საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 772
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/03/2001
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.890
  • Word
772
02/03/2001
სსმ, 6, 20/03/2001
020.000.000.05.001.000.890
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

I. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ.166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტს სიტყვის „დაწესებულება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ საჯარო სამართლის იურიდიული პირი“ (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა)“, ხოლო სიტყვები „ფიზიკური ან იურიდიული“ შეიცვალოს სიტყვით „სხვა“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ადმინისტრაციულ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ;“;

ა.გ) „ი“ ქვეპუნქტში სიტყვა „კომპეტენტურ“ შეიცვალოს სიტყვით „უფლებამოსილ“; სიტყვის „გამოცემის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას;“, ხოლო სიტყვა „შესახებ“ ამოღებულ იქნეს“;

ა.დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) საჯარო ინფორმაცია – ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია;“;

ა.ე) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი;

ნ) საიდუმლო ინფორმაცია – საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა „ბათილია“ შეიცვალოს სიტყვებით „ ბათილად უნდა გამოცხადდეს.“.

3. მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. პირის კანონიერი ნდობის საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რისთვისაც საჭირო არ არის ადმინისტრაციული ორგანოს შემდგომი თანხმობა. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 11. საიდუმლოობა

ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენოს ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაცია. პასუხისმგებლობა ასეთი სახის ინფორმაციის გამჟღავნების ან გამოყენებისათვის დგება კანონით განსაზღვრული წესით. ეს არ შეიძლება გახდეს ამ კოდექსის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი.“.

5. 21-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საზოგადოებრივ ექსპერტად ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო (საექსპერტო) ორგანოები. ექსპერტად ჩაითვლება აგრეთვე საზოგადოებრივი საექსპერტო დაწესებულების წევრი.“.

6. 23-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საიდუმლო ინფორმაციის დაცვა

ბ) ტექსტში სიტყვები „კონფიდენციალურად აღიარებული“ შეიცვალოს სიტყვით „საიდუმლო“.

7. 27-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საჯარო დაწესებულება – ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „საჯარო მოხელისაგან“ და „საჯარო მოხელე“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „პირისაგან“ და „პირი“;

გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

კ) გადაუდებელი აუცილებლობა – კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება ან ვითარება, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალური საფრთხე ექმნება საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას.“.

8. 27-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში, 36-ე და 46-ე მუხლებში სიტყვა „მოხელე“ შეიცვალოს სიტყვით „მოსამსახურე“; 27-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში, 35-ე მუხლში, 47-ე მუხლის პირველ ნაწილსა და „დ“ ქვეპუნქტში, 49-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „მოხელის“ შეიცვალოს სიტყვით „მოსამსახურის“; 27-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტში სიტყვა „მოხელეების“ შეიცვალოს სიტყვით „მოსამსახურეების“; 29-ე მუხლში, 42-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში, 49-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვა „მოხელეთა“ შეიცვალოს სიტყვით „მოსამსახურეთა“; 47-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „მოხელეს“ შეიცვალოს სიტყვით „მოსამსახურეს“.

9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271, 272, 273 და 274 მუხლები:

    მუხლი 271. პირადი საიდუმლოება

პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია.

    მუხლი 272. კომერციული საიდუმლოება

1. კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

2. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.

3. ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ ცნობს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.

4. ნებისმიერ პირს უფლება აქვს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში გაასაჩივროს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი.

5. საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ.

    მუხლი 273. პროფესიული საიდუმლოება

პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას.

    მუხლი 274. სახელმწიფო საიდუმლოება

სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით.  “.

10. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.“.

11. 29-ე მუხლს სიტყვების „საჯარო მოსამსახურეთა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა)“.

12. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 31. საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადა

1. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული. პირადი საიდუმლოება დახურულია პირის სიცოცხლის მანძილზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ შეაქვთ საჯარო რეესტრში.“.

13. 33-ე მუხლს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის გამოქვეყნებისას მიეთითება პირი, რომელმაც გაასაიდუმლოვა ინფორმაცია, ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის საფუძველი და გასაიდუმლოების ვადა.“.

14. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 34. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომა

1. კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.

2. გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.

3. კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კოლეგიურმა საჯარო დაწესებულებამ რეესტრში უნდა შეიტანოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სახელობითი კენჭისყრის შედეგები, აგრეთვე სხდომის ოქმის მონაცემები 33-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

4. სარჩელი გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული სხდომის, ასევე სხდომის დახურვის კანონიერების შესახებ სასამართლოს უნდა წარედგინოს კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ.“.

15. 35-ე მუხლს სიტყვის „მიღების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები შექმნის, დამუშავების, გამოცემის“, ხოლო სიტყვები „შემოვიდა ან“ შეიცვალოს სიტყვებით „შემოვიდა ან/და“.

16. 37-ე მუხლის:

ა) ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და სიტყვის „შესაძლებლობა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

2. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.“.

17. მე-40 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ საჯარო ინფორმაციის გაცემა“;

ბ) პირველ ნაწილში სიტყვები „მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით „ გასცეს საჯარო ინფორმაცია“, ხოლო „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მოთხოვნის თაობაზე დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებით დაინტერესებულ“;

გ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.“.

18. 41-ე მუხლის:

ა) ტექსტი ჩაითვალოს მე-2 ნაწილად და ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის“, ხოლო სიტყვა „პროცედურა“ შეიცვალოს სიტყვით „წესი“;

ბ) დასაწყისში დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი ნაწილი:

1. საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.“.

19. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი:

    მუხლი 411. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ

ამ კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლში მითითებული ვადების გასვლისთანავე.“.

20. 42-ე მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „პასუხისმგებელი“, ხოლო სიტყვის „ევალებათ“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად.“.

21. 43-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი:

ბ) არ დაუშვას საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი სახის პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა ან გაცემა, რომელიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან;“;

ბ) „ბ“-„ი“ ქვეპუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს „გ“-„კ“ ქვეპუნქტებად;

გ) „ზ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხასიათისა და მიზნის“.

22. 44-ე მუხლის:

ა) სათაურში სიტყვა „კონფიდენციალობა“ შეიცვალოს სიტყვით „საიდუმლოება“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.“;

გ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

2. პირს უფლება აქვს პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შესახებ საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში.“.

დ) მე-2 ნაწილი ჩაითვალოს მე-3 ნაწილად.

23. 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვა „კოდექსის“ შეიცვალოს სიტყვით „თავის“.

24. 48-ე მუხლს პირველ წინადადებაში სიტყვის „სასამართლოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები მხარის შუამდგომლობით

25. 49-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „უარყოფით“;

ბ) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ;

ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.“.

26. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“.

27. 53-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილში სიტყვა „სამართალდარღვევათა“ შეიცვალოს სიტყვით „სამართლებრივი“;

ბ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

28. მე-60 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილს სიტყვის „ჩაითვლება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე მუხლით ან 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა“;

ბ) მე-3 ნაწილს სიტყვის „ორგანო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები ხოლო საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო“;

გ) მე-5 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.“;

დ) მე-6 ნაწილს სიტყვის „არღვევს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან“, ხოლო სიტყვა „დაცვის“ შეიცვალოს სიტყვით „ურთიერთგაწონასწორების“.

29. 61-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი წინადადება: ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილი.“.

30. 62-ე მუხლის სათაურში სიტყვა „ადმინისტრაციული“ შეიცვალოს სიტყვებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი“, ხოლო 63-ე მუხლის სათაურსა და ტექსტში და 64-ე მუხლში სიტყვები „ადმინისტრაციულ“ და „ადმინისტრაციული“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ“ და „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი“.

31. 72-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

3. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას (ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას) ცალკე ადმინისტრაციული წარმოება არ დაიწყება, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

32. მე-80 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ადმინისტრაციული აქტის გამოცემა“ შეიცვალოს სიტყვებით „საკითხის გადაწყვეტა“.

33. 82-ე მუხლის სათაურიდან და ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „პროფესიული“, ხოლო ტექსტში სიტყვა „კონფიდენციალობის“ შეიცვალოს სიტყვით „საიდუმლოობის“.

34. 84-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „მიღებიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „განცხადების 78-ე მუხლთან შესაბამისობის დადგენიდან“, ხოლო ციფრი „5“ – ციფრით „3“.

35. 91-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 91. ადმინისტრაციული წარმოების ხარჯების ანაზღაურება

ყოველი მხარე თვითონ აანაზღაურებს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ, მის მიერ, მისივე ინიციატივით ან მის სასარგებლოდ გაწეულ ხარჯებს.“.

36. 92-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „მხარის“ შეიცვალოს სიტყვით „მხარე“, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

ზ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.“;

ბ) მე-2 ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებად, ხოლო „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;“.

37. 93-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

5. მთელი კოლეგიური ორგანოს ან კოლეგიური ორგანოს წევრთა იმ რაოდენობის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად არაუფლებამოსილს ხდის ამ ორგანოს, აგრეთვე იმ თანამდებობის პირის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს ზემდგომი ორგანო, ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს კანონმდებლობის შესაბამისად ამ საკითხის გადასაწყვეტად დანიშნული, მისი მოვალეობის შემსრულებელი ან დამოუკიდებელი ორგანო.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩაითვალოს მე-6 ნაწილად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე ვალდებულია აცილების შესახებ განცხადება წარადგინოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღის განმავლობაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.“.

38. 99-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თუ დოკუმენტის გაცნობის ინტერესი აღემატება საიდუმლოების დაცვის ინტერესს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს გასაცნობად წარედგინება საქმის ის მასალებიც, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.“;

ბ) მე-5 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს სახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით.“.

39. 107-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

2. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

40. 112-ე მუხლის მე-4 ნაწილს სიტყვების „გაეცნოს ოქმს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ადმინისტრაციული ორგანო ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.“.

41. 115-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

2. სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან, ლიცენზირებასთან, გარემოსდაცვითი და მშენებლობის ნებართვების გაცემასთან, სტანდარტიზაციასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი წესები.“;

ბ) მე-2–3 ნაწილები შესაბამისად ჩაითვალოს მე-3–4 ნაწილებად;

გ) მე-4 ნაწილში ციფრი „2“ შეიცვალოს ციფრით „3“ და ამავე ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, გადაწყვეტილებას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე იღებს თავად ამ ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებელი თანამდებობის პირი.“;

გ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

42. 162-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის II თავით გათვალისწინებული დებულებები ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების შესახებ.“.

43. 165-ე მუხლის მე-2 ნაწილს დასაწყისში დაემატოს შემდეგი წინადადება: აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შეტანის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო საკითხს წყვეტს 10 დღის ვადაში.“.

44. 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლოში სიტყვები შესრულება იწვევს აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას“ შეიცვალოს სიტყვებით შესრულების შემთხვევაში აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება წყვეტს მოქმედებას.“.

45. 168-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს პირი, რომელსაც ევალება ადმინისტრაციული აქტის აღსრულება.“;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვა „მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „მუხლის მე-5 ნაწილით“, ხოლო ნაწილს ბოლოში სიტყვების „მმართველობის ორგანო,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები გარდა იმ შემთხვევისა, როცა გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ პირის ქმედებით, რომელსაც ადმინისტრაციული აქტი უნდა აღესრულებინა.“.

46. 170-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვები „ამ კოდექსით“ შეიცვალოს სიტყვებით „ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს აინაზღაურებს შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან.“.

47. 175-ე მუხლის პირველ ნაწილში რიცხვი „170“ შეიცვალოს რიცხვით „169“.

48. 177-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან, გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-4 ნაწილს დასაწყისში დაემატოს სიტყვა „ცალკე“.

49. 178-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვები „გამომცემი თანამდებობის პირი“ შეიცვალოს სიტყვებით გამომცემი თანამდებობის პირის“;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „აქტი გასაჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში“ შეიცვალოს სიტყვებით აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.“;

გ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

3. პირს შეუძლია ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ადმინისტრაციული საჩივრის წარუდგენლად პირდაპირ მიმართოს სასამართლოს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“.

50. 180-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „ქმედებათა განხორციელების“ შეიცვალოს სიტყვებით მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ“.

51. 182-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.“

52. 184-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვები „შეჩერებულად ჩაითვლება“ შეიცვალოს სიტყვით „შეჩერდება“ და ნაწილს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს.“;

ბ) მე-3 ნაწილში სიტყვა „პუნქტის“ შეიცვალოს სიტყვით „ნაწილის“.

53. 191-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა „ამას“ შეიცვალოს სიტყვებით საჩივრის განუხილველობას“.

54. 197-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-3 ნაწილები.

55. 198-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „პროფესიული“;

ბ) მე-4 ნაწილში სიტყვა „დახურულია“ შეიცვალოს სიტყვით „ღიაა“.

56. 202-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

57. 203-ე მუხლის მე-6 ნაწილში სიტყვები „კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის გადაწყვეტილების“ შეიცვალოს სიტყვებით კოლეგიური ან სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილების, ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის“.

58. 204-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სხვა“;

ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ყოველი მხარე თვითონ აანაზღაურებს მის მიერ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გაწეულ ადმინისტრაციული წარმოების ხარჯებს.

3. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარის მიერ ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლისათვის გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს მხოლოდ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარის გადახდისუუნარობის შემთხვევაში.“;

გ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

59. 205-ე და 206-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

60. 211-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

4. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 2 მარტი.

№772IIს