„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-228
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016094
2-228
30/11/2012
ვებგვერდი, 30/11/2012
040030000.22.032.016094
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-228

2012 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულებაში (ვებგვერდი, 140111 14.01.2011) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ1) საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის  დეპარტამენტი.“

2. მე-5 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის: 
ა.ა) „გ“   ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ა.ბ) „ვ“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) დაემატოს 61 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა)     სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

გ)     სააგენტოს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება;

დ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა;

ე) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელის დანერგვა და განვითარება, პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება;

ვ)  მონაცემთა ბაზის  რეგულარული განახლება და ეფექტური ადმინისტრირება. “

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით კირვალიძე