„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1090
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 06/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.05.001.003.482
  • Word
1090
24/03/2009
სსმ, 7, 06/04/2009
010.120.000.05.001.003.482
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის და ყოფნის უფლება;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:

ა) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიების – ბერმუდის კუნძულების, კაიმანის კუნძულების, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების, ფოლკლენდის კუნძულების, ტერკსის და კაიკოსის კუნძულების, გიბრალტარის; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიების – ჯერზის, გერნზის, კუნძულ მენის; დანიის სამეფოს შემდეგი ტერიტორიების – ფარერის კუნძულების და გრენლანდიის; ნიდერლანდის სამეფოს შემდეგი ტერიტორიების – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულების; საფრანგეთის რესპუბლიკის შემდეგი ტერიტორიების – საფრანგეთის პოლინეზიის და ახალი კალედონიის;

ბ) ამერიკის შეერთებული შტატების;

გ) კანადის;

დ) იაპონიის;

ე) შვეიცარიის კონფედერაციის;

ვ) ლიხტენშტაინის სამთავროს;

ზ) ნორვეგიის სამეფოს;

თ) ისრაელის სახელმწიფოს;

ი) წმინდა საყდრის (ვატიკანის);

კ) ანდორის სამთავროს;

ლ) სან-მარინოს რესპუბლიკის;

მ) ისლანდიის რესპუბლიკის;

ნ) არაბთა გაერთიანებული საამიროების;

ო) ქუვეითის სახელმწიფოს;

პ) კორეის რესპუბლიკის;

ჟ) კატარის სახელმწიფოს;

რ) ბაჰრეინის სამეფოს;

ს) ომანის სასულთნოს;

ტ) ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფოს;

უ) სინგაპურის რესპუბლიკის;

ფ) ავსტრალიის თანამეგობრობის;

ქ) მონაკოს სამთავროს;

ღ) ახალი ზელანდიის;

ყ) ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობის;

შ) ბარბადოსის;

ჩ) ანტიგუა და ბარბუდის;

ც) ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის;

ძ) სეიშელის კუნძულების რესპუბლიკის;

წ) ბოტსვანის რესპუბლიკის;

ჭ) ხორვატიის რესპუბლიკის;

ხ) ჩილეს რესპუბლიკის;

ჯ) სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციის;

ჰ) არგენტინის რესპუბლიკის;

1) მალაიზიის ფედერაციის;

2) მექსიკის შეერთებული შტატების;

3) აღმოსავლეთი რესპუბლიკა ურუგვაის;

4) მავრიკის რესპუბლიკის;

5) პანამის რესპუბლიკის;

6) კოსტა-რიკის რესპუბლიკის;

7) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის;

8) ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის;

9) ტაილანდის სამეფოს;

10) ბელიზის;

11) საუდის არაბეთის სამეფოს.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ პირადობის მოწმობის საფუძველზე.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დიპლომატიური, სამსახურებრივი, ორდინალური და სასწავლო ვიზები გაიცემა საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.“.

4. მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიპლომატიური ვიზა გაიცემა 360 დღით.

4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დიპლომატიური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.“.

5. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა 360 დღით.

4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.“.

6. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ორდინალური ვიზა გაიცემა 360 დღით.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ორდინალური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.“.

7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სასწავლო ვიზა

სასწავლო ვიზა გაიცემა სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით უცხოელებზე, რომელთაც აქვთ საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მოწვევა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 მარტი.

№1090_Iს