დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 18/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016144 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №61 დადგენილებაში (სსმ, 04.01.2012 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები შემდეგი რედაქციით: ა) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები:
(ათას ლარებში)
ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ბალანსი:
(ათას ლარებში)
|
ბ)
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 150,466.6 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 1-ისა.“. |
გ)
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3 განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკურ ჭრილში 78,500.6 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 2-ისა.“. |
დ)
დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4 განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 71,966.0 ათასი ლარის ოდენობით.“. |
ე)
დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5 განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 100,656.9 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 3-სა. მათ შორის: ა) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 114,456.9 ათასი ლარის ოდენობით. ბ) განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 13,800.0 ათასი ლარის ოდენობით.“. |
ვ)
დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6 განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 192,957.5 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 4-ისა.“. |
ზ)
დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7 განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -28,690.9 ათასი ლარის ოდენობით.“. |
თ)
დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8 განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 30,218.0 ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 5-სა. მათ შორის: 1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 30,218.0 ათასი ლარის ოდენობით.“. |
ი)
დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9 განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -1,527.1 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 6-სა. მათ შორის: 1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 1,527.1 ათასი ლარის ოდენობით.“. |
კ)
დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10 განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ორგანიზაციულ ჭრილში 194,484.6 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართი 7-ისა.“. |
ლ)
დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12 განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტიდან სესხების მომსახურების ასიგნებები 4,221.6 ათასი ლარის ოდენობით, აქედან 801.7 ათასი ლარი მიიმართოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების, 2,374.9 ათასი ლარი - გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული სესხის, ხოლო 1,045.0 ათასი ლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მიღებული სესხის მომსახურებისათვის.“. |
მ)
დადგენილების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13 განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტიდან დონორების დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 22,581.0 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც 22,570.0 ათასი ლარი მიიმართოს ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის, ხოლო 11.0 ათასი ლარი - სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში პროექტის თანადაფინანსებისათვის.“. |
ნ)
დადგენილების დანართები 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის შემოსავლები
|
(ათას ლარებში) |
|
დანართი 2
|
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის
ხარჯები ეკონომიკურ ჭრილში |
(ათას ლარებში) |
|
დანართი 3
|
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის
არაფინანსური აქტივების ცვლილება |
(ათას ლარებში) |
|
დანართი 4
|
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში
|
(ათას ლარებში) |
|
დანართი 5
|
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის
ფინანსური აქტივების ცვლილება |
(ათას ლარებში) |
|
დანართი 6
|
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის
ვალდებულებების ცვლილება |
(ათას ლარებში) |
|
დანართი 7
|
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ბიუჯეტის ასიგნებები
|
(ათას ლარებში) |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები