„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/10/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 14/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.158.016102
38
26/10/2012
ვებგვერდი, 01/11/2012
010320010.35.158.016102
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №38

2012 წლის 26 ოქტომბერი

ქ.ბოლნისი

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №34 დადგენილებაში (ვებგვერდი სსმ.matsne.gov.ge, 24/10/2012, 010320010.35.158.016098) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 1700 ლარი;

გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე –1350 ლარი;

დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 1350 ლარი;

ე) საკრებულოს აპარატის უფროსი – 1000 ლარი;“

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) გამგებლის მოადგილე – 1300 ლარი;

გ) გამგეობის სამსახურის უფროსი – 1000 ლარი;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული – 1000 ლარი.“

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ნოემბრიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ საბიაშვილი