„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 242/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 19/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016508
242/ნ
19/11/2012
ვებგვერდი, 21/11/2012
430210000.22.022.016508
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №242/ნ

2012 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანების (ვებპორტალი, 18.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016076) პირველი მუხლით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი  4.  მოსწავლეთა რაოდენობა საჯარო სკოლაში

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 30 მოსწავლით. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის  წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის  №448 ბრძანების №4 და №6 დანართებით დამტკიცებულ სკოლებში კლასში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოსწავლეთა მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს.

3. პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18. გამონაკლისი მოსწავლეთა რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. თუ სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მოძრაობის გამო კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღარ იქნება დადგენილი ნორმის შესაბამისი, სკოლა ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კლასის გაყოფის/შეერთების/არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით დატოვების თაობაზე.

5. მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განმსაზღვრელი წესი ეხება 2005–2006 სასწავლო წელს სკოლაში პირველ კლასში შესულ მოსწავლეებს და ყოველ შემდგომ თაობას.  უფრო მაღალ კლასებში სკოლებმა შეიძლება შემოიღონ ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოქმედება არ გამოიწვევს მოსწავლეების სკოლიდან ამორიცხვას.

6. კლასის გაყოფა დასაშვებია ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. ამასთან, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, ხოლო უცხოურ ენებში იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით.

7. ქართულ, როგორც მეორე ენაში შესაძლებელია ერთი საფეხურის ფარგლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები დაჯგუფდნენ  ენის ფლობის დონეების მიხედვით.

8. მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაშვებია კლას-კომპლექტების  შექმნა. კლას-კომპლექტებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს.

9. კლას-კომპლექტების შექმნის შემთხვევაში რეკომენდებულია ისინი შეიქმნას საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი.

10. კლას-კომპლექტის შექმნის შემთხვევაში თითოეული კლასის მოსწავლეს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი კლასისთვის/საგნისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული  სავალდებულო საათების რაოდენობა.

11. კლას-კომპლექტებში სწავლა-სწავლების პროცესი მთლიანად უნდა დაეფუძნოს დიფერენცირებული სწავლების პრინციპებს.“

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი