I სემესტრში კვირაში 1 საათი და II სემესტრში - კვირაში 2 საათი; მუსიკა ისწავლება I სემესტრში კვირაში 2 საათი და II სემესტრში - კვირაში 1 საათი.“

ჭ) II კარის, X თავის VIII, IX, X, XI და XII კლასები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

VIII კლასი

ქართ

არაქარ

საგანი

საათების რაოდენობა კვირაში

შენიშვნა

შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა

სემესტრი

I

II

1

 

ქართული ენა და ლიტერატურა

5

 

4

5

 

1

ქართული, როგორც მეორე ენა

(არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის)

5

 

4

5

 

2

მშობლიური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის)

5

 

4

5

2

3

მათემატიკა

4

 

4

6

3

4

პირველი უცხოური ენა

3

 

2

3

4

 

მეორე უცხოური  ენა (ქართულენოვანი სკოლებისათვის/ სექტორებისათვის)

2

 

2

3

 

(5)

მეორე უცხოური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/

სექტორებისათვის)

0-2

 

2

3

5

5 (6)

ისტორია

3

 

2

3

6

6 (7)

გეოგრაფია

2

 

2

3

7

7(8)

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

0.5

II სემეს. - ჯამში12სთ

 

2

8

8 (9)

ბიოლოგია

2

 

2

3

9

9 (10)

ფიზიკა

2

 

2

3

10

10(11)

ქიმია

2

 

2

3

11

11 (12)

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

1.5

I სემესტრში კვირაში 2 სთ და II სემესტრში - კვირაში 1 სთ

2

2

12

12 (13)

მუსიკა

1.5

I სემესტრში კვირაში 1 სთ და II სემესტრში - კვირაში 2 სთ

2

3

13

13 (14)

პორტი

2

 

 

 

აუცილებელი  საათების რაოდენობა კვირაში

 

 

ქართულენოვანი სკოლებისათვის/

სექტორებისთვის

30.5

 

 

 

 

 

არაქართულენოვანი სკოლებისთვის/ სექტორებისთვის

33.5- 35.5

 

 

 

IX კლასი

ქართ

არაქართ

საგანი

საათების რაოდენობა კვირაში

შენიშვნა

შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა

სემესტრი

I

II

1

 

ქართული ენა და ლიტერატურა

5

 

4

5

 

1

ქართული, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის

5

 

4

5

 

2

მშობლიური ენა

(არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის)

5

 

4

5

2

3

მათემატიკა

4

 

4

6

3

4

პირველი უცხოური ენა

2

 

2

3

4

 

მეორე უცხოური  ენა (ქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის)

2

 

2

3

 

 (5)

მეორე უცხოური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის)

0-2

 

2

3

5

5(6)

ისტორია

4

 

3

4

6

6(7)

გეოგრაფია

2

 

2

3

7

7(8)

სამოქალაქო განათლება

2

 

2

3

8

8(9)

ბიოლოგია

2

 

2

3

9

9(10)

ფიზიკა

3

 

2

3

10

10(11)

ქიმია

2

 

2

3

11

11(12)

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

1.5

I სემესტრში კვირაში 1 სთ და II სემესტრში - კვირაში 2 სთ

2

3

12

12(13)

მუსიკა

1.5

I სემესტრში კვირაში 2 სთ და II სემესტრში - კვირაში 1 სთ

2

2

13

13(14)

სპორტი

2

 

 

 

აუცილებელი   საათების რაოდენობა კვირაში

 

 

ქართულენოვანი სკოლებისათვის/

სექტორებისათვის

33

 

 

 

 

 

არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის

36-38

 

 

 

               

X კლასი

ქართ

არაქართ

საგანი

საათების რაოდენობა კვირაში

შენიშვნა

შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა

სემესტრი

I

II

1

 

ქართული ენა და ლიტერატურა

5

 

4

5

 

1

ქართული, როგორც მეორე ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის

5

 

4

5

 

2

მშობლიური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის)

5

 

4

5

2

3

მათემატიკა

5

 

4

6

3

4

პირველი უცხოური ენა

2

 

2

3

4

 

მეორე უცხოური  ენა (ქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის)

2

 

2

3

 

 (5)

მეორე უცხოური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის)

0-2

2

3

5

5(6)

ისტორია

2

 

2

3

6

6(7)

გეოგრაფია

2

 

2

3

7

7(8)

სამოქალაქო განათლება

3

 

2

3

8

8(9)

ბიოლოგია

3

 

2

3

9

9(10)

ფიზიკა

2

 

2

3

10

10(11)

ქიმია

2

 

2

3

11

11(12)

სპორტი

2

 

   
   

არჩევითი საგნები:

 

2

 

1

1

აუცილებელი   საათების რაოდენობა კვირაში

 

 

   

ქართულენოვანი სკოლებისთვის/

სექტორებისთვის

32

 

 

 

   

არაქართულენოვანი სკოლებისთვის/

სექტორებისთვის

35-37

 

 

 

               

XI კლასი

ქართ

არაქართ

საგანი

საათების რაოდენობა კვირაში

შენიშვნა

შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა

სემესტრი

I

II

1

 

ქართული ენა და ლიტერატურა

5

 

4

5

 

1

ქართული, როგორც მეორე ენა

(არაქართულენოვანი სკოლებისათვის/ სექტორებისათვის)

5

 

4

5

 

2

მშობლიური ენა

(არაქართულენოვანი სკოლებისათვის/ სექტორებისათვის)

5

 

4

5

2

3

მათემატიკა

5

 

4

6

3

4

პირველი უცხოური ენა

2

 

2

3

4

 

მეორე უცხოური  ენა (ქართულენოვანი სკოლებისათვის/ სექტორებისათვის)

2

2

3

 

 (5)

მეორე უცხოური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/ სექტორებისათვის)

0-2

2

3

5

5(6)

ისტორია

3

 

2

3

6

6(7)

გეოგრაფია

2

 

2

3

7

7(8)

ბიოლოგია

2

 

2

3

8

8(9)

ფიზიკა

2

 

2

3

9

9(10)

ქიმია

3

 

2

3

10

10(11)

სპორტი

1.5

 I სემესტრი - კვირაში 2 სთ. II სემესტრი - კვირაში 1 სთ.

   

11

11(12)

საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება

1.5

I სემესტრი - კვირაში 1 სთ. II სემესტრი - კვირაში 2 სთ.

   
   

  არჩევითი საგნები

 

2

 

1

1

აუცილებელი   საათების რაოდენობა კვირაში

 

 

 

 

ქართულენოვანი სკოლებისთვის/ სექტორებისთვის

30

 

 

 

 

 

არაქართულენოვანი სკოლებისთვის/ სექტორებისთვის

33- 35

 

 

 

XII კლასი

ქართ

არაქართ

საგანი

საათების რაოდენობა კვირაში

შენიშვნა

შემაჯამებელი დავალების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა

პროგრამული

აბიტური

სემესტრი

I

II

1

 

ქართული ენა და ლიტერატურა

5

1

 

3

4

 

1

ქართული, როგორც მეორე ენა

(არაქართულენოვანი სკოლებისათვის/ სექტორებისათვის

5

1

 

2

3

 

2

მშობლიური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/ სექტორებისათვის)

5

 

 

3

4

2

3

მათემატიკა

5

1

 

4

4

3

4

პირველი უცხოური ენა

2

2

 

 

აბიტურის 2 საათი შესაძლებელია გადანაწილდეს პირველ და მეორე ენებზე.

3

2

4

 

მეორე უცხოური  ენა (ქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის)

2

2

2

 

 (5)

მეორე უცხოური ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის)

0-2

2

2

5

5(6)

ისტორია

2

1

 

1

1

6

6(7)

გეოგრაფია

 

1

 

   

7

7(8)

სამოქალაქო თავდაცვა  და უსაფრთხოება

0.5

 

I სემესტრი - ჯამურად 14 სთ.

1

 

8

8(9)

ბიოლოგია

 

1

 

   

9

9(10)

ფიზიკა

 

1

 

   

10

10(11)

ქიმია

 

1

 

   

11

11(12)

სპორტი

2

 

 

 

 

   

 

 

   

აბიტურის კურსებში ოფიციალური შეფასება არ იწერება

   
   

 არჩევითი საგნები

       

 

 

   

        1  

 

 I სემესტრი -  კვირაში 2 სთ.

1

 

  აუცილებელი   საათების  რაოდენობა კვირაში

 

   

ქართულენოვანი სკოლებისთვის/ სექტორებისათვის

(19.5 +9 )

28.5

 

 

   

არაქართულენოვანი სკოლებისათვის/ სექტორებისათვის

(22.5/24.5 + 9)

31.5 – 33.5

 

 

                 

 

მუხლი 2
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანების (ვებპორტალი, 18.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016076):

ა) მე-3 მუხლის ,,ბ” და ,,გ”  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) 49-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1-ლი სექტემბრიდან;

გ) 49-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1-ლი სექტემბრიდან;“

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ პუნქტი:

,,გ1) 49-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან;“

გ) მე-3 მუხლის  ,,თ“ და ,,ი“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის მესამე კარის XI, XII, XV, XVI, XVII, XX, XXI, XXIV, XXV, XXVII, XXIX, XXXI, XXXIII, XXXV, XXXVI, XXXIX, XL, XLIII, XLIV, XLV, XLVI, XLVIII, XLIX, LI, LII, LIII, LIV თავები ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან;

ი) არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის მესამე კარის XIII, XIV, XVIII, XIX, XXII, XXIII, XXVI, XXVIII, XXX, XXXII, XXXIV, XXXVII, XXXVIII, XLI, XLII, XLVII, L, LV, LVI თავები ამოქმედდეს 2014 წლის 1სექტემბრიდან;“.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიხატია დეკანოიძე