„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 455
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.017131
455
28/11/2012
ვებგვერდი, 30/11/2012
010220000.10.003.017131
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №455

2012 წლის 28 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის კან­ცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2012, 010220000.10.003.016913) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე‑2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრისა და მთავრობის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;“.

2. მე‑3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერ­თეუ­ლებია:

ა) იურიდიული დეპარტამენტი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

გ) საფინანსო დეპარტამენტი;

დ) საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარ­ტა­მენტი;

ე) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი.“.

3. მე‑5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთე­ულების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ‑მინისტრი. სტრუქტურული ერთე­ულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ‑ მინისტრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი