დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.112.016098 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №32 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/12/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები I თავის შესაბამისად, კერძოდ: |
ა)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსი 1-ლი მუხლის თანახმად; |
ბ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება მე-2 მუხლის თანახმად. |
2.
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები II თავის შესაბამისად, კერძოდ: |
ა)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები მე-3 მუხლის თანახმად; |
ბ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის გადასახადები მე-4 მუხლის თანახმად; |
გ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის გრანტები მე-5 მუხლის თანახმად; |
დ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები მე-6 მუხლის თანახმად; |
3.
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია III თავის შესაბამისად, კერძოდ: |
ა)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯები მე-7 მუხლის თანახმად; |
ბ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება მე-8 მუხლის თანახმად; |
გ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია მე-9 მუხლის თანახმად; |
4.
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ასიგნებები IV თავის მე-10 მუხლის შესაბამისად. |
5.
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის მარეგულირებელი ნორმები V თავის შესაბამისად, კერძოდ: |
ა)
მე-11 მუხლის თანახმად, გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გაცემა განხორციელდეს გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახური. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 45500 ლარის ოდენობით. |
ბ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის გარდამავალი საბრუნავი სახსრების ნაშთი 10047 ლარის ოდენობით მე-12 მუხლის თანახმად. |
გ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლების გრძელვადიანი პროგნოზი მე-13 მუხლის თანახმად. |
დ)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯების გრძელვადიანი პროგნოზი მე-14 მუხლის თანახმად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ |
თავი I
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
| მუხლი 1 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
| მუხლი 2 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები,გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
თავი II
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
| მუხლი 3 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემოსავლები განისაზღვროს 10008411 ლარის ოდენობით
|
| მუხლი 4 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 1073615 ლარის ოდენობით
|
| მუხლი 5 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 8545896 ლარით
|
| მუხლი 6 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 388900 ლარით
|
თავი III
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
| მუხლი 7 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 6277785 ლარის ოდენობით
|
| მუხლი 8 |
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3977171 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 117000 ლარის ოდენობით ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4094171 ლარით.
|
| მუხლი 9 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
თავი IV
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
| მუხლი 10 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით:
|
თავი V
მარეგულირებელი ნორმები |
| მუხლი 11 |
გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხებს გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საფინანსო სამსახური. |
| მუხლი 12 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტში განისაზღვროს გარდამავალი საბრუნავი სახსრების ნაშთი 10047 ლარით |
| მუხლი 13 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების გრძელვადიანი პროგნოზი განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
|
| მუხლი 14 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების გრძელვადიანი პროგნოზი განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები